პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პოლიციელი ბათუმში 18 დეკემბერს დაჭრეს. აჭარის პოლიციციის დეპარტამენტის დირექტორის, კოტე ანანიაშვილის თქმით, საპატრულო ეკიპაჟი მოქალაქემ შეაჩერა და როცა პოლიციელი მანქანიდან გადმოვიდა, მას ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. ეკიპაჟის მეორე წევრმა პირი მაშინვე დააკავა. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.