შინაგან საქმეთა სამინისტრო On.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ ლაგოდეხში ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედების ჩადენის ბრალდებით. უწყება დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, რადგან გამოძიება მიმდინარეობს.

ამავე თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ შვილმა მოხუც დედასთან, სავარაუდოდ, სექსუალური კავშირის დამყარება სცადა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.