დისნეიმ მულანის ფილმიდან ლი შანგის პერსონაჟი #MeToo მოძრაობის გამო ამოიღო
ფოტო: Disney
როგორც უკვე ვიცით, წელს დისნეი კიდევ ერთი საკულტო ანიმაციის კინოვერსიას უშვებს, რომლის პროდიუსერმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამ ახალ ვერსიაში მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობ პერსონაჟს, მეთაურ ლი შანგს ვერ ვიხილავთ, რადგან მისი ისტორია #MeToo მოძრაობის ერას "არ შეესაბამება".
მულანის ფილმი ანიმაციის მსგავსად ჩინეთის იმპერიაში მცხოვრები ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც კაცად ინიღბება, რათა სამხედრო არმიაში მონაწილეობა შეძლოს.
1998 წელს შექმნილი ორიგინალი ანიმაცია ჩინური ლეგენდის შესახებ მოგვითხრობს, სადაც გენერალ ლი შანგის პერსონაჟს მულანის კაცი ჯარისკაცის ერთგვარ ალტერ ეგოსთან ახლო ურთიერთობა უყალიბდება, ხოლო მას შემდეგ, რაც მულანის ნამდვილ იდენტობას გაიგებს, მცირეხნიანი გაბრაზების მიუხედავად, სიყვარულში გამოუტყდება.
სულ ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში პროდიუსერმა ჯეისონ რიდმა დაადასტურა, რომ ფილმში ისტორიის მსგავსად განვითარებას ვერ ვიხილავთ:
"ვფიქრობ, #MeToo მოძრაობის ეპოქაში ისეთი პერსონაჟი, რომელიც მმართველი ოფიცერია და ამავდროულად სასიყვარულო ინტერესს იჩენს მისი ქვეშევრდომის მიმართ, უხერხულობას იწვევს და მიგვაჩნია, რომ ის თანამედროვე ტენდენციებს არ შეეფერება".
მისი თქმით, ფილმში სრულიად განსხვავებულ ისტორიას ვიხილავთ:
"ჩვენ ლი შანგის გმირი ორ პერსონაჟად გავყეთ: ერთი მეთაური ტუნგი იქნება, რომელიც მამისა და აღმზრდელის დატვირთვას შეიძენს, ხოლო მეორე მულანის თანასწორი ჯარისკაცი, ჰონგუი".
აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი ცვლილება არ არის, რომელსაც მომავალ ფილმში უნდა ველოდოთ: რეჟისორმა დაადასტურა, რომ ანიმაციიდან ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერის სცენები ახალ ფილმში არ იქნება.
ასევე ამ ანიმაციის ერთგული გულშემატკივრებისთვის ყველაზე მოულოდნელი და სამწუხარო სიახლეა ისიც, რომ ფილმში ვერ ვიხილავთ ყველასთვის საყვარელ პერსონაჟს, დრაკონ მუშუს.
ფილმის პრემიერა სულ მალე, 27 მარტსაა დაგეგმილი და სწორედ მაშინ შეგვეძლება თავად შევაფასოთ, თუ როგორ იმოქმედა ამ ცვლილებებმა ცნობილი ჩინური ლეგენდის ახალ ეკრანიზაციაზე.
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
კომენტარები