ცნობილი მწერლები, რომლებიც ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალნენ
ლიტერატურის მოყვარულებს წიგნის ფურცლებზე გაცოცხლებულ ისტორიებთან ერთად, ხშირად ამ ამბების შემოქმედების ცხოვრებაც არანაკლებ აინტერესებთ. თუნდაც ისეთი მშრალი ფაქტები, როგორებიც მწერლების დაბადების ან გარდაცვალების თარიღია.
რას იფიქრებთ იმაზე, თუ გეტყვით, რომ ლიტერატურის ისტორიას არაერთი შემთხვევა ახსოვს, როცა ცნობილი მწერლები ზუსტად ერთსა და იმავე დროს გარდაიცვალნენ. დიახ, დედამიწის სრულიად სხვადასხვა ადგილას მყოფი მწერლები უცნაური (ან სულაც არა) დამთხვევით ერთსა და იმავე წელს და ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალნენ.
რას უნდა დავაბრალოთ ეს, განგების ნებას? (შექსპირი ჩაიღიმებდა) მეტისმეტად საეჭვო დამთხვევას, რაც გარკვეულ დიად მიზანზე მიგვითითებს? (უმბერტო ეკო ჩაიცინებდა) ან უბრალო ფაქტად მიიღოთ, რომელსაც შემდეგ რომელიმე მეგობარს ლიტერატურაზე საუბრისას გაუზიარებთ. თქვენი გადასაწყვეტია.
ალფრედ დობლინი და მალკოლმ ლოური — 1957 წლის 26 ივნისი
ბერლინი. ალექსანდერპლაცის ავტორი ალფრედ დობლინი გერმანიაში პარკინსონის დაავადებით 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმავე დღეს ცნობილი ინგლისელი მწერალი მალკოლმ ლოური, რომელსაც მკითხველების დიდი ნაწილი მისი გახმაურებული რომანით Under the Volcano (ვულკანის ქვეშ) იცნობენ, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ოლდოს ჰაქსლი და კ.ს. ლუისი — 1963 წლის 22 ნოემბერი
1963 წლის 22 ნოემბერს ლიტერატურულმა სამყარომ ერთდროულად დაკარგა გასული საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ავტორი: საოცარი ახალი სამყაროს ავტორი ოლდოს ჰაქსლი და ნარნიის ქრონიკების შემოქმედი კ.ს. ლუისი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ დღეს მოკლეს ჯონ კენედი. ერთი დღისთვის მეტისმეტად ბევრი დანაკარგია, არა?
ჯუნა ბარნსი და ჯონ ჩივერი — 1982 წლის 18 ივნისი
ამ ორ ცნობილ ამერიკელ მწერალს, სამწუხაროდ, ქართველი მკითხველები კარგად არ იცნობენ, არადა ჯუნა ბარნსი ძალიან მნიშვნელოვანი რომანის Nightwood ავტორია, რომელიც ლესბოსური სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს, ჯონ ჩივერის კი თავისი შთამბეჭდავი მოთხრობების გამო "გარეუბნელ ჩეხოვად" მოიხსენიებდნენ. ისინი სწორედ ერთ დღეს გარდაიცვალნენ.
პრიმო ლევი და ერსკინ კოლდუელი — 1987 წლის 11 აპრილი
ჰოლოკოსტგამოვლილმა პრიმო ლევიმ მკითხველებს მეორე მსოფლიო ომის შესახებ უმნიშვნელოვანესი შემოქმედება დაუტოვა. ერსკინ კოლდუელი კი ცნობილია თავისი რომანით Tobacco Road (თამბაქოს გზა), რომლის მიხედვითაც ბროდვეიზე ცნობილი სპექტაკლიც დაიდგა. ორივე თავის სამშობლოში — ლევი იტალიაში, კოლდუელი და ამერიკაში გარდაიცვალა.
ჯერომ სელინჯერი და ჰოვარდ ზინი — 2010 წლის 27 იანვარი
გასული ათწლეული მნიშვნელოვანი დანაკარგებით დაიწყო: საკულტო წიგნის თამაში ჭვავის ყანაში ავტორი ჯერომ სელინჯერი და ცნობილი ისტორიკოსი ჰოვარდ ზინი 2010 წლის 27 იანვარს გარდაიცვალნენ.
კარლოს ფუენტესი და ჯინ კრეიგჰედ ჯორჯი — 2012 წლის 15 მაისი
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მექსიკელი მწერალი და რომან არტემიო კრუსის სიკვდილის ავტორი კარლოს ფუენტესი ზუსტად იმ დღეს გარდაიცვალა, როცა Julie of the Wolves-სა და My Side of the Mountain-ის ავტორი ამერიკელი მწერალი ჯინ კრეიგჰედ ჯორჯი გულის შეტევით დაიღუპა.
გიუნტერ გრასი და ედუარდო გალეანო — 2015 წლის 13 აპრილი
ნობელის პრემიის ლაურეატი გიუნტერ გრასი, რომელსაც ქართველი მკითხველი კარგად იცნობს თავისი ეპოქალური რომანით თუნუქის დოლი, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმავე დღეს ლიტერატურული სამყარო დაემშვიდობა მნიშვნელოვან ურუგვაელ ავტორს — ედუარდო გალეანოს.
უმბერტო ეკო და ჰარპერ ლი — 2016 წლის 19 თებერვალი
ყველასთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს, ამ ორ გენიალურ ავტორთან ერთდროულად დამშვიდობება მეტისმეტი იყო: უმბერტო ეკომ კაცობრიობას აჩუქა ისეთი დიდებული რომანები, როგორებიცაა ვარდის სახელი და ფუკოს ქანქარა, ჰარპერ ლიმ კი სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ცნობიერება თავისი განუმეორებელი წიგნით ნუ მოკლავ ჯაფარას.
ბონუსი: შექსპირი და მიგელ დე სერვანტესი
არსებობს ვარაუდი, რომ კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი ორი დიდებული შემოქმედი — ინგლისელი უილიამ შექსპირი და ესპანელი მიგელ დე სერვანტესი ერთ დღეს, 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალნენ.
თუმცა მკვლევრების ნაწილი სერვანტესის გარდაცვალების უფრო სანდო თარიღად 22 აპრილს მიიჩნევს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ესპანეთში იმ დროს უკვე გრიგორიანულ კალენდარს იყენებდნენ, ინგლისში კი ჯერ კიდევ იულიუსის სისტემას მისდევდნენ.
უმბერტო ეკოს ცნობილი რომანის პრაღის სასაფლაოს შესახებ ტორესა მოსიმ მთავარი არხის შუადღეში ისაუბრა.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
კომენტარები