შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დუშეთში 35 წლის კაცი დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებული ცოლს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.