ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
ნავთობით დაწყებული, სოციალური მედიით, მუსიკით, YouTube-ითა და ბიტკოინით დამთავრებული — თითოეული ინდუსტრიის პირველ მილიარდერებს თუ დავაკვირდებით, მკაფიო კანონზომიერების შემჩნევა შეგვიძლია: მასშტაბური სიმდიდრე იშვიათად გროვდება მხოლოდ ხელფასით, ის საკუთარი რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენების შედეგია.
აი, ადამიანები, რომლებიც თავიანთი ინდუსტრიების პირველი მილიარდერები გახდნენ:
1. ჯონ როკფელერი
მსოფლიოში პირველი მილიარდერი (ნავთობის ინდუსტრია)
ფოტო: History
როკფელერი მსოფლიოში პირველი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც Standard Oil-ის საშუალებით ნავთობინდუსტრიაზე კონტროლი მოიპოვა — მისი კომპანია ნავთობს მოიპოვებდა, ამუშავებდა და დისტრიბუციასაც თავად ეწეოდა.
2. ბილ გეიტსი
პირველი მილიარდერი ტექნოლოგიებში
ფოტო: BBC
Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელიც მილიარდერი ტექნოლოგიების სფეროში გახდა. პერსონალური კომპიუტერების გავრცელებასთან ერთად, Microsoft-ის პროგრამა ინდუსტრიის სტანდარტად იქცა, რამაც კომპანიას უზარმაზარი და სტაბილური შემოსავალი მოუტანა.
3. ჯეფ ბეზოსი
პირველი ინტერნეტმილიარდერი
ფოტო: Reuters
ჯეფ ბეზოსმა ინტერნეტის სწრაფი ზრდა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში შეამჩნია და ეს შესაძლებლობა იმდენად კარგად გამოიყენა, რომ 34 წლის ასაკში პირველი ინტერნეტ-მილიარდერი გახდა.
ბეზოსის შექმნილი Amazon თავდაპირველად ონლაინ წიგნების მაღაზია იყო, თუმცა უწყვეტმა რეინვესტირებამ და საქმისადმი თავდადებამ ის ვირტუალური წიგნის მაღაზიიდან ყველაფრის მაღაზიად აქცია.
4. მარკ ზაკერბერგი
პირველი მილიარდერი სოციალური მედიიდან
ფოტო: Getty
პირველი სოციალური ქსელები ანონიმურობასა თუ შემთხვევით კავშირებზე იყო ორიენტირებული, თუმცა Facebook რეალურ იდენტობებსა და ურთიერთობებზე აიგო. ამან პლატფორმა უფრო სანდო და მიმზიდველი გახადა.
გარდა ამისა, პლატფორმის დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი ჭკვიანურად მოიქცა, როცა კონკურენტები — WhatsApp და Instagram შეიძინა, რითაც სოციალურ მედიაში დომინირება შეინარჩუნა.
5. სტივენ სპილბერგი
პირველი მილიარდერი შოუბიზნესიდან
ფოტო: Getty
რეჟისორი სტივენ სპილბერგი 1994 წელს გახდა პირველი მილიარდერი გასართობი ინდუსტრიიდან. მან ამ ისტორიულ ნიშნულს ისეთი საკულტო ფილმების შექმნით მიაღწია, როგორებიცაა Jaws, E.T. და Jurassic Park.
6. ჯოან როულინგი
პირველი მილიარდერი მწერალი
ფოტო: RobinAge
ჯოან როულინგი პირველი მწერალია, რომელმაც მილიარდერის სტატუსს მიაღწია — მან Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა სიაში ადგილი 2004 წელს, ჰარი პოტერის წიგნების სერიის წყალობით დაიკავა. 2012 წელს როულინგმა, მას შემდეგ, რაც ასობით მილიონი დოლარი ქველმოქმედებას მოახმარა, მილიარდერთა რეიტინგი დროებით დატოვა.
7. მაიკლ ჯორდანი
პირველი მილიარდერი სპორტსმენი
ფოტო: NBA
მაიკლ ჯორდანი ისტორიაში პირველი მილიარდერი სპორტსმენია. ჯორდანმა ამ ნიშნულს 2014 წელს მიაღწია, რაც დიდწილად განაპირობა მისმა უზარმაზარმა ბიზნეს თანამშრომლობებმა, მათ შორის Nike-თან პარტნიორობამ.
8. Jay-Z
პირველი მილიარდერი რეპერი
ფოტო: Getty
ჯეი-ზი გასართობი ინდუსტრიის მილიარდერების მოკლე სიაში შედის, ამასთან ერთად კი, პირველი ჰიპ-ჰოპ არტისტია, რომელიც მილიარდერი გახდა. ჯეი-ზი ფლობს დიდი ოდენობით უძრავ ქონებას, მისი სიმდიდრე მოიცავს ხელოვნების კოლექციებსა და ისეთ მუსიკალურ ბიზნესებს, როგორიცაა Tidal და Roc Nation.
9. ტეილორ სვიფტი
პირველი მუსიკოსი, რომელიც მხოლოდ მუსიკით გახდა მილიარდერი
ფოტო: Getty
ტეილორ სვიფტი პირველი მუსიკოსია, რომელმაც მილიარდერის სტატუსს მხოლოდ საკუთარი მუსიკისა და კონცერტების წყალობით მიაღწია და არა სხვა ბიზნესსაქმიანობით. ის მილიარდერთა რიგებს ოფიციალურად 2023 წელს შეუერთდა.
10. ტაილერ და კამერონ უინკლევოსები
პირველი ბიტკოინ მილიარდერები
ფოტო: Getty Images
ტაილერ და კამერონ უინკლევოსები მსოფლიოში პირველი საჯაროდ ცნობილი ბიტკოინ მილიარდერები არიან. მათ ამ ნიშნულს 2017 წლის დეკემბერში მიაღწიეს, როდესაც ბიტკოინის ფასმა $11 000-ს გადააჭარბა, რამაც მათ მიერ ადრეულ ეტაპზე შეძენილი კრიპტოვალუტის პორტფელის ღირებულება მკვეთრად გაზარდა.
11. MrBeast
პირველი მილიარდერი იუთუბერი
ფოტო: Rolling Stone
ჯიმი დონალდსონი, იგივე MrBeast, ისტორიაში პირველი იუთუბერია, რომლის ქონებამაც $1 მილიარდს გადააჭარბა. ვიდეოების ნახვებით მიღებული შემოსავალი MrBeast-მა ფიზიკური პროდუქტებისა და გასართობი პლატფორმების დასაფინანსებლად გამოიყენა. ამ ფაქტმა ყველანაირი წარმოდგენა შეცვალა იმაზე, თუ რისი მიღწევა შეუძლია კონტენტის შემქმნელ ადამიანს.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები