ქუჩის სწრაფი კვების პროდუქტებით ყოველდღიურად 2.5 მილიარდი ადამიანი იკვებება
ფოტო: Ververidis Vasilis / Shutterstock
სწრაფი კვება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში. ამის მიზეზი ადამიანების გადატვირთული გრაფიკია. სახლში სადილის მომზადება, სუფრის გაწყობა და ალაგება, შემდეგ კი ჭურჭლის რეცხვა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რისთვისაც ყველას არ აქვს დრო. ბოლო მონაცემებით, ყოველდღიურად 2.5 მილიარდი ადამიანი იკვებება ქუჩის სწრაფი კვების ობიექტებში, სადაც საკვებიცა და სასმელიც უკვე მზად არის, რაც მყიდველებს კომფორტს უქმნის.
სწრაფი კვების ობიექტების მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია. ხანდახან ქუჩაში ისეთი კერძების გასინჯვაც შეიძლება, რომელთაც სხვაგან ვერ შეხვდებით. მაგალითად, უამრავი მოგზაური თუ ტურისტი აზიურ ქვეყნებში სტუმრობისას დიდი სიამოვნებით მიირთმევს დახლებზე გამოფენილ სულ რამდენიმე წუთში მომზადებულ კერძებსა თუ ტკბილეულს.
იაპონია
ეგზოტიკური საკვების მოყვარულებისათვის იაპონური ქუჩის სწრაფი კვება ნამდვილი თავგადასავალია. როგორც ვიდეოში ჩანს, იაპონური სამზარეულო საკმაოდ მრავალფეროვანია (ცომეული, ბოსტნეული, ხილი და ზღვის პროდუქტები). უნიკალური ინგრედიენტები, რომლებსაც მთელ მსოფლიოში ჰყავს თაყვანისმცემლები, ქუჩის საკვებშიც ხშირად გვხვდება. სხვადასხვა ქალაქში ყოველწლიურად უამრავი ფესტივალი და გამოფენა იმართება, სადაც სტუმრები იაპონიის ყველა კუთხისთვის დამახასიათებელ საკვებს ეცნობიან.
კორეა
კორეული სამზარეულო ასევე საკმაოდ პოპულარულია მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ამბობენ, რომ ყველაზე გემრიელი საჭმელი ლოკალურად, სეულში მზადდება. კორეული საჭმელების სურნელი თითქმის ყველა თავშეყრის ადგილზე შეგიძლიათ შეიგრძნოთ. ბრინჯისგან დამზადებული მაკარონი, ზღვის ვარსკვლავი, რვაფეხები და შებრაწული კალიები - ეს იმ საჭმელების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ქუჩაში წააწყდებით.
ჩინეთი
ჩინურ ფასტფუდს ამჟამად უამრავი მომხმარებელი ჰყავს. საინტერესოა, რომ უმეტესად მზარეულისა და გამყიდველის ფუნქციებს ერთი ადამიანი ითავსებს. სისწრაფე, პროფესიონალიზმი, გემოების მოულოდნელი შეხამება - ეს ჩინური სამზარეულოს წარმატების მთავარი გასაღებია.
აშშ
ამერიკის სწრაფი კვების ბოლო ტრენდი "საჭმელი ბორბალზე" ანუ მოძრავი რესტორანია. თავის მხრივ, ამერიკული ფასტფუდი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის კერძებს აერთიანებს: აქ ნაჩოსაც ნახავთ, პიცასაც და ბურიტოებსაც. ამ ინდუსტრიას წელიწადში $870 მილიონის მოგება მოაქვს და ყოველწლიურად 7.9%-ით იზრდება.
საქართველო
ქართველები თუ რამით ვამაყობთ, ეს ჩვენი უგემრიელესი სამზარეულო და მრავალფეროვანი კერძებია.
ქუჩის სწრაფი კვება ჩვენთანაც უამრავი ადამიანის ყოველდღიური რეჟიმის ნაწილია. თანაც, ქუჩაში საკვები ბევრად იაფია, ვიდრე კაფეში ან რესტორანში. ქართული ფასტფუდი უმეტესად ცომიანია და იშვიათად გაიცემა რაიმე ხელსაწყოსთან ერთად (ჩანგალი და მუყაოს ყუთები ჩვენთან ქუჩაში ჭამის კულტურის ნაწილი არაა).
ჩვენთან ძალიან პოპულარულია იმერული და ფენოვანი ხაჭაპურები, ლობიანი, კარტოფილის, ხორცისა თუ ბოსტნეულის ღვეზელები და ქადები. არაქართული საკვებიდან თავის დამკვიდრება ყველაზე უკეთ შაურმამ შეძლო.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა

კომენტარები