მერაბიშვილი ივანიშვილს მოუწოდებს, რომ მშვიდობიანად გადააბაროს ხელისუფლება ოპოზიციას
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი მოუწოდებს ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბაროს ოპოზიციას.
"ჩვენთვის ყველასთვის პირველ რიგში უნდა იყოს ქვეყნის ინტერესები. დღეს ქვეყნის ინტერესებშია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს ახალი ძალები სათავეში", — განუცხადა მან მთავარ არხს.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ციხე დღეს, 20 თებერვალს დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ წლის ბოლომდე, ქართული ოცნების მმართველობა დასრულდება და მათი "დამხობის შემდეგ, აი, ამ ციხის [მატროსოვის] კარები ფართოდ გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება".
- ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს
- გავაგრძელებ ბრძოლას, რომ ეს რეჟიმი წელსვე ჩამოშორდეს საქართველოს — ვანო მერაბიშვილი
მერაბიშვილმა ციხე 6 წლისა და 9 თვის შემდეგ დატოვა. ის 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.
ამჟამად საქალაქო სასამართლოში მერაბიშვილს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და იმედში შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. მისი ადვოკატის, ოთო კახიძის განმარტებით, ამ საქმეზე გამტყუნების შემთხვევაშიც კი, უკვე მოხდილი წლები ამეტებს ახალ შესაძლო სასჯელს და მერაბიშვილს ამის გამო ვერ დაიჭერენ.
ვანო მერაბიშვილის საქმე
ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად.
"სასამართლომ დაასკვნა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მისი ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორებას არ ისახავდა მიზნად. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ბრალდებები, რაც წინასწარი პატიმრობის პერიოდში შუაღამით ციხიდან გაყვანასა და დაკითხვას უკავშირდებოდა, საკმარისად დამაჯერებელი და დადასტურებულია", —ნათქვამია ევროსასამართლოს განცხადებაში.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქმის განხილვა საქართველოს საჩივრის საფუძველზე დაიწყო. იუსტიციის სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შესაბამისად, აღნიშნული ვერ შევიდა ძალაში აღსასრულებლად.
14 ივნისს, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან ერთად. მერაბიშვილის იმჟამიდელი ადვოკატი, ოთო კახიძე განმარტავდა, რომ კონვენციის მე-18 მუხლს მეხუთესთან ერთად ადგენენ მაშინ, როდესაც დისკრიმინაციული მოტივით ხდება პატიმრობის შეფარდება. კონვენციის მე-18 მუხლი უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს ეხება და ადგენს, რომ "ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის".
-
რატომ გახდა მარჯვენა ხელი დომინანტური — მეცნიერებს ახალი ჰიპოთეზა აქვთ რატომ გახდა მარჯვენა ხელი დომინანტური — მეცნიერებს ახალი ჰიპოთეზა აქვთ
გადახედვა
-
ტვინი ინფორმაციას არაცნობიერ მდგომარეობაშიც ამუშავებს — კვლევა ტვინი ინფორმაციას არაცნობიერ მდგომარეობაშიც ამუშავებს — კვლევა
გადახედვა
-
Miami Ad School ახალ ლოკაციაზე — საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე მიღება დაიწყო Miami Ad School ახალ ლოკაციაზე — საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე მიღება დაიწყო
-
ევროპაში თოლიის ხმის მიბაძვის ყოველწლიური ჩემპიონატი ჩატარდა — ნახეთ ვიდეო ევროპაში თოლიის ხმის მიბაძვის ყოველწლიური ჩემპიონატი ჩატარდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
სუს: პანკისში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს სუს: პანკისში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
კახა კალაძე ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გერმანელ ხალხს "სამძიმრის წერილს" უგზავნის კახა კალაძე ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გერმანელ ხალხს "სამძიმრის წერილს" უგზავნის
გადახედვა
-
ნანუკა ჟორჟოლიანს 2025 წლის 16 დეკემბერს ტროტუარზე დგომისთვის 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ნანუკა ჟორჟოლიანს 2025 წლის 16 დეკემბერს ტროტუარზე დგომისთვის 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
MyBusiness.ge — პირველი ბიზნეს მარკეტფლეისი საქართველოში MyBusiness.ge — პირველი ბიზნეს მარკეტფლეისი საქართველოში
-
ბაზისბანკისა და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა — ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში ბაზისბანკისა და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა — ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
-
როგორ დაგვეხმარება ახალი ტექნიკა პროფესიულ ზრდაში? — პროდუქტები მუშაობისა თუ სწავლისთვის როგორ დაგვეხმარება ახალი ტექნიკა პროფესიულ ზრდაში? — პროდუქტები მუშაობისა თუ სწავლისთვის
-
ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირ ოფიციალურ კავშირს აჩერებს ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირ ოფიციალურ კავშირს აჩერებს
გადახედვა
-
ინოვაცია ყოველდღიურობაში — როგორ მუშაობს ტექნოლოგიური გუნდი Upgaming-ში ინოვაცია ყოველდღიურობაში — როგორ მუშაობს ტექნოლოგიური გუნდი Upgaming-ში
-
ჯინი უისლის როლის შემსრულებელმა Harry Potter-ის სერიალი მოულოდნელად დატოვა ჯინი უისლის როლის შემსრულებელმა Harry Potter-ის სერიალი მოულოდნელად დატოვა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულში ვარსკვლავური მტვრის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულში ვარსკვლავური მტვრის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მცირე ბიზნესიდან მდგრად განვითარებამდე — პროკრედიტ ბანკი რეგიონული ბიზნეს შეხვედრების ახალ სერიას იწყებს მცირე ბიზნესიდან მდგრად განვითარებამდე — პროკრედიტ ბანკი რეგიონული ბიზნეს შეხვედრების ახალ სერიას იწყებს
-
გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტას ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტას ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
-
"ქართული ოცნება" ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებს ღია წერილით მიმართავს "ქართული ოცნება" ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებს ღია წერილით მიმართავს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შესახებ ინფორმაცია თავად შეიძლება შეაგროვოს შესაბამისმა დანაყოფმა, შეიძლება, რომ მას გაუზიარონ ინფორმაცია ირაკლი კობახიძე: საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შესახებ ინფორმაცია თავად შეიძლება შეაგროვოს შესაბამისმა დანაყოფმა, შეიძლება, რომ მას გაუზიარონ ინფორმაცია
გადახედვა
-
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები — საქართველოს ბანკისა და LEAF-ის პარტნიორობა საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები — საქართველოს ბანკისა და LEAF-ის პარტნიორობა
-
დონალდ ტრამპი: კატარის ემირმა და გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მთხოვეს, თავი შევიკავოთ ირანზე დაგეგმილი თავდასხმისგან, ვინაიდან ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს დონალდ ტრამპი: კატარის ემირმა და გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მთხოვეს, თავი შევიკავოთ ირანზე დაგეგმილი თავდასხმისგან, ვინაიდან ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს
გადახედვა
-
შეგიყვარებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ოდესმე? შეგიყვარებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ოდესმე?
გადახედვა
კომენტარები