ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრატეგიას — "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია", "მოღალატეობრივ მიდგომას" უწოდებს
"ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ალტერნატივა" — ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია, წარმატებისთვის აუცილებელია ოპოზიციის ერთიანობა, ხოლო ისინი, ვინც გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან, ამ სტრატეგიას საბოტაჟს უწყობენ.
ამ განცხადებაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მსგავსი მიდგომა "მოღალატეობრივი" და "ანტისახელმწიფოებრივია".
"თქვენ იცით, რომ საქმე არის აღძრული ამ მიდგომასთან დაკავშირებით, რაც არის მოღალატეობრივი მიდგომა, რაც არის ფართო გაგებით დანაშაულებრივი მიდგომა. ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ ამას საგამოძიებო უწყებები, მაგრამ ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი. "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია" არის, ანუ ქვეყნის შიგნით შეკრება 150 კაცი, იმისათვის, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, რომელსაც ეფუძნება მათი დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი საქმიანობა.
რა თქმა უნდა, ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. ამას 2024-2025 წლებში სათანადო პასუხი გასცა არჩევნებზე საზოგადოებამ, თუმცა ეს არ არის საკმარისი. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს მომზადებული სარჩელი ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში. ზუსტად ეს მიდგომა — "ქვეყანაში აქცია, გარეთ სანქცია" — ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ღია, მტრული დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ, საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, საკუთარი ქვეყნის მიმართ და ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხიც", — განაცხადა კობახიძემ.
-
როგორ ვჭამოთ წყალი? როგორ ვჭამოთ წყალი?
-
როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი) როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი)
-
"ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე "ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე
გადახედვა
-
გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს
გადახედვა
-
ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
-
ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
კომენტარები