MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის ახალმა ინიციატივამ — მცირე ბიზნესის ჯაჭვი — ქალაქში ახალი, საინტერესო მარშრუტი შექმნა. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერა და ადგილობრივი ობიექტების ერთ მეგობრულ ქსელად გაერთიანებაა. ჯაჭვის მექანიკა მარტივია: მიდიხარ ერთ ობიექტში, პოსტერიდან კუპონს ჩამოხევ და შემდეგი გაჩერებისკენ მიემართები, სადაც ახალი აღმოჩენა და ფასდაკლება გელოდება.
გაჩერება: MOB Burgers
ჯაჭვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი რგოლი MOB Burgers-ია — თბილისში პოპულარული სმეშ ბურგერების (Smash burger) სივრცე, რომელიც ცნობილია ადგილზე მომზადებული, ნატურალური ინგრედიენტებით.
როგორც MOB Burgers-ის დამფუძნებელი, გიორგი სიხარულიძე, გვიყვება, ჯაჭვის ინიციატივამ მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა:
"თითოეული პატარა ბიზნესი კონკრეტული ადამიანის შრომასა და მონდომებას აერთიანებს. საქართველოს ბანკის მსგავსი ინიციატივები კი გვეხმარება, ჩვენი ისტორია ფართო აუდიტორიამდე მივიტანოთ, რაც მთლიანად მცირე ბიზნეს ეკოსისტემას აძლიერებს. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს მივცეთ მოტივაცია და გავუზიაროთ გამოცდილება“.
გზა გრძელდება სიოსკენ
MOB Burgers-ში გემრიელი შესვენების შემდეგ წრეს Sio Print-თან მიჰყავხარ. სიო პრინტი არის შემოქმედებითი და კონცეპტუალური პრინტშოპი თბილისში. აქ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნიკალური ილუსტრაციები იბეჭდება — ეს არის სივრცე, სადაც ურბანული ესთეტიკა, დიზაინი და ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან.
როგორც Sio Print-ის გუნდი აღნიშნავს, მსგავს პროექტებში მონაწილეობა მათთვის ბუნებრივი და აუცილებელი პროცესია:
“მცირე ბიზნესების ჯაჭვში ჩართვა ჩვენთვის ბუნებრივი გადაწყვეტილება იყო, რადგან სიო ლოკალურ ენერგიასა და შემოქმედებას აერთიანებს. ჩვენთვის ურთიერთმხარდაჭერა არა მხოლოდ თანამშრომლობა, არამედ სოლიდარობის ფორმაა. მსგავსი პროექტები მცირე ინიციატივებს მასშტაბსა და ხილვადობას მატებს და გვეხმარება, ჩვენი სათქმელი უფრო დიდ აუდიტორიამდე მივიტანოთ“.
ჩაერთეთ ჯაჭვში
ჯაჭვის პირველი წრე ასე იკვრება:
Dodonut > City Hikers > Mob.Burgers > Sio Print > Lunatic > Wine Square > Maua.concept > Ganjina > JPG > Dodonut
თუ თქვენც გაქვთ მცირე ბიზნესი და გსურთ, გაზარდოთ ცნობადობა, მოიზიდოთ მომხმარებელთა ახალი ნაკადი და, ამავდროულად, მხარი დაუჭიროთ სხვა ბიზნესებს, აუცილებლად ჩაერთეთ ჯაჭვში.
ამისთვის საჭიროა მხოლოდ ფიზიკური სივრცე (სადაც სტუმრებს მასპინძლობთ) და საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში POS ტერმინალთან ერთად.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი გთავაზობთ პოს-ტერმინალს, რომელიც ერთდროულად ორ პრობლემას ჭრის: გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ საბარათე გადახდები 0%-იანი საკომისიოთი, იმავდროულად, კი ასრულებს სალარო აპარატის ფუნქციას — გაიგეთ მეტი.
პროცესი მარტივია:
- შეავსეთ განაცხადის ფორმა ბმულზე: ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას;
- მიიღეთ პოსტერი: ჩვენ გამოგიგზავნით პოსტერს, რომლითაც თქვენთან მოსულ სტუმრებს მეგობარი ბიზნესის ფასდაკლებას გაატანთ;
- უმასპინძლეთ მომხმარებელს: მოემზადეთ სტუმრებისთვის, რომლებიც ჯაჭვში ჩართული სხვა ბიზნესიდან, ფასდაკლების ვაუჩერით სწორედ თქვენთან მოვლენ.
ჯაჭვის მონაწილეები უკვე ქმნიან მომხმარებლის საერთო მარშრუტს. განახლებადი სიის ნახვას კი რუკაზე შეძლებთ.
აღნიშნული კამპანია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ძალა ერთობაშია. საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებული მცირე ბიზნესები უფრო სწრაფად იზრდება და ვითარდება და მიიწევს წინ. წრე არ ჩერდება, თვალი ადევნეთ სიახლეებს, რადგან მომდევნო სტატიებში პროექტის სხვა გამორჩეულ მონაწილეების შესახებაც მოგიყვებით.
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
კომენტარები