საქართველოს საგანგებო მდგომარეობა და გარდაცვლილთა ზრდა იტალიაში — 21 მარტის შეჯამება
ფოტო: Jaipal Singh / EPA
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
21 მარტის მდგომარეობით მსოფლიოში:
დადასტურებული შემთხვევა მსოფლიოში — 303 180;
გარდაცვლილი — 12 950;
გამოჯანმრთელებული — 91 676.
საქართველოში:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა — 49;
კარანტინის რეჟიმში — 1 966;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 259;
გამოჯანმრთელებული — 1.
დღის ფაქტი
ჩვენს დნმ-ში ჩასახლებული ვირუსები — საიდან მოვიდნენ ისინი?
ვირუსების წარმოშობის ისტორია სამეცნიერო საზოგადოებაში დავის საგანია. იმიტომ, რომ განსხვავებით, მაგალითად, ცხოველური წარმოშობის ძიებისგან, ვირუსები თავის არსებობის მანძილზე ადვილად შესამჩნევ (პალეონტოლოგიურ) კვალს არ ტოვებენ.
ვირუსული ინფექციის კვალი ჩვენს დნმ-ში შეგვიძლია ვიპოვოთ. ჩვენივე გენომის კვლევით შეგვიძლია ვირუსების ევოლუციას დავაკვირდეთ და ვუპასუხოთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეკითხვას, რომელიც ხშირად მწვავე დისკუსიის საგანი: ცოცხალი ორგანიზმია თუ არა ვირუსი?
დეტალურად ვირუსების წარმოშობის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას.
დღის მთავარი ჰედლაინი საქართველოში
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რაც შემდეგ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.
საგანგებო მდგომარეობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 აპრილამდე გასტანს. რიგ უფლებებთან ერთად, იზღუდება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. სიტყვა "შეკრებამ" ერთგვარი ბუნდოვანება გააჩინა.
ბრიფინგზე გამოსვლის დროს გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შეიზღუდება ათზე მეტი ადამიანის შეკრება, მათ შორის ეს ეკლესიასაც შეეხებოდა. პრეზიდენტის დეკრეტის დამტკიცების შემდეგ, სადაც შეკრებილთა რაოდენობაზე საუბარი არაა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ დოკუმენტი "რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას" არ ეხება. ამავე დროს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ტელევიზიით კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეზღუდვა ეკლესიაზეც გავრცელდებოდა.
სამართლებრივ ნიუანსების განხილვის პარალელურად, საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ პრემიერ საპატრიარქოში იყო მისული და აუხსნა, რომ შეკრებაზე შეზღუდვა ბუკვალურად არ გაეგოთ. საკვირაო წირვა ეკლესიებში მაინც ჩატარდება.
თუ პოლიტიკური და სამართლებრივი გარჩევები ნაკლებად გაღელვებთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი სტატია იმაზე, თუ რამდენად შეიცვლება თქვენი ცხოვრება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში:
იტალიაში გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი ისევ დაფიქსირდა
სამწუხაროდ იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ მზარდია. ბოლო ერთ დღეში ვირუსით 793 ადამიანი გარდაიცვალა. კიდევ უფრო მოიმატა COVID-19-ის დადასტურებულმა შემთხვევებმა და 53 578 შეადგინა.
სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:
- ისრაელში, ფინეთსა და ბოსნიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა;
- რუსეთში ამბობენ, რომ კორონავირუსის 306 შემთხვევა აქვთ;
- ქანთრი მომღერალი კენი როჯერსი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა;
- ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად მოხსნა ბრალი ექიმს, რომელმაც კორონავირუსის შესახებ განგაში პირველმა ატეხა;
- კოლუმბიამ ჩაკეტა საზღვარი და საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა;
- საუდის არაბეთი მექასა და მედინას ორ მთავარ მეჩეთში ლოცვებს წყვეტს;
- კარანტინის პირობებში საფრანგეთში კაცმა 42-კილომეტრიანი მარათონი თავის 7-მეტრიან აივანზე გაირბინა;
- იუვენტუსის ფორვარდ პაულო დიბალასა და იტალიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს პაოლო მალდინის კორონავირუსი აქვთ;
დღის ფოტო
სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვამ ქვეყნის მთავრობა დაამტკიცა. ღონისძიება პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და კორონავირუსის პანდემიის გამო ყველას ნიღაბი და ხელთათმანები ეკეთა.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
კორონავირუსის გამო ქვეყნებმა ერთმანეთთან მიმოსვლა შეწყვიტეს და საზღვრები ჩაკეტეს. ეპიდემიის პირობებშიც ადამიანებს არ ავიწყდებათ თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა. ყველაზე კარგად კი ამას ჩეხეთ-პოლონეთის საზღვრაზე ეს წარწერა აღწერს:
"მენატრები, ჩეხო", "მეც მენატრები, პოლონელო"
რჩევა: შემოგვიერთდით ჯგუფში — ჩვენ სახლიდან ვმუშობთ და გაგვიზიარეთ თქვენი თვითიზოლაციის გამოცდილება. მანამდე კი წაიკითხეთ, როგორ გადავიტანეთ დისტანციური მუშაობის პირველი დღე On.ge-ს რედაქციამ.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
ნახეთ წინა შეჯამებები:
- სოციალური დისტანცირება, როგორც გადარჩენის გზა — კორონავირუსის 20 მარტის შეჯამება;
- "გამარჯობა, თქვენ კორონას პაციენტთან ახლოს იყავით" – 19 მარტის შეჯამება
- ბრიტანეთი ჯოგური იმუნიტეტის ამბიციური გეგმიდან უკან იხევს – 18 მარტის შეჯამება
- შეჩერებული "მარშრუტკები" და ბრაზილიის ციხიდან გაქცეული პატიმრები – რა ხდებოდა 17 მარტს
- კორონავირუსი 16 მარტს: პირველი გამოჯანმრთელებული საქართველოში და ევროპის ჩაკეტვის მოლოდინი
- კორონავირუსი 15 მარტს: გამკაცრებული შეზღუდვები და ფანჯრები, როგორც ერთადერთი გასართობი
- მესამეული გადაცემის ფაქტი საქართველოში და კრიზისი ესპანეთში – 14 მარტის შეჯამება
- კორონავირუსი: სტატისტიკა და ახალი ამბები 13 მარტის მდგომარეობით
- კორონავირუსი: რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოში 12 მარტის მდგომარეობით
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა
გადახედვა
-
კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
-
"ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე "ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე
გადახედვა
-
ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ
გადახედვა
-
ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში
გადახედვა
-
საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ
გადახედვა
-
რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა





კომენტარები