თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ მომავალ პარტიულ ყრილობაზე თავმჯდომარის კანდიდატად თავს არ წარადგენს და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს საკუთარ თავს.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან განაცხადა, რომ ენმ-ში რეფორმატორთა საბჭო შეიქმნება, ბოკუჩავა საბჭოში ვერ მოიაზრებს თავს და აცხადებს, რომ "თუ თავმჯდომარის პოზიცია უქმდება, ვერავინ დააყენებს კანდიდატურას".
"თუ რაღაცა ფორმაციის ცვლილება სურს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ამ პარტიის ლიდერია, მე რიგით წევრად გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში, იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი, იმისთვის, რომ არ გვდევნიდნენ ჩვენი თავისუფალი სიტყვისთვის და აზრისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამისთვის არანაირი თანამდებობა და პოზიცია არასდროს მჭირდებოდა და არც მომავალში დამჭირდება," — განაცხადა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავა დასძენს, რომ ის კვლავ გააგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას, ვიდრე ახალი პარტიული ყრილობა ახალ ხელმძღვანელს არ აირჩევს.
"ჩემი ორწლიანი მანდატი, რომელიც პარტიულმა ყრილობამ მომანიჭა, ამოიწურა 2026 წლის 8 ივლისს. წესდებით გათვალისწინებულია, რომ მე გავაგრძელებ ამ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის მოვალეობის შესრულებას მანამ, სანამ ახალი პარტიული ყრილობა არ აირჩევს ახალ ხელმძღვანელ პირს და მიუხედავად იმისა, რომ ახლა საუბარია იმაზე, რომ თავმჯდომარის პოსტის გაუქმება მოხდეს, ფორმალურად, სამართლებრივად, ეს ასე ვერ მოხდება," — განაცხადა ბოკუჩავამ.
მოგვიანებით ნანუკა ჟორჟოლიანი თინა ბოკუჩავას კომენტარს გამოეხმაურა. მან უარყო ინფორმაცია პარტიის თავმჯდომარის პოსტის გაუქმების შესახებ და თქვა, რომ პარტიის წევრები ცვლილებების შესახებ მუდმივად ინფორმირებულები არიან.
"თავმჯდომარეობა არ უქმდება ნაციონალურ მოძრაობაში. სიმართლე გითხრათ, ცოტათი გაკვირვებულიც კი ვარ [თინა ბოკუჩავას კომენტარით], ყველამ ვიცით ამის შესახებ პარტიაში.
მე მაქვს ყოველდღე შეხვედრები პარტიის წევრებთან, როგორც გუნდის ძველ წევრებთან, ისე რეგიონის წარმომადგენლებთან და ,შესაბამისად, ეს ყველამ იცის პარტიაში, რომ ამ პოზიციის განხილვა დღის წესრიგში საერთოდ არ დგას," — განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ჟორჟოლიანის განმარტებით, საბჭოს ექვსთვიან დროებითი მმართველობითი ჯგუფი პარტიულ ორგანო არ იქნება და შეიქმნა იმიტომ, რომ "ერთმა არ მიიღოს გადაწყვეტილება ამ ექვსი თვის ვადაში და მასში მონაწილეობა შეძლონ როგორც ვეტერანებმა ისე ახალგაზრდებმა".ადმ
"აქ არის საუბარი ექვსთვიან დროებით მმართველობით ჯგუფზე. რეფორმატორთა საბჭოს თავმჯდომარე და ხელმძღვანელი არის მიხეილ სააკაშვილი. ეს რეფორმატორთა საბჭო არ არის პარტიული ორგანო, ეს არ არის პარტიული სტრუქტურა, ანუ არჩევნები სად უნდა ჩაგვეტარებინა? არჩევნებში მონაწილეობა ვის უნდა მიეღო? ანუ მიხეილ სააკაშვილი ამ პოზიციაზე ვის უნდა აერჩია? ეს არ არის პარტიული სტრუქტურა. რადგან ვადა გაუვიდა როგორც თავმჯდომარის, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მნიშვნელოვან წარმომადგენლებს, შეიქმნა დროებითი საბჭო იმიტომ, რომ ერთმა არ მიიღოს გადაწყვეტილება ამ ექვსი თვის ვადაში და მასში მონაწილეობა შეძლონ როგორც ვეტერანებმა, ისე ახალგაზრდებმა," — განაცხადა ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, 8 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან დაწერა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "რეფორმატორთა საბჭოს" შექმნას გეგმავს, რაც "შიდაპარტიულ რეფორმებს" გულისხმობს. სააკაშვილის განცხადებით, ის თავად იქნება თავმჯდომარე, ხოლო ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი — აღმასრულებელი მდივანი.
სააკაშვილის თქმით, 8 ივლისს, ნაციონალური მოძრაობის ყველა თანამდებობის პირს უმთავრდება წესდებით დადგენილი უფლებამოსილება და თანამდებობას "ფორმალურად" სოლიდარობის მიზნით პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი შეინარჩუნებს.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები