თიბისის ინტერნეტბანკის ანალიტიკა — თქვენი მთავარი დამხმარე ბიზნესში
ფოტო: TBC
თანამედროვე სამყაროში მონაცემების ფლობა სიმდიდრეა, ოღონდ მხოლოდ მათთვის, ვისაც მათი წაკითხვა და სწორად გამოყენება შეუძლია. თიბისიმ გადაწყვიტა, რომ პარტნიორ კომპანიებს საქმე გაუადვილოს და ბიზნეს ინტერნეტბანკში მნიშვნელოვანი ფუნქციონალი, ანალიტიკა დაამატა.
ფოტო: TBC
რისი ნახვაა შესაძლებელი ახალი ფუნქციონალის დახმარებით?
ბიზნეს ანალიტიკის საშუალებით მომხმარებლები შეძლებენ მუდმივად აკონტროლონ შემოსავლები, ხარჯები და უკეთ დაგეგმონ მომავალი სტრატეგია. ეფექტური ვიზუალიზაციის დახმარებით ბევრად უფრო მარტივია ფინანსური დასკვნების გამოტანა, ვიდრე ექსელის ფაილებში საათობით კირკიტით.
აქ ისეთ მონაცემებს ნახავთ, როგორებიცაა:
- კვირის რომელ დღეს არის უფრო მეტი გაყიდვები;
- დღის რომელ მონაკვეთში არის ყველაზე დიდი ბრუნვა;
- როგორ მოქმედებს ფასდაკლებები გაყიდვებზე;
- ჰყავს თუ არა კომპანიას ლოიალური მომხმარებლები და ა.შ.
როგორც თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის გუნდის წევრი გია ჩხაიძე გვიყვება, თიბისის გუნდმა პროდუქტი იდეის გაჩენიდან საკმაოდ სწრაფად, 5 თვეში დანერგა, რაც ამ სირთულის ფუნქციისათვის საკმაოდ მოკლე დროა.
"ასეთი სისწრაფე განპირობებული იყო იმით, რომ პროდუქტზე სხვადასხვა გამოცდილების მქონე, ერთი იდეის ირგვლივ შემოკრებილი გუნდი მუშაობდა. რაც მთავარია, გვქონდა სრული თავისუფლება პროდუქტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში. შედეგად, შეიქმნა მსუბუქი, სწრაფი, დაცული და მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სისტემა", — აღნიშნა On.ge-სთან საუბრისას გია ჩხაიძემ.
ფოტო: TBC
ახალი ფუნქცია მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ, ვისაც თიბისის პოს-ტერმინალი ან E-commerce სერვისი (ელექტრონული კომერცია) აქვს. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ეს ბიზნესები შეძლებენ ოპერაციული ცვლილებები განახორციელონ და ამ ცვლილებების შედეგები მალევე ნახონ ინტერნეტბანკში.
თიბისის გუნდისთვის ბიზნეს ინტერნეტბანკი უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მხოლოდ გადარიცხვების პლატფორმა. გუნდის წევრი, მარიამ კვარაცხელია გვიყვება, რომ იდეის განხილვისას ცდილობდნენ გაეანალიზებინათ არა მხოლოდ საკუთარი მოსაზრებები, არამედ ის შემოთავაზებებიც, რომლებიც კლიენტებისგან ჩნდებოდა, ეფიქრათ, როგორ შეემსუბუქებინათ საკუთარი კლიენტებისთვის საქმე.
"ჩვენ ვაწვდით ბიზნეს მომსახურებას, მაგრამ ყველა ბიზნესის უკან დგას კლიენტი. კლიენტებს თავის მხრივ ბიზნესი აწვდის მომსახურებას. თუ ჩვენ გვაქვს რაღაც მონაცემები, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მათ ამ ინფორმაციის მიწოდებით დავეხმაროთ. ბიზნეს ინტერნეტბანკის ანალიტიკით მომხმარებლებს შეეძლებათ გადაწყვეტილებები პირდაპირ ხელშესახები მონაცემებიდან გამომდინარე მიიღონ", — თქვა On.ge-სთან საუბარში მარიამ კვარაცხელიამ.
თქვენი მთავარი ასისტენტი ბიზნესში
წარმოიდგინეთ, რამდენად მარტივდება თქვენი ცხოვრება, როცა გყავთ ასისტენტი, რომელიც ფაქტობრივად უსასყიდლოდ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე გეხმარებათ და ნებისმიერ დროს არის ხელმისაწვდომი. ინტერნეტბანკის ბიზნეს ანალიტიკა დაგეხმარებათ გაიგოთ, ვინ არიან თქვენი კლიენტები, როგორი ქცევა ახასიათებთ, როდის ხარჯავენ უფრო მეტს, როგორი ფასდაკლებები სჭირდებათ და სხვა.
ფოტო: TBC
ეს ყველაფერი არ არის: კიდევ უფრო დიდ სიახლეებს უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.
"ამ პროდუქტის შექმნის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ჩვენი მომხმარებლების საჭიროება და მათთვის საქმიანობის გამარტივება, თუმცა ის, რაც ინტერნეტბანკში უკვე ჩანს, ჩვენი ხედვის მხოლოდ მცირე ნაწილია. უახლოეს მომავალში ეს პროდუქტი გარდაიქმნება ჩვენი კლიენტების მთავარ ასისტენტად, რომელიც მათ ბიზნესის უკეთესად მართვაში დაეხმარება", — თქვა გია ჩხაიძემ.
ასე რომ, თუ თქვენი ორგანიზაცია გაქვთ და აქამდე თავად ცდილობდით მონაცემთა ზღვაში გზა გაგეკვლიათ, შეგიძლიათ შვებით ამოისუნთქოთ და თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები თიბისის ინტერნეტბანკის ახალ ფუნქციონალში მოძებნოთ.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
კომენტარები