შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1978 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინოგორში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის თავის ცოლს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

შსს-ს მტკიცებით, პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გადაჭრილი თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც მუქარის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების გულისხმობს.