სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, შემოსავლების სამსახურთან ერთობლივი ოპერაციით, უნებართვოდ დაკლული და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცის ბაზარზე მოხვედრა აღკვეთა. სპეციალისტებმა ამოიღეს და სრულად გაანადგურეს 2 ტონამდე უვარგისი პროდუქცია. ინფორმაციას სეს ავრცელებს.
მათი ცნობით, სააგენტოში მცხეთა-მთიანეთში, სოფელ წილკანში 15 სული მსხვილფეხა პირუტყვის ინტოქსიკაციის შესახებ შეტყობინება შევიდა. სადგომის მწერების საწინააღმდეგო პრეპარატით არასწორი დამუშავების გამო საქონელი მოიწამლა. ვეტერინარების მიერ ადგილზე უკვე დაკლული ერთი პირუტყვი განადგურდა, ხოლო დანარჩენ 14 სულზე ფერმერს სააგენტოს წინასწარი ინფორმირების ვალდებულება დაეკისრა.
მიუხედავად ამისა, დამატებითი მოკვლევით იმერეთში გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც სასაკლაოს გვერდის ავლითა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 2 ტონამდე ხორცი გადაჰქონდა. შემოწმებით დადასტურდა, რომ საყურე ნიშნები სწორედ წილკანში მოწამლულ საქონელს ეკუთვნოდა. სააგენტომ ხორცი სრულად ამოიღო და გაანადგურა, ხოლო ბიზნესოპერატორი კანონის შესაბამისად დააჯარიმა.
"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, უნებართვოდ დაკლული მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა. ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ამოღებულია და განადგურებულია 2 ტონამდე ხორცი.
თავდაპირველად, სააგენტოში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფელ წილკანიდან შემოვიდა შეტყობინება 15 სული მსხვილფეხა პირუტყვის ინტოქსიკაციის შესახებ. ფერმერის (კ. წ.) ინფორმაციით, საქონლის სადგომის მწერების საწინააღმდეგო პრეპარატით დამუშავების შემდეგ, ცხოველებს მოწამვლის ნიშნები აღენიშნათ.
სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ვეტერინარებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს გამოყენებული პრეპარატის ნიმუში (პირველადი შესწავლით, ადგილი ჰქონდა პრეპარატის არასწორ გამოყენებასა და უსაფრთხოების წესების დარღვევას). ადგილზე არსებული, ფერმერის მიერ უკვე დაკლული ერთი სული პირუტყვი ვეტერინარული წესების დაცვით განადგურდა, ხოლო დარჩენილ 14 სულთან დაკავშირებით, ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის ბაზარზე მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, ფერმერს სააგენტოს წინასწარი ინფორმირების ვალდებულება დაეკისრა.
ჩატარებული დამატებითი მოკვლევის შედეგად, შემოსავლების სამსახურისა და სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გამოავლინეს სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც შპს "პროდუქტები 2028"-ის (ს/კ 445530239) კუთვნილი, სასაკლაოს გვერდის ავლითა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 2 ტონამდე ხორცი გადაჰქონდა.
შემოწმებით დადგინდა, რომ ცხოველების საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნები სწორედ სოფელ წილკანში სავარაუდოდ მოწამლულ პირუტყვს ეკუთვნოდა.
სააგენტოს ინსპექტორებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს - ხორცი სრულად ამოიღეს და გაანადგურეს, ხოლო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა", — აღნიშნულია სეს-ის განცხადებაში.
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
კომენტარები