უსახლკაროთა პრობლემები სახელმწიფოს გრძელვადიანი სტრატეგიის გარეშე
საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის დეკლარირებული პოლიტიკა. არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის კვლევა აჩვენებს, რომ სახელმწიფოს მიუსაფარი ადამიანების დასახმარებლად სტრატეგია არ აქვს შემუშავებული და ის მხოლოდ ერთეულ შემთხვევებზე ახდენს რეაგირებას.
"მოკლევადიანი, მყისიერ საჭიროებებზე მიმართული სერვისები ვერ ჭრის უსახლკარობის პრობლემებს გრძელვადიან პერსპექტივაში" - ვკითხულობთ უსახლკარობის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზში, რომელიც EMC-მ 27 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
უსახლკაროთა მოუგვარებელი პრობლემები
უსახლკაროთა პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია უსახლკაროთა რაოდენობის, პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სტატისტიკური და კვლევითი მონაცემები.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ აღიარებს უსახლკარობის პრობლემას და მიუსაფარი ადამიანების უფლებების რეალიზაცია პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას. ამის გამო ამ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესება მომავლისთვის უვადოდაა გადაწეული.
ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფო ვერ ეხმარება, თავად აქვთ საარსებო სტრატეგია შემუშავებული
ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფო ვერ ეხმარება, თავად აქვთ შემუშავებული არსებობისა და გადარჩენის სტრატეგია - ზოგი მათგანი ხალხმრავალ ადგილებს ირჩევს მოწყალების სათხოვნელად, ზოგს კი ადგილობრივები ეხმარებიან.
"მე მყავს რამდენიმე ნაცნობი, რომელიც მპატრონობს" - ამბობს ერთ-ერთი უსახლკარო EMC-ის კვლევის ჯგუფთან.
სხვა რესპონდენტი ზამთრობით საკუთარ მანქანაში თბება. "ხანდახან მაქვს 2 ლიტრა ბენზინი და [მანქანაში] ვთბები" - ამბობს ის.
ერთ-ერთი მიუსაფარი წყვილი ქუჩაში ცხოვრობს, სადაც ხანდახან ცეცხლის დანთების საშუალება ეძლევათ.
"ხან კიბეზე გვეძინა, ხან "პადიეზში", ხან წვიმაში, გარეთ, თოვლში" - ჰყვებიან ისინი.
მიუსაფარი ადამიანები დაუცველნი არიან გარემო პირობების ზემოქმედებისგან და მუდმივი სტრესში იმყოფებიან.
მათ არ აქვთ ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალება, როგორიცაა მაგალითად, სასმელი, თუ სარეცხი წყალი. უკიდურესი სიღარიბის გამო, გამუდმებით აქვთ საკვების პრობლემა, ასევე რისკის ქვეშაა მათი ჯანმრთელობა და ფიზიკური უსაფრთხოება.
უსახლკაროები თვითდახმარების მიზნით მუდმივად გადაადგილდებიან. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, მათ აქვთ სტაბილური ღამისგასათევი შერჩეული, რაც იმდენად გაუმართავია, რომ მათი უსაფრთხოება გარანტირებული იქაც კი არ არის.
მიუსაფარი ადამიანებს აქვთ ქრონიკული უმუშევრობის პრობლემა, ასევე, ისინი სოციალურადაც გარიყულები არიან. მათ, ძირითადად, დაკარგული აქვთ ნათესაური კავშირები. ხშირად მათი საახლობლო წრე ვიწროა, ან საერთოდ არ არსებობს. მაგალითად, ერთ-ერთი უსახლკარო რესპონდენტის ერთადერთი ქალიშვილი საზღვარგარეთ ცხოვრობს.
ერთი მიუსაფარი კი EMC-სთან ახლობლების ემიგრაციაში წასვლისა და გარდაცვალების შესახებ ჰყვება:
"ნათესავები, ვინც მყავდა, ყველა დაღუპულია. სოხუმიდან ვინც მყავდა, ზოგი ნათესავი რუსეთშია, ზოგი – საბერძნეთში, ზოგი გერმანიაშია. ნათესავები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები - არც ერთი არაა ცოცხალი".
უკიდურესი სიღარიბის ქვეშ მცხოვრები უსახლკაროები მოკლებულნი არიან სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობსი საშუალებას
საცხოვრებლის არქონის გამო, მიუსაფარი პირები ვერ რეგისტრირდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და არ აქვთ წვდომა სახელმწიფოს მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე – საარსებო შემწეობაზე.
გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობა, გარემოს ხელმისაწვდომობაზე ფიზიკური ბარიერები თუ ინფორმაციული გათიშულობა - ესაა ის ბარიერები, რაც მათ საკუთარი უფლებების რეალიზების საშუალებას არ აძლევს.
EMC-ის კვლევაში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მიუსაფარ პირებს არასდროს უსარგებლიათ შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული სოციალური პაკეტით. ამის მიზეზი გარემოს ხელმისაწვდომობაზე ფიზიკური ბარიერი და ინფორმაციის არარსებობა იყო.
ერთ-ერთ ქუჩაში მცხოვრებ უსახლკაროს, რომელსაც ქვედა კიდური ამპუტირებული აქვს, ფიზიკური ბარიერებიდან გამომდინარე, არ მიეცა შესაძლებლობა, ეტლით დახმარების მისაღებად სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი გამხდარიყო.
ერთ მიუსაფარს ასევე არ უსარგებლია უნივერსალური ჯანდაცვის სერვისით არასდროს უსარგებლია, როდესაც ქრონიკული ტკივილი აწუხებდა.
თავშესაფარი კარვის ნაცვლად
2015 წლის დეკემბრიდან თბილისში ლილოს მიუსაფარ პირთა თავშესაფარი გაიხსნა, რომელმაც ჩაანაცვლა მოსკოვის გამზირზე უსახლკაროებისთვის გახსნილი კარვები.
თავშესაფარი სასწრაფო საჭიროების დაკმაყოფილებისთვის შექმნილი სერვისია უსახლკაროთათვის. ბენეფიციარს იქ ცხოვრების უფლება 10-დან 18 თვემდე პერიოდით აქვს.
როგორც EMC მიიჩნევს, ინსტიტუციურ გარემოში ხანგრძლივი ვადით მიუსაფარის ცხოვრება სოციალური გარიყულობისა და სტიგმატიზაციის საფრთხეებსაც წარმოშობს. ბენეფიციარების რეაბილიტირების მიუხედავად, თავშესაფარი არ იძლევა იქ მცხოვრებთა უშუალო გარემოსთან სოციალური ინტეგრაციის საშუალებას.
თავშესაფარი ბენეფიციარებს უზრუნველყოფს 24-საათიანი საცხოვრებლით, სამედიცინო სერვისით, ასევე კვებითა და საბაზისო სამომხმარებლო ნივთებით. ის სქესის მიხედვით სეგრეგირებული საცხოვრებელია. ოთახს რამდენიმე ბენეფიციარი იზიარებს.
ქალებისა და კაცებისთვის გამოყოფილია საერთო სარგებლობის სველი წერტილები.
ბენეფიციარი თავშესაფარში ხვდება ან საკუთარი ნებით ხვდება, ან საპატრულო პოლიციას მიჰყავს.
EMC-ის თქმით, ლილოს თავშესაფარში, მოსკოვის გამზირზე არსებულ კარვებთან შედარებით, ბენეფიციარები თავს უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში გრძნობენ.
თბილისის მერიის პასუხი
თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი განმარტავს იმ გზებს, რასაც თბილისის მერია უსახლკაროების დასახმარებლად გადის და როგორ ხვდებიან ბენეფიციარები ლილოს მიუსაფარ პირთა თავშესაფარში:
"ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირებული არაა შესაბამისი დოკუმენტებით, არ აქვს ღამე დასარჩენი ადგილი და შეუძლია თავის მოვლა, ამ შემთხვევაში, ის გადაგვყავს თავშესაფარში,
"თუ უსახლკარო ადამიანს თვითონ არ შეუძლია თავის მოვლა, სამწუხაროდ თავშესაფარი ვერ აიღებს ყველა ფუნქციას ერთიანად"
მაგრამ თუ ასეთ ადამიანს თვითონ არ შეუძლია თავის მოვლა, სამწუხაროდ, თავშესაფარი ვერ აიღებს ყველა ფუნქციას ერთიანად. აქ არიან მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც შეუძლიათ საკუთარი თავის მოვლა.
გარდა ამისა, თავშესაფარი არის გათვალისწინებული მხოლოდ თბილისის მცხოვრებთათვის. იმ არაიდენტიფიცირებულ ადამიანებს, რომლებსაც თბილისში უნდათ ცხოვრება, თავშესაფარი დროებით იტოვებს, შემდეგ ხდება მათი იდენტიფიცირება და გადავცემთ იმ მუნიციპალიტეტს, საიდანაც არიან".
ნინა ხატისკაცის თქმით, დღესდღეობით, ლილოს თავშესაფარი სრულად დატვირთული არაა, რადგან ხშირად უსახლკაროები უარს ამბობენ იქ გადასვლაზე სხვადასხვა მიზეზის გამო:
დღესდღეობით ლილოს მიუსაფარ პირთა თავშესაფარი სრულად დატვირთული არაა
"თავშესაფარში იზოლირებული სივრცე არაა, ერთ ოთახში 8 თუ 10 უსახლკარო ცხოვრობს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ზამთრის პერიოდისთვის მობილიზება და გვინდა გადავიყვანოთ ქუჩაში მყოფი ადამიანები თავშესაფარში.
ხანდახან, ქუჩაში მცხოვრები ადამიანები უარს გვეუბნებიან თავშესაფარში გადაყვანაზე იმ მიზეზით, რომ ისინი არიან სასმელზე დამოკიდებულები და თავშესაფარში სასმელის შეტანის უფლება არ ექნებათ.
ასეთ შემთხვევაში ვაწყდებით ახალ პრობლემას, რომელიც ჩვენი მთავარი პრობლემის მოგვარებაში ხელს გვიშლის და ამ ადამიანებს საცხოვრისში გადასვლა არ სურთ, თუნდაც ზამთრის პირობებში".
"ვაწყდებით ახალ პრობლემას. ამ ადამიანებს საცხოვრისში გადასვლა არ სურთ, თუნდაც ზამთრის პირობებში"
ხატისკაცი ორხევში არსებულ საცხოვრისზე და იქ მოხვედრის გზებზეც საუბრობს:
"ლილოს თავშესაფრის გარდა, კიდევ არის ორხევის საცხოვრისი, რომელიც განკუთვნილია ოჯახებზე და უსახლკაროს სტატუსის მინიჭების შემდეგ, იქ მიდიან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახები".
ხატისკაცი აღნიშნავს, რომ მერიაში შექმნილია კომისია, რომელიც ქულების სისტემით აფასებს უსახლკარო ოჯახებს. მისი თქმით, კომისიას პრობლემას უქმნის ის ფაქტი, რომ უსახლკაროები ზოგჯერ უარს ამბობენ საკუთარი მონაცემების გაცემაზე.
მერიის წარმომადგენლის თქმით, ოჯახების ცნება პირობითია: "რამდენიმე წევრი ერთად მოგვმართავს და გაერთიანებული სახით, ერთად გადაგვყავს ხოლმე. ოჯახების ნაწილს ჰქონდა თავისი ავეჯი, თუმცა ამ თავშესაფრის მოწყობა ჩვენით გადავწყვიტეთ".
ნინა ხატისკაცის ცნობით, მერიას 4 ათასზე მეტმა პირმა მიმართა უსახლკაროს სტატუსის მინიჭების თხოვნით, მათ განიხილეს 400-ზე მეტი, საიდანაც 275-ს მიენიჭა უსახლკაროს სტატუსი. როგორც მერის მოადგილე ამბობს, პროცესი დროში გაიწელა, რადგან მერია ბანკებისა და სახელმწიფო უწყებებისგან ელოდება ინფორმაციას უსახლკაროს სტატუსის მაძიებელთა შესახებ. ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, ორხევის საცხოვრისში ყველაზე უკიდურეს, მძიმე პირობებში მყოფი ადამიანები გადავლენ.
ნინა ხატისკაცი სამომავლო გეგმებზეც აკეთებს აქცენტს. მისი თქმით, მერია თანამშრომლობს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მათი კონსულტაციებით, იგეგმება ლილოს თავშესაფრის გვერდით ღამის გასათევი ახალი თავშესაფრის გახსნა, რომელიც იმ პირებისთვის იქნება, რომლებსაც არ სურთ არსებულ თავშესაფარში ყოფნა, თუმცა ღამის გასათევი არ აქვთ:
"აღნიშნული თავშესაფრის გასახსნელად გარკვეულ თანხას მივიღებთ დონორებისგან, ნაწილობრივ კი თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ასევე გვსურს დამატებითი საწარმოს შექმნა, რომელიც დაასაქმებს ლილოს თავშესაფარში მცხოვრებლებს, ეს შესაძლებელია იყოს რაღაც ტიპის სამრეცხაო, რომელიც თან სამსახურს მისცემს და თან მათთვის სასარგებლო სერვისიც იქნება.
გვსურს დამატებითი საწარმოს შექმნა, რომელიც დაასაქმებს ლილოს თავშესაფარში მცხოვრებლებს.
ორხევის ტერიტორიაზე გვაქვს შესაძლებლობა ავაშენოთ ახალი თავშესაფარი, თუმცა ბიუჯეტში ეს ჯერჯერობით არაა გათვალისწინებული. ამას გარდა, შესაძლოა თავშესაფრები რამდენიმე ადგილას იყოს ქალაქში და არ იყოს კონცენტრირებული ერთ ტერიტორიაზე.
ასევე არის ინიციატივა, თუმცა ბოლომდე განხილული არაა, რომ დეველოპერებს შევთავაზოთ კოეფიციენტისა და მოსაკრებლის გადახდის სანაცვლოდ, ბინების გადმოცემა თვითმმართველობისთვის, სწორედ იმ მიზნით, რომ ქირის გადახდის ნაცვლად ჩვენ იქ შევიყვანოთ პირები".
ხატისკაცი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელსაც უწყება უსახლკაროების პრობლემის გადაჭრისას აწყდება:
"გვყავს აღრიცხული უსახლკაროები ქალაქის მასშტაბით, თუმცა მათი რიცხვი მუდმივად იცვლება და იზრდება, ასე რომ, ეს ციფრი არაა ზუსტი.
"უსახლკაროებს შესაძლოა ჰქონდეთ რეგიონებში ქონება და ცხოვრების საშუალება, მაგრამ ამის სურვილი არ აქვთ".
ჩვენ აღვწერეთ სხვის საკუთრებაში შესული ადამიანები, რადგან სხვა შემთხვევაში უსახლკარო შეიძლება იყოს ის ადამიანი, რომელიც ქირით ცხოვრობს, ოჯახთან ცხოვრობს ან იქ ცხოვრება არ უნდა. ჩვენი აღწერით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 400-ზე მეტი შენობაა, სადაც ცხოვრობს 10 ათასზე მეტი ოჯახი, რომლებიც შესულები არიან სხვის საკუთრებაში და ამ პრინციპით არის უსახლკარო. მათ შესაძლოა ჰქონდეთ ქონება რეგიონში და ჰქონდეთ რეგიონებში ცხოვრების საშუალება, მაგრამ ამის სურვილი არ აქვთ".
ნინა ხატისკაცი შეეხო სახელმწიფო შენობებში შეჭრის ფაქტს:
"ხშირად მოდიან ჩვენთან ადამიანები და ითხოვენ, იქნებ სადმე შეჭრის საშუალება მოგვცეთო. ჩემგანაც ითხოვენ კონსულტაციას, აი ამ შენობაში ჯობია შეჭრა, თუ იმ შენობაში. ამ ადამიანებს ჰყავთ უკან მდგომი ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან კარგად არიან გარკვეულნი თბილისის ქონების სამმართველოს მიერ გაცემულ რუკაში, ისინი პოულობენ შენობებს, რომლებიც ეკუთვნის მუნიციპალიტეტს ან ეკონომიკის სამინისტროს და სთავაზობენ, რომელ შენობაში სჯობს შეჭრა".
"ჩემგანაც ითხოვენ კონსულტაციას, მეკითხებიან, აი ამ შენობაში ჯობია შეჭრა თუ იმ შენობაში?"
ხატისკაცმა მაგალითად მოიყვანა ისნის ჰოსპიტალი, სადაც, მისი თქმით, რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები არიან შეჭრილები:
"ის ადამიანები, რომლებიც არიან სხვის საკუთრებაში უკანონოდ შესულები, ამას სოციალური პრობლემების გამო აკეთებენ. როდესაც ისნის ჰოსპიტალში ამჟამად შესულმა პირებმა გაიგეს, რომ ჩვენ უსახლკაროების სტატუსს ვადგენდით, მათ მიატოვეს საკუთარი მიწები და სახლები რეგიონებში. მათ ქონება გადაუფორმეს ოჯახის რომელიმე ერთ წევრს და რამდენიმე დღეში მათ ქონება აღარ ჰქონდათ. მათ ეს გააკეთეს, რათა მინიჭებოდათ უსახლკაროთა სტატუსი და მიეღოთ ადგილი თავშესაფარში.
მეორე ტენდენცია არის დაცარიელებული სოფლები. მაგალითად, თეთრიწყაროდან 10 ოჯახზე მეტი არის შეჭრილი ისნის ჰოსპიტალში. ისინი ასეთი გზით გადმოდიან იმ შენობაში. ერთ-ერთი ოჯახის წევრი რჩება რეგისტრირებული თეთრიწყაროში, დანარჩენები კი გადმოდიან და რეგისტრირდებიან იმ შენობაში, სადაც იჭრებიან. ან პირიქით, ერთი იჭრება და დანარჩენები საკუთარ სახლებში რჩებიან რეგისტრირებულნი".
ნინა ხატისკაცი მიიჩნევს, რომ ამ გეგმას ოჯახები სხვადასხვა პირების რეკომენდაციებით ახორციელებენ. ის აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის იუსტიციის სამინისტრო მუნიციპალურ და ეკონომიკის სამინისტროს შენობებში იმ პირების რეგისტრაციას აღარ ახორციელებს, რომლებსაც ის აღარ ეკუთვნით:
"აქამდე 2 მოწმე იყო საკმარისი დასარეგისტრირებლად. ხანდახან მოგვმართავენ პირები დასახმარებლად და მათი ისტორიის შესწავლისას აღმოვაჩენთ, რომ მათ ოჯახის წევრებს აქვთ რეგისტრირებული ქონება, ზოგიერთი მათგანი სწორედ შეჭრილ შენობებში არიან რეგისტრირებულნი".
უსახლკარო პირის დეფინიცია კანონმდებლობაში
საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ უსახლკაროდ მიიჩნევს "მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო".
პირის უსახლკაროდ აღიარებისათვის ის უნდა იყოს მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებლის არმქონე და ამავდროულად უნდა არსებობდეს თვითმმართველობის ორგანოში მისი უსახლკარო პირად რეგისტრაციის ფაქტი.
დროებითი თავშესაფრით სარგებლობის მიზნებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებას ასევე შემოაქვს მიუსაფარი პირის ცნება, რომელიც შემდეგნაირად განიმარტება:
"პირი, რომელიც ცხოვრობს ღია ცის ქვეშ, არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ლეგალური შემოსავალი და მის სახელზე არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონება, ან პირი, რომელიც, მოცემულ მომენტში, იმყოფება ქუჩაში და მისი სიცოცხლე არის რისკის ქვეშ".
EMC აცხადებს, რომ უსახლკარო პირის საკანონმდებლო დეფინიცია პრაქტიკაში გამოუყენებელია, რადგან ის არაადეკვატურია უსახლკარობის რეალურ გამოწვევებთან.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აცხადებს, რომ მოქმედი ცნება არ ეფუძნება პრობლემის სრულფასოვან კვლევას, შედეგად, ის სათანადოდ ვერ პასუხობს სხვადასხვა ფორმაში გამოვლენილ უსახლკარობის მდგომარეობას და გამოუსადეგარს ხდის ცნების შინაარსს პრაქტიკული რეალიზებისათვის:
"შესწავლილი მუნიციპალიტეტების ნაწილი საერთოდ არ იყენებს უსახლკარო პირის ცნებას, ვინაიდან ისინი არ არეგისტრირებენ პირებს უსახლკაროს სტატუსით. აღნიშნულის ნაცვლად, ამ მუნიციპალიტეტებს შემუშავებული აქვთ სერვისის მისაღებად განსაზღვრული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, უსახლკაროს სტატუსის მიუნიჭებლად, პირი მიიღებს შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებულ
საცხოვრისის სერვისს.
ხოლო მუნიციპალიტეტების მეორე ნაწილის მხრიდან განვითარებულია პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტი არეგისტრირებს პირს უსახლკაროდ, არა უსახლკარო პირის საკანონმდებლო ცნების, არამედ კონკრეტული მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული უსახლკაროს პირის ცნებისათვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. მაგალითად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი არ ეყრდნობა დადგენილ ცნებას და პირის უსახლკაროდ აღიარებისათვის დამოუკიდებლელი კრიტერიუმები შემოაქვს, რაც მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედებს".
EMC ხელისუფლებას რეკომენდაციებს სთავაზობს რომლებიც უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის კონკრეტული მიმართულებების შექმნაში, გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში დაეხმარება.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, აუციელებელია სახელმწიფომ შეისწავლოს უსახლკარობის გამომწვევი მიზეზები, ფორმები, უსახკლაროთა უფლებრივი მდგომარეობა. ასევე მნიშვნელოვანია მომზადდეს უსახლკარობასთან ბრძოლის ეროვნული და მუნიციპალური სტრატეგიები და განისაზღვროს ამ სტრატეგიის აღსრულების მექანიზმი.
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა


კომენტარები