როგორ შევამციროთ ავად გახდომის რისკი საახალწლო პერიოდში მოგზაურობისას
თვითმფრინავები გრიპისა და გაციების გასავრცელებლად იდეალურ სივრცედ აღიქმება, თუმცა რეალური საფრთხე ცაში კი არა — მიწაზეა.
ფოტო: Chip Somodevilla / Getty
ირონიულია, რომ საარდადეგებო მოგზაურობის პერიოდი გრიპის სეზონს ემთხვევა. მიუხედავად ამ ფაქტისა, მილიონობით ადამიანი დედამიწის ყველა კუთხიდან ემზადება, რათა ჰაერში გამოკიდებულ დახუფულ სივრცეში საათები გაატაროს; თან, არსებობს იმის რისკიც, რომ ამ დროს გაციების სიმპტომების მქონე ადამიანი გვერდითაც კი მოგიჯდეთ. ეს ყველაფერი თითქოს ვირუსის გადასადებლად უკიდურესად ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
მაგრამ დანიშნულების ადგილამდე ისე მიღწევა, რომ თან მიკრობების გროვა არ წავიყოლოთ, არც ისეთი რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ინფექციურ დაავადებებზე დაგროვილი სამედიცინო ცოდნა გვთავაზობს პასუხებს კითხვებზე, თუ რა უწყობს ხელს ავადმყოფობის განვითარებას და როგორ შეიძლება მისგან თავის დაცვა.
პირველი, რაც უნდა იცოდეთ, ისაა, რომ რეალური საფრთხე იქ არ იმალება, სადაც თქვენ შეიძლება ვარაუდობდეთ. მოგზაურთა ბრბოში ტრიალი, უსაფრთხოების შემოწმების გავლისას ცარიელი სათავსოების აღება, ესკალატორის მოაჯირზე ხელის შეხება, საჭმლის შეკვეთა სალაროებთან ანდა გასასვლელებთან ახლოს ჯდომა იმაზე გაცილებით დიდი რისკის შემცველია, ვიდრე თვითმფრინავის შიგნით უბრალოდ ჰაერის სუნთქვა მაშინ, როცა რამდენიმე რიგის დაშორებით ვიღაც ახველებს ან აცემინებს.
ვირუსის გადადების რისკი აეროპორტში უფრო მაღალია, ვიდრე — თვითმფრინავში.
ფოტო: Zach Bibson / Getty
თვითმფრინავი აგებულია იმგვარად, რომ კაბინაში სუფთა, გაფილტრული ჰაერი გამუდმებით ცირკულირებდეს — ეს მექანიზმი ჯერ კიდევ იმ დროიდან მუშაობს, როცა ბორტზე მოწევა დაშვებული იყო; წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ პერიოდის თვითმფრინავებში მთლიანი ფრენისას კვამლის ბუღი იქნებოდა ჩამოწოლილი. დღესდღეობით კომერციული რეაქტიული თვითმფრინავი კაბინის ჰაერის მარაგის ნახევარს მაღალი საჰაერო სივრციდან ავსებს, სადაც ჟანგბადი ცივი და სტერილურია. ჰაერის დანარჩენი მასა კი მაღალსიხშირიანი მფილტრავის გამოყენებით წრიულად მოძრაობს.
ერთი საათის განმავლობაში ჰაერი იცვლება საშუალოდ 10-15-ჯერ. თანაც, ჰაერის ნაკადი რიგების გასწვრივაა მიმართული და არა — თვითმფრინავის წინა ნაწილიდან უკანა მხარისკენ. ჰაერის მოძრაობის ამ თავისებურების გათვალისწინებით, როდესაც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები თვითმფრინავში ვირუსის გავრცელების შესაძლებლობას იკვლევენ, ჯანდაცვის მუშაკები ავადმყოფი პაციენტებისგან მხოლოდ წინა და უკანა ორ რიგში მსხდომ მგზავრებს ამოწმებენ.
ვიკი ჰერცბერგი, ბიოსტატისტიკოსი ემორის უნივერისტეტის მედიცინის სკოლიდან, ამბობს, რომ ორ-ორი რიგის შემოწმებაც კი, შესაძლოა, ზემდეტი სიფრთხილე იყოს. "დღესდღეობით ჰაერის შემადგენლობა თვითმფრინავებში რიგით შენობაში განთავსებული ოფისის ჰაერზე უკეთესიც კი შეიძლება იყოს", — აცხადებს ის.
ჰერცბერგმა სტუდენტ მკვლევართა დახმარებით ათი სხვადასხვა ქვეყნის თვითმფრინავში არსებული ჰაერის სინჯები აიღო და ასევე დააკვირდა მგზავრთა კაბინაში გადაადგილებას ფრენის განმავლობაში. მკვლევართა ჯგუფმა სინჯები ფართოდ გავრცელებულ 18 რესპირატორულ ვირუსზე, მათ შორის —გრიპზეც შეამოწმეს და პოზიტიური შედეგი არცერთ მათგანს არ უჩვენებია.
ფოტო: Shutterstock
მგზავრობა თავისთავად გვაცლის ძალ-ღონეს და ამაში ბრალი ჩვენს თანამგზავრებს არ მიუძღვით. "როდესაც ადამინები ამბობენ, რომ თვითმფრინავში თავს შეუძლოდ გრძნობენ, გაღიზიანებული ყელი, როგორც წესი, ჰაერის სიმშრალით არის ხოლმე გამოწვეული", — ამბობს პეტრა ილიგი, სასწრაფო დახმარების ექიმი და საავიაციო მედიცინის მკვლევარი, — "თუკი სულ ბოლო, 787 მოდელის ისეთი თვითმფრინავით არ მგზავრობთ, რომელიც ჰაერის დატენიანების ფუნქციითაცაა აღჭურვილი, რაც უფრო ხანგრძლივია მგზავრობა, მით უფრო მშრალი ხდება ჰაერი. ამ შეგრძნებისგან წყლის დალევის გზით ვერ გათავისუფლდებით. თუმცა, ხელის დამატენიანებელი კრემი და თვალის წვეთები კი გაგიწევთ დახმარებას".
რაც შეეხება მგზავრს, რომელიც ახველებს: როდესაც ადამიანებს გრიპი ან გაციების გამომწვევი სხვა ვირუსი აქვთ, ისინი გამოყოფენ ინფექციურ წვეთებს, რომლებიც ჰაერში გაჩერების ნაცვლად იატაკისკენ მიემართებიან, საიდანაც მათ სავინტილაციო სისტემა ისრუტავს. ჰერცბერგი ამბობს, რომ ფრენისას მაინც ცდილობს, ფანჯრის მხარეს დაჯდეს ხოლმე, რადგან ინფექციურმა წვეთებმა მხოლოდ ახლოს მყოფი ადამიანისგან შეიძლება მოაღწიოს ჩვენამდე. ასე რომ, ფანჯრის მხარე ამ კუთხით შედარებით დაცული ადგილია.
კიდევ ერთი რჩევა: "თუკი თქვენ მახლობლად მჯდარი ადამიანი ავადაა, ნუ გახსნით თქვენ თავსზემოთ მოთავსებულ სავენტილაციო სარქველს", — ამბობს ილიგი, — "დაცემინებისას გამოყოფილი ინფექციური ნაწილაკები ერევა ჰაერის იმ ნაკადში, რომელიც სარქველიდან თქვენკენ მოემართება. ამის მაგივრად, გირჩევთ, თავაზიანად სთხოვოთ თანამგზავრს, თავად ჩართოს თავისი სავენტილაციო მოწყობილობა".
გასულ ზაფხულს იუთუბში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სუპერმოდელი ნაომი კემპბელი თვითმფრინავში მოხვედრისთანავე იკეთებს ხელთათმანებს და სპეციალური ხელსახოცის გამოყენებით თავის სამგზავრო ადგილის დეზინფექცირებას ახდენს. შემდგომ იგი სავარძელზე საკუთარ, ვარდისფერ პლედს აფარებს და ამ რუტინას სახეზე ნიღბის მორგებით ასრულებს. "არ მადარდებს, ხალხი რას იფიქრებს ჩემზე, ეს ჩემს ჯანმრთელობას ეხება და თავს ასე უკეთ ვგრძნობ", — აცხადებს სუპერმოდელი.
ნაომი კემპბელი ამბობს, რომ სახიდან ნიღაბს მთლიანი ფრენის განმავლობაში არ იშორებს ხოლმე.
ფოტო: Naomi / YouTube
ზედაპირის სწრაფი წმენდა საგნებს ჩვენთვის ნაკლებად უსიამოვნოს ხდის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ფრენებს შორის დასუფთავება ზედაპირული ხასიათისაა. აქვე უნდა ითქვას, რომ ღამით თვითმფრინავებს საფუძვლიანად წმენდენ, ამის გამო, ყველაზე ჰიგიენური გარემო მაშინ დაგხვდებათ, როცა დღის პირველი რეისით იფრენთ. თუმცა ხელთათმანები და ხელის სანიტარული სითხე ყოველთვის ეფექტიანია. 2015-2016 წლებში ფინეთში გრიპის სეზონზე აეროპორტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში, რესპირატორული ვირუსები შემოწმებული საგნების 10 პროცენტის ზედაპირზე აღმოაჩინეს. ამ ნივთებს შორის იყო სანაგვე ურნები უსაფრთხოების ზონაში, ბავშვთა გასართობ სივრცეში მოთავსებული პლასტმასის სათამაშო, კიბის მოაჯირები და გადახდის ტერმინალის ღილაკები აფთიაქში.
"გრიპის ვირუსს საგნების ზედაპირზე 24 საათის განმავლობაში შეუძლია იარსებოს", — აცხადებს საჰაერო მოგზაურობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის საკითხების სპეციალისტი, მარკ გენდრიუ, — "ადამიანები დღის მანძილზე 200-ჯერ მაინც ეხებიან საკუთარ სახეს. თვალები, ცხვირი და პირი ინფექციური აგენტებისთვის შესასვლელ პორტს წარმოადგენენ".
მოგზაურობისას გენდრიუ იყენებს ხელის სანიტარულ სითხეს; ნაომის მსგავსად, იგი სითხეს ხელსახოცზე მცირე რაოდენობით ასხამს და საკუთარი სკამის წინ მოთავსებულ გადმოსაწევ მაგიდას წმენდს. "იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიკრობს შეეხებით, თქვენი იმუნიტეტი შესანიშნავ დახმარებას გაგიწევთ", — ამბობს იგი, — "თუმცა მისთვის ხელის შეშველება ჩრდილოამერიკული ჟენშენის რამდენიმე წვეთის რეგულარულად მიღებითაც შეიძლება. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ჟენშენს თქვენთვის გაციების დაძლევაში დახმარების გაწევა შეუძლია".
თვითმფრინავში ჰაერი ერთი საათის განმავლობაში საშუალოდ 10-15-ჯერ იცვლება.
ფოტო: Shutterstock
ადამიანები, რომლებსაც ხშირად უწევთ მგზავრობა, ინფექციებთან ბრძოლის საკუთარ მეთოდებს იმუშავებენ; თუნდაც ეს მხოლოდ წყლის რეგულარული მიღება ან ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე ზრუნვა იყოს. მათ რიცხვშია მელანი ლიბერმანიც, რომელიც მოგზაურთათვის განკუთვნილი ერთ-ერთი ონლაინგამოცემის რედაქტორია და ყოველთვიურად უხდება თვითმფრინავით მგზავრობა. ახლა უკვე მოგზაურობის ექსპერტად ქცეული, ლიბერმანი შეშფოთებით იხსენებს წარსულის გამოცდილებებს, როცა სკამის ზურგიდან გადმოსაწევ მაგიდაზე, სადაც დედები ჩვილ ბავშვებს საფენებს უცვლიან ხოლმე, თავს ჩამოდებდა და ხანგრძლივად თვლემდა.
ის საკუთარ სკამს დეზინფექციას არასოდეს უკეთებს და ამის მიუხედავად, არ ახსენდება არც ერთი შემთხვევა, როცა თვითმფრინავით მგაზვრობის მერე ავად გამხდარიყო. თანაც, ვინმესგან ვირუსის გადადება სხვა უმარავ ადგილასაც შეიძლება.
"ბევრისთვის ფრენა უჩვეულო და სტრესული გამოცდილებაა, რაც შფოთვის გამომწვევი ხდება. პირადად მე ამაზე მეტად სახლიდან სამსახურამდე და სამსახურიდან სახლამდე ყოველდღიური მგზავრობა უფრო მაღელვებს", — ამბობს ლიბერმანი, — "ავად გახდომის რისკი შეფარდებითია. მართალია, ფრენისას ბევრ უცნობთან გვიწევს კონტაქტი, თუმცა ეს, მეტროს ზოგიერთი სადგურის პიკის საათთან შედარებით, არაფერია".
-
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს
გადახედვა
-
მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი? მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი?
გადახედვა
-
ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
გადახედვა
-
საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
-
მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
გადახედვა
-
2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო
გადახედვა
-
ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა
-
ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს
-
BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს
გადახედვა
-
Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად
გადახედვა
-
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ
გადახედვა
-
მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება
გადახედვა
-
რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს
გადახედვა
-
ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს
-
ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება
გადახედვა
-
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება
-
TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა
გადახედვა
კომენტარები