წარმოსახვითი ქალაქები, რომელთა მონახულებაც სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ
ფოტო: KHIUS / Shutterstock
პანდემიამ გაართულა მოგზაურობა იმ ქალაქებში, რომელთა ნახვაც დიდი ხანია გვინდა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომ შევისწავლოთ ის ურბანული პეიზაჟები, რომლებიც სხვა სამყაროებში არსებობენ.
ქვემოთ გაგაცნობთ ქალაქებს, რომლებიც რომანებში, პოეზიაში და ვიდეოთამაშებში გვხვდება.
1. უტოპიური ლონდონი
ამ დღეებში უტოპია კარგი ადგილია გარკვეული დროის გასატარებლად. უილიამ მორისის 1890 წლის რომანში, ამბები არსაიდან, ქალაქის სიბინძურითა და მძიმე შრომით დაღლილი ლონდონელი, უილიამი გესტი, თავს მომავლის ლონდონში ამოყოფს — იქ, სადაც ჩიტები ხეებზე კვლავ ჭიკჭიკებენ და ხალხიც კმაყოფილია ისეთ ადგილზე ცხოვრებით, სადაც დაბინძურება, სიღარიბე და უბედურება დავიწყებულია. შუა საუკუნეების ესთეტიკა და იდილიური მომავლის სოციალისტური პოლიტიკა შეუძლებლად ოპტიმისტური კია, მაგრამ, ამასთან, ეს სამყარო ნათლად და ლაღადაა დახატული.
უილიამ მორისის ამბები არსაიდან.
ფოტო: William Morris / Wikimedia Commons
მართალია, გესტი მოგვიანებით უბრუნდება ვიქტორიანული ლონდონის პირქუშ რეალობას, თუმცა მას თან მიაქვს იმედიც: შეცვლილი სამყაროსი, სადაც ყველა დაფასებულია და სადაც მუშაობა და დასვენება პროდუქტიული და შთამაგონებელია. რომანის ავტორიც ასკვნის, რომ, საერთო ძალისხმევით, ეს მომავალი ჯერ კიდევ შეიძლება განხორციელდეს. ასე რომ, ამ ლამაზ, იდეალურ ლონდონს "შეიძლება ეწოდოს ხედვა და არა ოცნება".
2. მშფოთვარე ქალაქი
კლოდ მონე, კაპუცინების ბულვარი.
ფოტო: Nelson Atkins Museum of Art / Wikimedia Commons
ედნა სენტ-ვინსენტ მილეის 1921 წლის სამსტროფიანი ლექსი, ქალაქის ხეები, გვახსენებს იმ დროს, როდესაც ჩვენი ქალაქები ხალხით გადაჭედილი იყო და არა — კარანტინისეული რეალობისგან გაუკაცრიელებული. მილეის პოემა ეძღვნება პაუზას, ხის ქვეშ უსაქმოდ ყოფნას, როცა წვიმის გამო შეაფარებ მის ჩრდილს თავს და სმენას ძაბავ, რომ ის ტკბილი ხმა ჩაგესმას, რომელსაც ხე გამოსცემს. ამ სცენის მთავარი მომხივლელობა ისაა, რომ ის პლანეტის ნებისმიერი ქალაქის ქუჩასა თუ გარეუბანში შეიძლება თამაშდებოდეს — თუნდაც, პარიზში.
ეს მარტივი ლექსი გვთავაზობს საქმიანი ხალხით სავსე ადგილას ნაპოვნ სიმშვიდის მომენტს და გვახსენებს, რომ ზოგჯერ კარგია, თუ ტემპს შევანელებთ და ავიხედავთ ზემოთ, დავიხედავთ დაბლა, მიმოვიხედავთ გარშემო; მივაქცევთ ყურადღებას პაწაწინა ბგერებს, გამოსახულებებს და მოძრაობებს, რომლებიც ურბანული გარემოს განუყრელი ნაწილებია. მილეი გვთავაზობს, ყურადღება გავამახვილოთ ცხოვრების შედარებით წყნარ ასპექტებზე, რომლებიც ხმაურიან, ქაოსურ და დამქანცველ დღეებში ასე ხშირად იკარგებიან ხოლმე.
3. ახალი კრობუზონი
მწერალი ჩაინა მიევილი ბავშვობიდან მოყოლებული ლონდონელია და ქალაქები მისი ნაწარმოებების უმეტესობაში ჩნდება. ქალაქ ახალი კრობუზონის შესახებ მკითხველმა პირველად 2000 წელს გამოცემულ რომანში, პერდიდოს ქუჩის სადგური, შეიტყო. ეს გადატვირთული, დაბინძურებული ქალაქი, რომლის ქარხნებიც ალქიმიაზე მუშაობენ, მრავალგვარი ადამიანით, არაადამიანით და ჰიბრიდული არსებითაა დასახლებული. მათ უმრავლესობას მმართველი ოლიგარქები და სახელმწიფო მილიცია ჩაგრავს და ექსპლუატაციას უწევს.
თავად ქალაქიც გამუდმებით ჩამონგრევის პირასაა. ამ ფანტასტიკური, მაგრამ, ამავდროულად, რეალისტურად ინდუსტრიული ლანდშაფტის დიკენსიანური მოტივები იმაზე მიგვანიშნებს, რომ ახალი კრობუზონი მიევილისთვის ლონდონის ოდნავ დამახინჯებული ვერსიაა.
ახალი კრობუზონი მუდამ ჩამონგრევის პირას მყოფი ინდუსტრიული მეგაპოლისია.
ფოტო: Tithi Luadthong/Shutterstock
4. ვირიკონიუმი
პერდიდოს ქუჩის სადგურის წინასიტყვაობაში მიევილი აღნიშნავს, რომ მის ხედვაზე ჯონ ჰარისონმა მოახდინა გავლენა. ჰარისონის ვირიკონიუმის სერიები, რომლებიც 1971-1985 წლებში გამოქვეყნდა, შეიძლება, ჟანრული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ისეთი ნიმუშიც კი იყოს, რომელიც ფართო მასებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. სერიის სათაურად გამოტანილი ქალაქი მდებარეობს დედამიწაზე, შორეულ მომავალში და ტექნოლოგიათა ნარჩენების წყალობით განაგრძობს არსებობას. პირველ რომანში, პასტელის ქალაქი (1971), ის თითქოს ფიზიკურად არსებული სივრცეა. თუმცა პირველივე სიქველში, ფრთების შტორმი (1980), ის — ჯოისის დუბლინის მსგავსად — მთავარი გმირის ფსიქიკური მდგომარეობის განსხეულებად იქცევა.
მესამე რომანში, ვირიკონიუმში (1982), ქალაქი უკვე ღიად წარმოგვიდგება გამოგონილ ადგილად, რომელიც ჩვენს რეალურ სამყაროს ნიღბავს. თუმცა, ამავდროულად, მისი რაღაც ასპექტები დაუფარავადაც აღწევს ხოლმე რეალობაში. როგორც ჰარისონმა შემდგომში აღნიშნა, ვირიკონიუმი მოგვიწოდებს, ყველაფრის გაკონტროლების სურვილისგან გავთავისუფლდეთ, სანაცვლოდ კი "თავბრუდამხვევი გამოცდილების სიყვარული ვისწავლოთ".
5. ნოვიგრადი
ნოვიგრადი ვიდეოთამაშიდან, The Witcher 3: ველური ნადირობა.
ფოტო: CD Projekt Red
თავისუფალ ქალაქ ნოვიგრადს ვიდეოთამაშში, Witcher 3: ველური ნადირობა, ვეცნობით. თამაშები და ახლადგამოსული ნეტფლიქსის სერიალი ეფუძნება ფენტეზის ჟანრის იმავე სახელწოდების წინგთა სერიას, რომლის ავტორიც ანჯეი საპკოვსკია. ნოვიგრადი ეკონომიკური აღებ-მიცემობის აქტიური კერაა, რომლიდანაც გამავალ საექსპორტო გზებზე თამაშის ოთხი სამეფოსთვის მარცვლეულით დატვირთული ტრანსპორტი შეუსვენებლად მოძრაობს. გადაჭედილი ნავსადგურები, სიცოცხლით აღსავსე სკვერები და ურთიერთგადამკვეთი არხები შუა საუკუნეების ამსტერდამის ფანტასტიკურ ვერსიას მოგვაგონებს და ევროპული დაბინძურებული ქალაქის კადრებს აცოცხლებს. აქ შეგიძლიათ დაათვლიეროთ მუხის მორებით ნაშენები სახლები, რომლებიც მთავარ გზებს მწკრივებად ჩაუყვებიან, ან მოინახულოთ ნესტიანი და მონსტრებით სავსე საკანალიზაციო გვირაბები.
ნოვიგრადი დასახლებულია შუასაუკუნეების ხალხით, რომლებთანაც თავისუფლად შეგიძლიათ ურთიერთობა: საუბარი ან სავაჭრო საქონლის გაცვლა. ამ დროს თქვენ ჩამთრევი თხრობის თანამონაწილენი ხდებით ან შეგიძლიათ, უბრალოდ, ნოვიგრადის ყოველდღიურ ცხოვრებას გაეცნოთ. ეს ქალაქი, მართალია, საფოსტო ბარათებზე გამოსახულ ევროპულ ხედებს ნაკლებად მოგაგონებთ, მაგრამ დეტალებამდე გათვლილი სამყარო მაინც საოცრად დამაჯერებლად გამოიყურება.
6. ვოლტი
Fallout Shelter უფასო სიმულაციური თამაშია სმარტფონებისა და ტაბლეტებისთვის. ის ამერიკული ყოფისა და პოსტ-აპოკალიფსური მომავლის უცნაური ნაზავია. თამაშის დროს თქვენ ბუნკერის ზედამხედველი ხართ; ესაა მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც თავშესაფრად იქცა ბირთვული აფეთქებებისგან განადგურებული პლანეტის ზედაპირიდან მიწისქვეშეთში ჩასული ბინადრებისთვის — კაცობრიობის უკანასკნელი წარმომადგენლებისთვის.
კადრი თამაშიდან, Fallout Shelter
ფოტო: Bethesda Game
ვოლტი Raygun Gothic-ის ესთეტიკის სტილშია გადაწყვეტილი — ეს სივრცე ნათელი და ენერგიულია და არტ-დეკოს ელემენტებს შეიცავს. თუმცა მბჟუტავი განათება, ფერთა მუქი პალიტრა და ჩაკეტილი ოთახები 1950-იანი წლების ამერიკული სტილის ოპტიმიზმსა და მოუთოკავ ფუტურიზმს მკვეთრად უპირისპირდება.
თამაში მოიცავს თქვენი მაცხოვრებლების ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობასა და ჯგუფების პლანეტის ზედაპირზე გაგზავნას, სადაც ისინი ნედლეულს ეძებენ და სხვადასხვა დავალებას ასრულებენ, რაც განვითარებული ამბის თხრობას მიმზიდველსა და მრავალმხრივს ხდის.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები