ყველაფერი, რაც Killing Eve-ის მესამე სეზონის შესახებ ვიცით
BBC America-ს თრილერის ჟანრის გახმაურებული სერიალი, Killing Eve მილიონობით მაყურებელმა მალევე შეიყვარა და გასულ წელს გამოსული მეორე სეზონის შემდეგ რამდენიმე თვეში ახალი სეზონის პრემიერაც შედგება.
სანდრა ოსა და ჯოდი კომერის პერსონაჟების ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებით სავსე ისტორია ისეთ მოულოდნელ ნოტაზე დასრულდა მეორე სეზონში, რომ ერთგული მაყურებლები მოუთმენლად ელიან მის გაგრძელებას.
შოუს შემქმნელებმა მესამე სეზონი ოფიციალურად ვალინტინობის დღეს, 14 თებერვალს დააანონსეს და პრემიერის თარიღიც გაგვიმხილეს — 26 აპრილი.
მართალია, სიყვარულის დღე ვის შეეფერება იმაზე უკეთ, ვიდრე ევა პოლასტრსა და ვილანელს.
აღსანიშნავია, რომ მესამე სეზონის სცენარზე ამჯერად სუზან ჰეთკოტმა იმუშავა, რომელსაც მანამდე სერიალების Fear the Walking Dead-სა და See-ს შექმნაშიც მიუღია მონაწილეობა.
"მიხარია, რომ მესამე სეზონის შექმნაზე კიდევ ერთი შესანიშნავი სცენარისტი მუშაობდა. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ პერსონაჟების ბედი სუზან ჰეთკოტის სასტიკ ხელებში უსაფრთხოდ იქნება" — განაცხადა ყველასთვის საყვარელი სერიალების, Fleabag-ისა და Killing Eve-ის მთავარმა შემოქმედმა, ფიბი უოლერ-ბრიჯმა.
რაც მთავარია, მესამე სეზონში კვლავ ვიხილავთ ჩვენთვის საყვარელ მსახიობებს: სანდრა ოს, ჯოდი კომერსა და ფიონა შოუს.
ამავდროულად კი ვიხილავთ ახალ სახეებსაც, მათ შორის ჯემა უილანს (Game Of Thrones-ში იარა გრეიჯეოის შემსრულებელი) და პრედრაგ ბიელაკს (Harry Potter and the Goblet of Fire-ში იგორ კარკაროვის როლის შემსრულებელი).
"მესამე სეზონი კვლავ სასტიკი წარსულის მქონე ორი ქალის ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთზე დამოკიდებულები არიან, თუმცა სასოწარკვეთილად ცდილობენ, რომ ერთმანეთის გარეშე იცხოვრონ. თუ მათი გზები კვლავ გადაიკვეთება, ეს შესაძლოა მეგობრების, ოჯახის, სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის ფასად დაუჯდეთ", — ვკითხულობთ მესამე სეზონის მოკლე აღწერაში.
სანამ მესამე სეზონს ვნახავდეთ, მანამდე შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ისტორია ამით არ მთავრდება: უკვე დაანონსებულია შოუს მეოთხე სეზონიც!
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ, კიდევ უფრო მოუთმენლად დაელოდებით მესამე სეზონის გამოსვლას, რომლიდანაც პირველი კადრები სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
კომენტარები