სახელმწიფო ინსპექტორის რეკომენდაციები პანდემიის დროს პერსონალური მონაცემების დაცვაზე
ფოტო: სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პანდემიის დროს პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით განმარტებას და რეკომენდაციას ავრცელებს.
როგორც სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ჯანმრთელობის დაცვაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა იცოდნენ, რა დოზითაა შესაძლებელი პერსონალური და მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემა.
სახელმწიფო ინსპექტორის განმარტებით, ვირუსით ინფიცირებულ, შესაძლო ინფიცირებულ ანდა მათთან კონტაქტში მყოფ პირთა ვინაობის საჯაროდ გავრცელება, როგორც წესი, აუცილებელი არ არის. მათივე ცნობით, აღნიშნულ პირთა ვინაობის შესახებ მონაცემების გასაჯაროება და მესამე პირთათვის გამჟღავნება დასაშვებია იმ მოცულობითა და იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია დაავადების პრევენციის, კონტროლისა და მართვისათვის.
ინსპექტორი რეკომენდაციებს დამსაქმებელი ორგანიზაციის მიერ დასაქმებულთა მონაცემების დამუშავების შესახებაც ავრცელებს. სამსახურის განმარტებით, დამსაქმებლებს დასაქმებულთა დაინფიცირების შესახებ ინფორმაციის შეგროვება შეუძლიათ მათი ნების მიუხედავად, თუ ეს ემსახურება უსაფრთხო შრომითი გარემოს უზრუნველყოფას ან ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვას.
"დასაშვებია დამსაქმებელმა შეაგროვოს შემდეგი ინფორმაცია: დასაქმებული სტუმრობდა თუ არა ვირუსის გავრცელების მაღალ რისკის შემცველ ქვეყანას, აქვს თუ არა დასაქმებულს ვირუსის სიმპტომები, ჰქონდა თუ არა კონტაქტი ვირუსით დაინფიცირებულ პირ(ებ)თან.დასაქმებულის დაინფიცირების შესახებ ეჭვის შემთხვევაში დამსაქმებელმა უნდა მიმართოს შესაბამის ჯანდაცვის უწყებას და დაექვემდებაროს მის მითითებებს", — ნათქვამია ინსპექტორის განცხადებაში.
ინსპექტორის რეკომენდაციები ეხება დისტანციურ სწავლებასა და შეხვედრებსაც. სამხახურის განმარტებით, ონლაინშეხვედრების, ონლაინსწავლების ამსახველი მასალა პირის პერსონალურ მონაცემებია, რაც მათი გასაჯაროებისას უნდა გაითვალისწინონ.
"არასრულწლოვნის მონაცემების ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით გასაჯაროებამ შესაძლოა არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე (გახდეს ბულინგის ან სხვა სახის არასასურველი მოპყრობის ობიექტი). შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ამ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, ასევე, არასრულწლოვანი პირების მშობლები და ოჯახის წევრები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ბავშვების მონაცემების გასაჯაროებას და იმოქმედონ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით", — ნათქვამია სახელმწიფო ინსეპქტორის განცხადებაში.
ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები
20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდასტურდა. ერთი მათგანი, პაციენტი N1, უკვე გამოჯანმრთელდა, ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 271.
19 მარტს კორონავირუსის გამო გარდაიცვალა ესპანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე. მთავრობის ინფორმაციით, ქალი 74 წლის იყო და მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებაც იმსჯელა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, ამის აუცილებლობა ჯერ ისევ არ არის.
კორონავირუსის პრევენციისთვის ხელისუფლებამ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა:
- დროებით მუშაობას წყვეტს ყველა სავაჭრო ობიექტი. მუშაობას გააგრძელებნ მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო ქსელები, საფოსტო ქსელები, ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები;
- 20 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა შეწყდა ყველა კომპანიისთვის საქართველოს ავიახაზების გარდა, რომელსაც მთავრობა კურირებს;
- ყველას, ვინც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, კარანტინში გაუშვებენ;
- გაიცა რეკომენდაცია, რომ სავაჭრო ობიექტებს იჯარის გადასახადი შეუჩერდეთ თბილისსა და რეგიონებში. თბილისის მერიამ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო;
- ამოქმედდა შეთანხმება სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, რომლის მიხედვით, პანდემიის პერიოდში 9 ძირითად პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება.
ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ უკვე მიმართა ფარმაცევტულ კომპანია Gilead-ს იმ პრეპარატისთვის, რომელიც კორონავირუსის მკურნალობისას ჩინეთმა გამოიყენა.
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც. მედიის წარმომადგენლებს პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლა შეეზღუდათ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაჰყავს. სავარაუდოდ, თვითიზოლაციის წესების დარღვევა საქართველოშიც დასჯადი გახდება. პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს უკვე განიხილავს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები