თბილისში, ბაგებში სროლა იყო. On.ge-ს ინფორმაციით, მსუბუქად დაჭრილია ორი ადამიანი.

უწყებაში სროლის ფაქტს ადასტურებენ. მათი განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.