"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ მას არ სჯერა უკრაინის NATO-ში ოდესმე გაწევრიანების. მისი შეფასებით, ქვეყანამ ყურადღება უსაფრთხოების სხვა სამხედრო ალიანსების განვითარებაზე უნდა გადაიტანოს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევში გამართულ ელჩების შეხვედრაზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დისკუსიისას, ზალუჟნიმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ამჟამინდელი შესაძლებლობები მკვეთრად გააკრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ მას კითხვა გაერთიანებულ ექსპედიციურ ძალებში (JEF) უკრაინის ჩართულობაზე დაუსვეს, მან გამოსვლა ნატოს შეფასებით დაიწყო.
"მე ძალიან კარგად ვიცნობ NATO-ს. დაახლოებით 12 წლის განმავლობაში პირადად ვმუშაობდი იმისთვის, რომ NATO-ს სტანდარტები დაგენერგა და ყოველწლიურად ვისმენდი ზღაპრებს იმის შესახებ, რომ თითქოს NATO-ში გაწევრიანების ზღვარზე ვიყავით. სამწუხაროდ, ჩვენ იქ ვერასდროს გაწევრიანდებით!" — განაცხადა ზალუჟნიმ.
ზალუჟნის განმარტებით, გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დღევანდელი შესაძლებლობების ფონზე შეუძლებელია იმ ორგანიზაციაში გაწევრიანება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებით ხელმძღვანელობს. მან ხაზი გაუსვა, რომ ალიანსს თავისი სტანდარტების დასახვეწად შესაძლოა კიდევ წლები დასჭირდეს.
"დიდი ალბათობით, NATO დარჩება თავის ამჟამინდელ ფორმაში და ზუსტად ისევე დახარჯავს კიდევ 12 წელს, როგორც უკრაინამ დახარჯა, იმ სტანდარტებზე გადასასვლელად, რაც რუსეთის ფედერაციის დონის ნახევრამდე მისაღწევადაც კი არის საჭირო", — აღნიშნა ელჩმა.
ამასთან, ზალუჟნიმ აღიარა, რომ უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო, კოსმოსურ და სხვა მაღალტექნოლოგიურ სფეროებში NATO-ს ქვეყნების ტექნოლოგიები მაინც სჭირდება. მომავალ უსაფრთხოების გარანტიებზე მსჯელობისას მან აღნიშნა, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, ახლად ჩამოყალიბებულ ევროპულ სამხედრო უსაფრთხოების ბლოკს დაუკავშირდება.
დიპლომატმა ასევე ისაუბრა გაერთიანებულ ექსპედიციურ ძალებზეც (JEF) და სინანული გამოთქვა, რომ უკრაინა ამ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე აქტიურად არ მუშაობს:
"JEF-ს 2015 წლიდან აქვს მართვისა და კონტროლის სტრუქტურები. მართალია, ისინი ჯერ კიდევ სუსტია და არ არიან იმ დონეზე, რაც ჩვენ გვჭირდება", — განაცხადა მან.
ცნობისთვის, JEF-ის 10-მა წევრმა ქვეყანამ უკვე მოაწერა ხელი განზრახვათა ოქმს მრავალეროვნული საზღვაო ძალების შექმნაზე, რომელიც NATO-ს დამატებითი კომპონენტი იქნება. უკრაინა JEF-თან გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებას უკვე შეუერთდა, თუმცა აღნიშნული გაერთიანება ამჟამად კოლექტიური თავდაცვის სავალდებულო მექანიზმებს არ ითვალისწინებს.
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
კომენტარები