10 საჩუქარი, რომელიც მეგობარს იზოლაციაში უნდა გაუგზავნოთ
ფოტო: Oinbuzz
საჩუქრის გაკეთებისას ყველას გვინდა, რომ მეგობარს ან სიურპრიზის ადრესატს სახეზე ღიმილი მოვგვაროთ. ამიტომ, ნებისმიერი შერჩეული ნივთი პოზიტიურ ემოციას უნდა აღძრავდეს.
ორიგინალური საჩუქრების მოფიქრებისას ყოველთვის დრო არ გვყოფნის, ან უბრალოდ არ გამოგვდის და იდეებით დახმარება გვჭირდება. სწორედ ამისთვის არსებობს Oinbuzz — არასტანდარტული პროდუქტების ონლაინ მაღაზია, სადაც ისეთ ნივთებს აღმოაჩენთ, რომლებიც ერთხელ მაინც გინახავთ სერიალებში ან უცხოურ საიტებზე და გიფიქრიათ — "ნეტავ ასეთები საქართველოშიც იყიდებოდეს".
"სამიზნე აუდიტორია თანამედროვე აზროვნების მქონე ადამიანია. ის ვისაც ყელში ამოუვიდა ტვინის ჭყლეტა თუ რა ორიგინალური საჩუქარი აჩუქოს მეგობარს. სურს საჩუქარი იყოს განსხვავებული, ადრესატისთვის ემოციის მიმნიჭებელი და თან ბევრი დრო და ენერგია არ დაკარგოს მის ძებნაში", —გვეუბნებიან ოინბაზის დამფუძნებლები ლაშა მონასელიძე და მიშა დვალიშვილი.
ასე რომ, თუ თვითიზოლირებული მეგობრის გაოცება და გახარება გსურს, ამაში ოინბაზი დაგეხმარება. მიწოდების სერვისი უფასოა და გუნდი უსაფრთხოების ნორმებსაც მაქსიმალურად იცავს.
ჩვენ კი შევეცადეთ, სხვანაირი საჩუქრების შერჩევაში თქვენთან ერთად ჩავერთოთ:
1. გამოიცანი რა ვთქვი
ამ თამაშის დროს შენ და შენი მეგობრები ძალიან გაერთობით, იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთის ნათქვამი ვერცერთი სიტყვა შეიძლება ვერ გაიგოთ. მის დროს კბილებზე იკეთებ ე.წ. სტომატოლოგიურ აქსესუარს და ცდილობ პარტნიორს მიახვედრო, რისი თქმა გსურს.
2. მაგიდის მსხალი
თვითიზოლაცია ნერვებზე არც ისე კარგად მოქმედებს, ამიტომ, განმუხტვისთვის ეს საუკეთესო საჩუქარია. "მაგრდება მაგიდაზე მყარად და მერე უტყაპუნე რამდენიც გინდა. ნერვებმოშლილზე რომ წყვეტ, მაგაზე მაგარი არაფერია", — გვირჩევენ ოინბაზები.
3. ტესლას ბურთი
ეს საჩუქარი რომანტიკულიც შეიძლება იყოს, რადგან როდესაც მას საღამოს ადრესატი ჩართავს, აუცილებლად გაახსენდები. ჯადოქრობით შენიღბული ლამაზი ფიზიკა აუცილებლად გააოცებს, როცა ჩართულს თითს დაადებს.
4. ზურგსაფხანი ფოცხი
ეს საჩუქარი შეგიძლიათ საკუთარ თავს უყიდო და სულ თან გქონდეს. და როცა მეგობარი ან ოჯახის წევრი ზურგის მოფხანვას გთხოვს, მიაწოდო და თავად მიაგნოს "ცოტა მაღლა და მარცხნივ" წერტილს, რომელსაც შენ ვერასდროს პოულობ.
5. ელექტრო ყულაბა
ეს შეგიძლია პატარა მეგობარს გაუგზავნო, რომელსაც დიდი ნატვრა აქვს და ფულის შეგროვება აქვს გამიზნული. საკმარისია, კატისთვის გამიზნული თევზის ადგილზე მონეტა მოათავსოს, რომ მოუსვენარი ცხოველი მაშინვე მიიტაცებს მას და სათავსოში მოუძებნის ადგილს.
6. ფეხსასვენებელი
ბინაში გამოკეტილ მეგობარს შეგიძლია ეს ციცქნა ჰამაკი გაუგზავნო, რომელსაც სამუშაო მაგიდის ქვემოთ მოათავსებს და ფეხებს დაასვენებს.
7. მაყუთის სასროლი
ამ "იარაღს" ლიცენზია არ სჭირდება და თუ მამაცი ხარ, ის შენს უფროსს უნდა აჩუქო, იქნებ მიხვდეს და ხელფასი მოგიმატოს?
8. ტვისტერი
რამდენ სერიალში გინახავს, რომ მეგობრები ამ "ჩახლართული" თამაშით ერთობიან? თავში პირველი ალბათ Friends მოგივა. ეს საჩუქარი იმ მეგობრისთვისაა, რომლის სახლშიც ყველაზე ხშირად იკრიბებით.
9. საწკაპუნო ნერვოზიანებისთვის
ამ კვადრატს ყველა მხარეს აქვს რაღაც საინტერესო შენი ან შენი მეგობრის თითისთვის. ეს საჩუქარი იმ თანამშრომელს ან მეგობარსაც შეიძლება აჩუქო, რომელიც კლავიატურაზე თითებს გიჟივით ურტყამს, ან კალამის წკაპუნში მთელი ოთახის ხმას ფარავს. ამ კუბიკით თამაშ-თამაშში ისე დამშვიდდება, რომ ვერც კი მიხვდება.
10. მთვრალი რულეტკა
ეს საჩუქარი იმ მეგობრებისთვისაა, რომელთა თავშეყრა სასმელის გარეშე წარმოუდგენელია. აღარ იცით, რომელი სასმელი აირჩიო? მთვრალი რულეტკა დაგეხმარება — მისი ჭიქები ფერებისა და რიცხვების მიხედვითაა განაწილებული და თუ შენი ჭიქის შესაბამისი რიცხვი ამოვიდა, გადაკარი და ეგ არის.
სტატია მომზადებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები