რუსთავში ორ წლამდე ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის დგება.