საუბარია არა ერთ, არამედ, განგრძობად, სისტემატურ ძალადობაზე — ბასილაშვილის ყოფილი ცოლის იურისტი
ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ცოლის ადვოკატებმა 25 მაისის პრესკონფერენციაზე საქმის შინაარსი აღწერეს და ორი ძირითადი საკითხი დააყენეს.
საქმის ადვოკატ ანა თავხელიძის თქმით, პირველ რიგში, საუბარი არ არის ძალადობის ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, არამედ, განგრძობად, სისტემატურ ძალადობაზე, რომელიც სხვადასხვა დროსა და ადგილას ხდებოდა, სხვადასხვა ფორმით.
იმავე ადვოკატმა აღნიშნა მეორე საკითხიც, რომ საქმეში არის არაერთი მტკიცებულება საუბარია, მოწმეთა ჩვენებებზე, ფოტო და ვიდეო მასალებზე. ადვოკატმა მხარეების და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შინაარსზე არ ისაუბრა.
საქმის კიდევ ერთმა იურისტმა, ანა აბაშიძემ ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზეც, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოფილ ცოლს. ამ ინფორმაციას "საფუძველს მოკლებული" უწოდა.
"100 ათასი დოლარი, რომელიც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ნაჩუქარი იყო, ან კეთილი ნება, ბატონი ბასილაშვილის, მარტივად რომ გითხრათ, ეს არის ფული, რომელიც სასამართლომ კანონის საფუძველზე მიაკუთვნა ქალბატონ ნელის. წარმოიდგინეთ, საკუთარ სახლზე რომ გედავოთ, რომ ეს არის ნაჩუქარი. გაიყო ქონება ორ კონკრეტულ ნაწილად და იმაზე ნაკლებს დათანხმდა ქალბატონი ნელი, რაც კანონით ეკუთვნოდა".
ანა აბაშიძემ, ასევე, ისაუბრა ბავშვის ბებიის (ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის) მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერაზე. მისი თქმით, ეს ორდერი ნამდვილად გამოსცა პოლიციამ და თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადასტურა მისი სისწორე, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. აბაშიძე აღნიშნავს, რომ სააპელაციოს მიერ ამ ორდერის გაუქმებას გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტში ასაჩივრებენ:
"ერთის მხრივ, ეს იყო სრულიად გასაკვირი გადაწყვეტილება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს საკმაოდ ცხადი დადებით პრაქტიკა. კონკრეტულმა მოსამართლემ აბსულუტურად დაუსაბუთებლად, სტერეოპიტული და წინასარი განწყობების ფონზე გააუქმა ორდერი. საქმეში იყო პირდაპირი მტკიცებულებები, ბავშვის მოსაზრებები და მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. ეს ორდერი და მისი გაუქმება, ძალიან ცოტა ხნის წინ მოხდა, და პირდაპირ ვამბობთ, რომ ამგვარმა დაუსაბუთებელმა მსჯელობამ არაპირდაპირ, მაგრამ გამოიწვია შემდგომი ძალადობა ბავშვის მიმართ. მეტიც, დაამძიმა ქცევა და დედას შეეხო ფიზიკური სახით".
როგორც ადვოკატი ჰყვება, ნელი დოროყაშვილი 8 წელი ცხოვრობდა ნიკოლოზ ბასილაშვილთან და მისი წარმატება პირდაპირ უკავშირდება თანაცხოვრების პერიოდს:
"ამაზე თავად ბატონი ნიკოლოზი საუბრობს მედია გადაცემებში. ის აღიარებს აწ უკვე ყოფილი ცოლის როლს საკუთარ სპორტულ წარმატებაში. თუ ვინმეს გიამაყიათ ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებით, უნდა იცოდეთ რომ წვლილი აქვს ოჯახსა და ცოლს. ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარდასაჭერად უარს ამბობდა საკუთარ კარიერაზე. მან კარიერა დაიწყო საჯარო სამსახურში. შემდეგ არაერთი შემოთავაზება ჰქონდა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ. მან თავისი ნებით გააკეთა არჩევანი, დამხმარებოდა ქმარს".
მსოფლიოს 27-ე და საქართველოს პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. როგორც მისი ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, სპორტსმენი დანაშაულს არ აღიარებს. ამავე საქმეზე ჩოგბურთელის მამის მიმართ შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.
პროკურატურის ინფორმაციით, ბასილაშვილმა ყოფილ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა 21 მაისს მიაყენა, მეორე დღეს კი ის დააკავეს. საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც.
როგორც დაზარალებული ქალი, ნეკა დოროყაშვილი ყვება, სპორტსმენმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ხოლო ყოფილი მამამთილი დიდტარიანი საგნით გაეკიდა. მისივე თქმით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ის შვილის წამოსაყვანად ბასილაშვილის სახლში მივიდა. როგორც ის ამბობს, დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე არ იცის. დოროყაშვილის განმარტებით, ქონებრივი დავა არ ჰქონიათ, რადგან დიდი ხნის წინ მოლაპარაკებით დასრულდა.
"ბავშვს რომ მივაკითხე წამოსაყვანად, არ ვიცი რა მოუვიდა [მამას] რა დაემართა, არ ვიცი მთვრალი იყო თუ რა იყო, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს, რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, მე ამას ვერ ვადასტურებ, რადგან დიდი ტარი ჰქონდა და მე ნაჯახი მეგონა", — აღნიშნა ქალმა.
თვითონ სპორტსმენი და მისი ოჯახი ბრალდებებს უარყოფენ. ჩოგბურთელი აცხადებს, რომ სასამართლოს დასრულებამდე არ აპირებს საჯარო დისკუსიაში შესვლასა და საქმის დეტალებზე საუბარს.
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
კომენტარები