EMC მოუწოდებს სახელმწიფოს გაითვალისწინოს აუდიტის დასკვნა და დაიცვას მეშახტეების უფლებები
ფოტო: რადიო თავისუფლება
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ( EMC) მხარდაჭერას უცხადებს ტყიბულში ძიძიგურის შახტის გაფიცულ მეშახტეებს და სახელმწიფოს მოუწოდებს დაიცვას მათი შრომითი უფლებები. ამ თემაზე EMC-მ მეშახტეებთან ერთად საერთო პრესკონფერენცია გამართა.
"მოვუწოდებთ სახელმწიფოს გაითვალისწინოს მისივე დაკვეთით შესრულებული აუდიტის დასკვნის რეკომენდაციები და უსაფრთხო სამუშაოს გარემოს უზრუნველყოფამდე შეაჩეროს ნახშირმოპოვებითი სამუშაოები შახტებში და დაიცვას მეშახტეების შრომითი უფლებები", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის ოქტომბერში შახტაში სამუშაოები ისე აღდგა, რომ DMT-ის დასკვნის მიგნებები უგულებელყოფილი დარჩა და მეშახტეების სამუშაო პირობები გაუარესდა.
ტყიბულში მეშახტეები მე-4 დღეა კომპანიისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ღია შეხვედრას ითხოვენ. მათ სურთ სრულად აუნაზღაურდათ გაცდენილი დღეები და
მეშახტეებს გააცნონ შახტის მდგომარეობის ამსახველი აუდიტორული დასკვნა და ის ღონისძიებები, რომლებიც უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად იგეგმება.
ტყიბულელმა მეშახტეებმა სახელმწიფოს წარმომადგენლებს 14 მარტსაც მიმართეს. მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შედგეს მეშახტეების ღია შეხვედრა კომპანიასთან, სახელმწიფოს მონაწილეობით.
ტყიბულელი მეშახტეები კიდევ ერთხელ 13 მარტს გაიფიცნენ. გაფიცვის მთავარი მოთხოვნა თებერვალში პროტესტის შემდეგ მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულება იყო. მეშახტეები ამბობენ, რომ შახტის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ იქ არაფერი გამოსწორებულა. EMC-ს ინფორმაციით, 10 მარტს ძიძიგურისა და მინდელის შახტების დამაკავშირებელ სავენტილაციო გვირაბში მხუთავი აირით 3 მუშა მოიწამლა.
თებერვალში მეშახტეები საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოს და სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ. სამუშაო პროცესი მას შემდეგ აღდგა, რაც რეორგანიზაციის ბრძანებაში აისახა ის საკითხები, რომლებიც შრომით და სამართლებრივ უფლებებს არეგულირებდა. 13 მარტს ისინი სწორედ ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო გაიფიცნენ.
გასულ წელს კი, მინდელისა და ძიძიგურის შახტებში, დახლოებით, 30 მეშახტე ჩავიდა და პროტესტის ნიშნად ადგილის დატოვებას არ აპირებდა. მათ გაფიცვა 26 სექტემბერს შეწყვიტეს. ეკონომიკის მინისტრი ამ დღეს ტყიბულში ჩავიდა და მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ გამოჩნდა ახალი ინვესტორი კომპანია, რომელმაც იკისრა ვალდებულება, გაისტუმროს სოციალური გადასახადები, მათ შორის, დაზარალებული ოჯახების წინაშე.
ტყიბულში მეშახტეებს იგივე პრობლემებს 2018 წელსაც ჰქონდათ. მაშინ დასაქმებულები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რათა მათთვის წარედგინათ ოფიციალური დოკუმენტი, რომ ისინი შახტებში გამოძიების დასრულებამდე, ხელფასებს მიიღებდნენ. ტყიბულში 2018 წლის 16 ივლისს მინდელის შახტაში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დალუქა. მაშინდელმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ კი განაცხადა, რომ მინდელის შახტის დახურვის განმავლობაში მეშახტეებს ხელფასები აუნაზღაურდებოდათ.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები