პარლამენტის ქუთაისის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია საქართველოს პატრიოტების სხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები მთავრობის მეთაურს გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. სხდომა მიჰყავს პარტიის ლიდერსა და ვიცე-სპიკერს ირმა ინაშვილს.

სხდომის დაწყებისას, სიტყვით გამოვიდა გიორგი კვირიკაშვილი და ქართული ოცნების სამთავრობო პროგრამის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

პატრიოტთა ალიანსის შემდეგ, 14 საათზე, ნაციონალური მოძრაობის სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატების მოსმენა იმავე ფორმატში წარიმართება.