არამზადა, ეგოისტი და სასტიკი ვიყავი — ხოაკინ ფენიქსის ემოციური სიტყვა ოსკარებზე
9 თებერვალს ლოს ანჯელესში გამართულ ოსკარების დაჯილდოების 92-ე ცერემონიაზე 45 წლის ამერიკელ მსახიობს, ხოაკინ ფენიქსს ტოდ ფილიპსის ფილმ Joker-ში შესრულებული როლისთვის ოსკარი გადაეცა.
ჯილდოს მისაღებად სცენაზე ასულმა მსახიობმა ემოციური სიტყვა წარმოთქვა:
"თავს არცერთ სხვა ნომინანტზე ან ამ ოთახში მყოფ ადამიანზე აღმატებულად არ ვგრძნობ, რადგან ჩვენ ყველანი კინოს საერთო სიყვარულს ვიზიარებთ. ხოლო კინოს სიყვარულმა და გამოხატვის ამ ფორმამ მომცა ყველაზე შესანიშნავი გამოცდილება და არც კი ვიცი, ვინ ვიქნებოდი ამის გარეშე".
ფენიქსი ტრადიციულად პოლიტიკურ და სოციალურ თემებს შეეხო და რასიზმის, ცხოველების უფლებებისა და უთანასწორობის პრობლემებზე ისაუბრა:
"ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ამ ყველაფერმა მე და ბევრ სხვა აქ მყოფთაგანს მოგვცა, არის შესაძლებლობა, რომ ხმა ავიმაღლოთ იმათთვის, ვისაც ეს შესაძლებლობა არ აქვთ. როცა ჩვენ ვსაუბრობთ გენდერულ უთანასწორობაზე, რასიზმზე, ქვიარ უფლებებზე, აბორიგენი მოსახლეობის უფლებებსა თუ ცხოველების უფლებებზე, ჩვენ ვებრძვით იმ წარმოდგენას, რომ ერთ ერს, ერთ რასას, ერთ გენდერს ან ერთ სახეობას აქვს უფლება დაუსჯელად დომონირებდეს, აკონტროლებდეს, იყენებდეს ან ექსპლუაატაციას უწევდეს სხვას. ვფიქრობ, ჩვენ ბუნებას ძალიან დავშორდით და ბევრი ჩვენგანის დანაშაული სამყაროს ეგოცენტრული წარმოდგენაა — გვგონია, რომ სამყაროს ცენტრი ჩვენ ვართ".
ხოაკინ ფენიქსმა, რომელიც ვეგანი და გარემოს ცნობილი დამცველია, ამჯერადაც კრიტიკულად ისაუბრა ცხოველების უფლებებზე:
"ჩვენ ვიჭრებით ბუნებაში და ვძარცვავთ მას თავისი რესურსების გამო. თავს უფლებას ვაძლევთ, რომ ხელოვნურად გავანაყოფიეროთ ძროხა და მშობიარობის შემდეგ ხბო წავართვათ. მიუხედავად იმისა, რომ მის ტანჯვაში ეჭვი არ გვეპარება, ხბოსთვის განკუთვნილ რძესაც ვიპარავთ და ყავას ან ბურღულეულს ვამატებთ. მგონია, რომ პიროვნული ცვლილების გვეშინია, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს მსხვერპლშეწირვა აუცილებელი იყო. თუმცა ადამიანები იმდენად გამჭრიახები, შემოქმედითები და გონებამახვილები ვართ, რომ თუ სიყვარულსა და თანაგრძნობას მთავარ სამოქმედო პრინციპებად დავისახავთ, ჩვენ შეგვეძლება ისეთი სისტემის შექმნა, განვითარება და მართვა, რომელიც სასიკეთო იქნება ყველა მოწყვლადი არსებისა და მთლიანად გარემოსთვის".
მსახიობმა თავის პირად გამოცდილებაზეც ისაუბრა:
"მთელი ცხოვრება არამზადა ვიყავი. ეგოისტი და ულმობელიც ვყოფილვარ. ახლა კი ბევრი თქვენგანის მადლობელი ვარ, რომ მეორე შანსი მომეცით. საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ერთმანეთის მხარდაჭერაა, როცა ხელს არ ვკრავთ წარსული შეცდომების გამო და ერთმანეთს ვეხმარებით. ამ გზით კი ერთმანეთის ვიხსნით და ვქმნით კაცობრიობის საუკეთესო სახეს".
ხოაკინ ფენიქსმა თავისი გამოსვლა გარდაცვლილი ძმის სიტყვებით დაასრულა:
"როცა 17 წლის იყო, ჩემმა ძმამ სიმღერისთვის ეს ტექსტი დაწერა: "გადასარჩენად სიყვარულით გაიქეცი და მშვიდობაც თან გამოგყვება". დიდი მადლობა".
იხილეთ დაჯილდოებაზე მისი გამოსვლა სრულად:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები