გეი იესოზე ფილმის შემქმნელებს მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს
ფოტო: Netflix
ბრაზილიური კომედიური YouTube-ის არხ Porta dos Fundos-ს ოფისს მას შემდეგ დაესხნენ თავს, რაც ნეტფლიქსზე მათ მიერ შექმნილი კომედიური საშობაო ფილმი გავიდა, რომლის სიუჟეტიც გეი იესოს ირგვლივ ვითარდება.
24 დეკემბერს ოფისს მოლოტოვის კოქტეილის სახელით ცნობილი ორი ხელნაკეთი ბომბი ესროლეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა, თუმცა, როგორც Porta dos Fundos-ს წარმომადგენელმა განაცხადა, ამის გამო "შენობაში და ქუჩაში მყოფი რამდენიმე უდანაშაულო ადამიანის ჯანმრთელობას დაემუქრა საფრთხე".
The First Temptation of Christ (ქრისტეს პირველი ცდუნება) — ასე ჰქვია ფილმს, რომლის პრემიერაც 2019 წლის 3 დეკემბერს ნეტფლიქსზე შედგა. ფილმში აღწერილი ისტორია იესო ქრისტეს უდაბნოში გატარებული 40 დღის შემდეგ სახლში დაბრუნებიდან იწყება, სადაც მას 30 წლის იუბილის აღსანიშნავად წვეულებას უმართავენ.
ფილმმა გამოსვლისთანავე მაყურებლის ნაწილის დიდი უკმაყოფილება გამოწვია: მისი აკრძალვის მოთხოვნით ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ფილმის შემქმნელებმა ბიბლიური ისტორიის კომედიური ვერსია გადაიღეს: 2018 წელს მათივე ავტორობით გამოვიდა ფილმი, სახელწოდებით The Last Hangover (ბოლო ნაბახუსევი), რომელის სიუჟეტიც საიდუმლო სერობის შემდეგ გამოღვიძებული თომა მოციქულის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც დაკარგულ იესოს ვეღარ პოულობს. ფილმი ემის საერთაშორისო დაჯილდოებაზე საუკეთესო კომედიურ ფილმად დასახელდა.
The Last Hangover-ის სცენარის ავტორი, ფაბიო პორჩეტი ემის 47-ე საერთაშორისო დაჯილდოებაზე.
ფოტო: Evan Agostini / Invision
"ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ გამოხატულებას. იმედი გვაქვს, რომ ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობის მქონე პირები სათანადოდ დაისჯებიან. ამავდროულად ვაცხადებთ, რომ წინ სვლას კიდევ უფრო ძლიერები, გაერთიანებულები და შთაგონებულები გავაგრძელებთ. ჩვენ გვჯერა, რომ ბრაზილია ამ სიძულვილის ქარიშხალს გადაურჩება — სიყვარული სიტყვის თავისუფლებასთან ერთად აჯობებს მას", — განაცხადა Porta dos Fundos-მა თავდასხმის მეორე დღეს.
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია
გადახედვა
კომენტარები