Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
ფოტო: ვოლვო ქარ საქართველო
ახალი ავტომობილის შეძენისას არჩევანს მხოლოდ სასურველი მოდელის დიზაინი ან მართვის გამოცდილება არ განსაზღვრავს. მძღოლებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად მარტივი, კომფორტული და პროგნოზირებადი იქნება მისი შენახვა მომავალში. ამ პროცესის გასამარტივებლად კომპანია ვოლვო ქარ საქართველომ ახალი პროდუქტი — Volvo 365 შექმნა, რომელიც Volvo-ს მფლობელებს მისი შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯებისგან ათავისუფლებს და საშუალებას აძლევს, მანქანის მართვის გამოცდილებით სრულად ისიამოვნონ.
Volvo 365-ის კონცეფცია იდეას — 360° + 5 ეფუძნება. 360° მომხმარებელზე სრულფასოვან ზრუნვას გამოხატავს, ხოლო 5 იმ ძირითად ბენეფიტებს აერთიანებს, რომლებსაც მომხმარებელი ავტომობილის შეძენისთანავე მიიღებს. ამასთანავე, 365 სიმბოლურად აღნიშნავს წლის ყველა დღეს, რომელთა განმავლობაშიც ახალი Volvo-ს მძღოლები განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ.
ფოტო: ვოლვო ქარ საქართველო
ნიკოლოზ ყოჩიაშვილი, ვოლვო ქარ საქართველოს დირექტორი: “Volvo 365 ჩვენი მომხმარებლების საჭიროებების ანალიზის საფუძველზე შევქმენით. ვხედავდით, რომ ავტომობილის შეძენისას მნიშვნელოვანი გამოწვევა მხოლოდ მისი არჩევა არ არის — ყოველდღიურობასთან დაკავშირებული ხარჯებიც არანაკლებ გასათვალისწინებელია. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ ბაზარს პროდუქტი, რომელიც პირველი წლის განმავლობაში მომხმარებელს ათავისუფლებს ისეთ მნიშვნელოვან ხარჯებზე ფიქრისგან, როგორებიცაა რეგულარული ტექნიკური მომსახურება, სეზონური საბურავები, საწვავი და დაზღვევა.
Volvo 365 არ არის უბრალოდ სპეციალური შეთავაზება —მომხმარებელზე ზრუნვის ახალი მიდგომაა. ჩვენი კონცეფცია — 360° + 5 სრულყოფილია: 360° ნიშნავს ყოვლისმომცველ გამოცდილებას, ხოლო 5 ბენეფიტი ამ დაპირებას პრაქტიკულ ღირებულებად აქცევს. შედეგად, მომხმარებელი პირველივე დღიდან იღებს ავტომობილის პატრონობის სრულფასოვან გამოცდილებას და შეუძლია, ყურადღება მხოლოდ Volvo-ს მართვის სიამოვნებაზე გაამახვილოს“.
Volvo 365-ის ფარგლებში მომხმარებელი ავტომობილის შეძენისთანავე მიიღებს ბენეფიტებს, რომლებიც პირველი წლის განმავლობაში ავტომობილის ფლობას კიდევ უფრო კომფორტულსა და ფინანსურად პროგნოზირებადს გახდის. შეთავაზება მოიცავს ორ რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას — 10 000 და 20 000 კილომეტრზე, რაც ავტომობილის გამართულ მუშაობასა და შვედური ავტომწარმოებლის სტანდარტების შესაბამისად მოვლას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, მძღოლები, რომლებიც არჩევანს Volvo-ზე შეაჩერებენ, სეზონური საბურავების კომპლექტს მიიღებენ. ეს მკაცრ მეტეოროლოგიურ პირობებში ახალი ავტომობილის მართვისას უსაფრთხოებასა და საიმედოობას ზრდის.
Volvo 365-ის ბენეფიტები ასევე მოიცავს საწვავის 1,500-ლიტრიან პაკეტს, რაც საწვავზე გაწეულ ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს და მძღოლს საშუალებას აძლევს, ახალი Volvo-ს მართვით დამატებითი საზრუნავის გარეშე ისიამოვნოს.
შეთავაზების ნაწილია ალდაგის ერთწლიანი დაზღვევაც, რომელიც ავტომობილის მფლობელების გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებისგან დაცვასა და სიმშვიდეს უზრუნველყოფს.
Volvo 365-ის ბენეფიტებით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ახალ Volvo-ს შეიძენს. სპეციალური შეთავაზება შეზღუდული დროით იქნება ხელმისაწვდომი და მხოლოდ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე შეძენილ ავტომობილებზე გავრცელდება.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
კომენტარები