აშშ-ში ოთხ ციხეში კორონავირუსით ინფიცირება 3 300 პატიმარს დაუდასტურდა. Reuters-ის ინფორმაციით, მა უმეტესობას, 96%-ს სიმპტომები არ ჰქონდა.

გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთ დაწესებულებაში 2 300 პატიმარს ჩაუტარდა ტესტირება და 2 028-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მათ უმეტესობას, სიმპტომები საერთოდ არ ჰქონდა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 970 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 54 ათასზე მეტი, გამოჯანმრთელებულია 118 ათასი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: