შესაძლოა, რომ პატარა მოწყობილობამ, სახელად "მიკრო-კომბი" ერთ დღეს ინტერნეტის არსებული ინფრასტრუქტურა ჩაანაცვლოს, რაც ადამიანებს მონაცემების უპრეცედენტო სისწრაფით ჩაწერის საშუალებას მისცემს.

მიკრო-კომბის ჩიპი მაინცდამაინც ახალი გამოგონება არაა. ის პირველად დაახლოებით ათი წლის წინ შექმნეს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სერვერებს უფრო და უფრო მეტი ინფორმაციის დატევა უწევთ და სწრაფ ჩაწერის სიჩქარეებზე მოთხოვნა მზარდია, ბოლო დროს ზემოხსენებული ტექნოლოგიის განახლება და დახვეწა დაიწყო.

"ულტრა-მაღალი გამტარობის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების მომწიფების ცქერა მართლაც გასაოცარია", — ამბობს სვინბურნის უნივერსიტეტის ოპტიკური მეცნიერებების ცენტრის დირექტორი დევიდ მოსი.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი ჩიპი სასარგებლო იქნება იმიტომ, რომ ის მონაცემებზე არსებულ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

პანდემიამ კარგად აჩვენა, რომ ინტერნეტზე და ინფორმაციის სწრაფ მიწოდებაზე მოთხოვნა მზარდია. ბევრი შიშობს, რომ მომდევნო წლებში ინტერნეტის არსებული ინფრასტრუქტურა მოთხოვნას ვერ უპასუხებს.

ინტერნეტის მიწოდების გაყვანილობები და სადენები დროთა განმავლობაში იცვითება, მათი გამოცვლა კი მომთხოვნი და ძვირადღირებული სამუშაოა. ამასთანავე არსებულ ტექნოლოგიას არცერთი ისეთი კომპონენტი არ აქვს, რომლის გაუმჯობესება შესაძლებელი იქნებოდა ისე, რომ მეტ დატვირთვას გაუძლოს.

ბიტები და ბაიტები, რომლებიც ჩვენს კომპიუტერებს მიეწოდებათ, სინათლის სხვადასხვა სიხშირეების გენერირებით ხდება. ლაზერების სხვადასასხვა სიხშირეზე განათებით "არხები" იქმნება, რომლებსაც სადენებში და მილებში ინფორმაცია გადააქვთ. იმის მიხედვით თუ როგორაა ორგანიზებული სადენი, ქსელისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად 80 არხის შექმნა შეიძლება.

მიკრო-კომბის ჩიპი იმიტომაა პერსპექტიული, რომ 80 ინდივიდუალური ლაზერის ნაცვლად, ის ტალღების წარმოსაქმნელად ერთ კრისტალურ ოსცილატორს იყენებს, რომლის შესაბამისი კორექტირებით სინათლის ტალღების მთელი “ცისარტყელის” მიღება შეიძლება.

მეცნიერებმა ეს ტექნოლოგია ორ კამპუს შორის გავლებული ოპტიკური სადენის მეშვეობით შეამოწმეს და აჩვენეს, რომ ინფორმაციის მიწოდება წამში 44,2 ტერაბაიტი სიჩქარით არის შესაძლებელი. იდეალურ შემთხვევაში, მსგავსი სიჩქარით წამში 1 000 ფილმის ჩაწერას შეძლებთ.

ინფორმაციის სწრაფი მიწოდება მხოლოდ ფილმების ჩაწერისთვის არაა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლოა მედიცინაში, ფინანსებში, განათლებაში, თვითმართვად მანქანებში და ა.შ.

შესაძლოა ვიხილოთ მომავალი, რომელშიც ინფორმაციის გადაცემა პრაქტიკულად მომენტალურად მოხდება.