მეცნიერებმა სხივური თერაპიისას თვალის ნათების ფენომენი პირველად აღწერეს
სხივური თერაპია მედიცინაში ხშირი პრაქტიკაა და მას ძირითადად სიმსივნის მქონე პაციენტები გადიან. თუმცა თერაპიას უცნაური გვერდითი ეფექტი ახლავს. მკურნალობის მსვლელობისას პაციენტები უცნაურ სინათლეს ხედავენ, მაშინაც კი, როცა თვალები დახუჭული აქვთ.
ჰიპოთეზების მიუხედავად, მეცნიერებმა დიდი ხნის მანძილზე არ იცოდნენ რა განაპირობებდა ამ უცნაურ მოვლენას. ახლა კი პაციენტის თვალში "სინათლის გაელვება" კამერაზე დაფიქსირდა, რამაც მეცნიერებს მოვლენის ახსნის საშუალება მისცა.
ახალი კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ დასხივებისას პაციენტის თვალში სინათლე ჩერენკოვის რადიაციის შედეგად წარმოიქმნება. ჩერნეკოვის რადიაცია ყველაზე ხშირად ბირთვულ რეაქტორებში შეინიშნება, როცა წყალში ჩაძირვის შემდეგ რეაქტორები ლურჯად ანათებენ.
ჩერენკოვის რადიაციის თავს მაშინ იჩენს, როდესაც დამუხტული ნაწილაკების, მაგალითად, ელექტრონების სიჩქარე გარკვეულ გარემოში ან ნივთიერებაში სინათლის სიჩქარეს აჭარბებს
"ახალი მონაცემები საინტერესო იმიტომ არის, რო პაციენტის თვალში სინათლის ემისიაზე დაკვირვება პირველად მოხერხდა", — ამბობს კვლევის ავტორი ირვინ ტენდლერი.
როგორც ჩანს, რადიაციას თვალის მინისებრი სხეული ირეკლავს, შედეგად კი სინათლე წარმოიქმნება.
პაციენტის თვალში სინათლის ემისიაზე დასაკვირვებლად მკვლევრებმა დასურათების სპეციალური სისტემა — CDose გამოიყენეს. ამან მეცნიერებს საშუალება მისცა დაეჭირათ მოუხელთებელი სინათლე როგორც ადამიანის, ისე ცხოველის თვალში.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ რადიოთერაპიის პაციენტებში ჩერენეკოვის რადიაციის აღმოჩენა მკურნალობის ეფექტიანობის კვლევას ხელს შეუწყობს.
კომენტარები