2019 წლის 10 საუკეთესო ფილმი
2019 წელი გამორჩეულად ნაყოფიერი აღმოჩნდა კინოხელოვნებისთვის: წელს მაყურებლები განებივრებული ვიყავით, როგორც თამამი ჰოლივუდური პროექტებით, ისე ევროპული და აზიური კინოს შედევრებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს კარგ ფილმებს შორის ჟანრობრივი მრავალფეროვნება შეინიშნებოდა: ვიხილეთ, როგორც ავტობიოგრაფიული ელემენტებით გამდიდრებული მხატვრული ფილმები, ისე სოციალური დრამა, ისტორიული კინოსურათები და შთამბეჭდავი საშინელებათა ჟანრის ფილმებიც კი.
მართალია, წლის ყველა ფილმის ნახვა ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოვახერხე, მაგრამ ამ სტატიაში იმ გამორჩეულ კინოსურათებს მოვუყარე თავი, რომლებმაც 2019 წელს არა მხოლოდ ჩემი, არამედ კიდევ მრავალი მაყურებლისა და კრიტიკოსის აღიარება მოიპოვეს.
1. Once Upon a Time in Hollywood
ოთხწლიანი შესვენების შემდეგ 2019 წელს კვენტინ ტარანტინო კვლავ ახალი შედევრით დაბრუნდა კინოში და კანის ფესტივალზე გამართული პრემიერის შემდეგ წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენადაც იქცა. ერთხელ ჰოლივუდში ამ საკულტო რეჟისორის მეცხრე ფილმია (ტექნიკურად მეათე, თუმცა თავად რეჟისორის Kill Bill-ის ორ ნაწილს ერთ მთლიან ფილმად მოიაზრებს) და ის მოულოდნელად წარმატებული აღმოჩნდა კინოგაქირავებაში: მიუხედავად მთელი რიგი კონტრვერსული შეფასებებისა, Once Upon a Time in Hollywood ტარანტინოს შემოქმედებაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა, რაც სრულიად დამსახურებულია, რადგან რეჟისორმა არა მხოლოდ ჰოლივუდი (როგორც სათაურშია ხაზგასმული), არამედ 60-იანი წლების ამერიკა მთელი სიზუსტით გააცოცხლა და წარმოუდგენლად თვალწარმტაცი კინოსურათი შექმნა.
2. Pain and Glory
ესპანელი რეჟისორი, პედრო ალმოდოვარი თანამედროვე კინოს ნამდვილი დიდოსტატია, რომელიც ერთი შეხედვით ყველასთვის კარგად ნაცნობ ისტორიებს ყოველთვის განსხვავებული ხედვით გადმოგვცემს. ბოლო წლებში გადაღებულ მის ფილმებს კინოკრიტიკოსები უმეტესად არ სწყალობდნენ და ხშირად სასტიკ, ყოვლად გაუმართლებელ შეფასებებსაც კი არ ერიდებოდნენ, რომ, თითქოს, ალმოდოვარი დაბერდა. თუმცა, წელს რეჟისორმა ყველას დაუმტკიცა, რომ მწარედ ცდებოდნენ — საოცრად ემოციური ბიოგრაფიული დეტალებით გაჯერებული ტკივილი და დიდება ნამდვილი დღესასწაულია ყველასთვის, ვისაც კინო უყვარს.
3. Midsommar
აქამდე უკვე მოგიყევით ახალგაზრდა ამერიკელ რეჟისორზე, არი ასტერზე, რომელმაც 2018 წელს გამოსული სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმით Hereditary ჟანრულ კინოში ახალი სიტყვა თქვა. წელს რეჟისორმა კიდევ ერთი შემაძრწუნებლად შთამბეჭდავი სურათი შექმნა, რომელიც შემზარავ ისტორიას რეჟისორისთვის დამახასიათებელი კიდევ უფრო სასტიკი ხელწერით მოგვითხრობს. Midsommar, რომელშიც შვედური ხალხური რელიგიური წარმოდგენებით აგებული სულისშემძვრელი ამბავია გაცოცხლებული, არა მხოლოდ გასული წლის, არამედ უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო საშინელებათა ჟანრის ფილმია, რაც კი აქამდე გვინახავს.
4. Joker
ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველასთვის კარგად ცნობილი კომიქსის ანტიგმირის, ჯოკერის შესახებ გადაღებული ფილმი წლის მთავარი კინომოვლენა გახდება, თუმცა რეჟისორმა ტოდ ფილიპსმა მოახერხა, რომ ერთდროულად გაეოცებინა, როგორც კომიქსის მოყვარულები, ისე იმ ტიპის მაყურებლები, რომლებსაც საერთოდ არ იზიდავთ მსგავსი თემატიკის ფილმები. ჯოკერის თამამმა, სრულიად ახლებური ხედვის მქონე სცენარმა და მსახიობ ხოაკინ ფენიქსის ოსტატობამ ფილმს არა მხოლოდ ფინანსური წარმატება, არამედ კრიტიკოსების აღიარებაც მიუტანა — ის უკვე გახდა ვენეციის საერთაშირისო კინოფესტივალის გამარჯვებული და მომავალი ოქროს გლობუსისა თუ ოსკარების დაჯილდოების ტრიუმფატორადაც სწორედ მას მოიაზრებენ.
5. Parasite
2017 წელს გამოსული საკმაოდ უფერულ ჰოლივუდურ ფილმ Okja-ს შემდეგ სამხრეთ კორეელი რეჟისორი, ბონგ ჯუნ ჰო თავის ფესვებს დაუბრუნდა და აზიური კინოს შედევრი შექმნა, რომელმაც მთელი მსოფლიო მალევე აალაპარაკა. პარაზიტი სოციალური სატირაა, რომელიც ერთდროულად დრამის, კომედიისა და ჰორორის ელემენტებსაც კი შეიცავს და თანამედროვე სამყაროს სოციალური უთანასწორობის შესახებ შემაძრწუნებელ იგავს მოგვითხრობს. ფილმი წელს კანის კინოფესტივალის საუკეთესო სურათად დასახელდა და ოქროს გლობუსის დაჯილდოების 3 ნომინაცია მიიღო, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ის ამ გავლენიანი ამერიკული დაჯილდოების რჩეულიც გახდება.
6. Young Ahmed
ჟან-პიერ და ლუკ დარდენები თანამედროვე კინოს ის გამორჩეული ხედვის მქონე წარმომადგენლები არიან, რომლებიც ყოველთვის ახერხებენ თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ გამოწვევებზე კინოენის საშუალებით ყველაზე ფაქიზად და სწორი პოზიციით ისაუბრონ. გამონაკლისი არც ყმაწვილი აჰმედი აღმოჩნდა: ფილმი ბელგიელი მუსლიმი მოზარდის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ექსტრემისტების გავლენის ქვეშ მოექცევა, რაც მის ლაღ ბავშვობას სრულიად რადიკალურად შეცვლის. 13 წლის აჰმედის ისტორია ზუსტად ასახავს იმას, თუ რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს დღეს თანამედროვე ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ მრავალჯერ სცადა რელიგიური გავლენების კრიტიკულად გადააზრება.
7. Us
არი ასტერის მსგავსად ჯორდან პილიც განსაკუთრებული ყურადღების ღირსი დამწყები რეჟისორია, რომელმაც გარდა იმისა, რომ საშინელებათა ჟანრის სრულიად ახლებური ესთეტიკის მქონე კინოსურათები შექმნა, ამავდროულად სწორედ საშინელებათა ჟანრის საშუალებით მარადიული პრობლემების შესახებაც მოგვითხრო — თუ მისი პირველი გახმაურებული ფილმი Get Out რასიზმის ჯერ კიდევ მწვავე პრობლემას აშიშვლებს, Us უფკსკრულივით უკიდეგანო სოციალური უთანასწორობის შესახებ მოგვითხრობს. მართალია, ოქროს გლობუსმა არ შეიმჩნია ეს ფილმი და არცერთი ნომინაცია არგუნა, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამერიკის კინოაკადემია მაინც დააფასებს ჯორდან პილის ამ ნამუშევარს და მინიმუმ რომელიმე ნომინაციაში წარდგენით მაინც აღნიშნავს მის ტალანტს.
8. Portrait of a Lady on Fire
თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალზე სელინ შიამას ალმოდებული ქალის პორტრეტი აჩვენეს, რომელიც წელს კანის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს, როგორც საუკეთესო სცენარის მქონე ფილმი. უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგმა რეჟისორმა არა მარტო სრულყოფილი სცენარის მქონე ფილმი გადაიღო, არამედ კამერის საშუალებით იდეალურად გადმოგვცა სცენარის ატმოსფერო: მთავარი გმირის, მხატვარი ქალის ირგვლივ არსებული გარემო და თითოეული სცენა ეკრანზე ნამდვილ ფერწერულ ტილოებად ცოცხლდება, რომლებსაც გინდა, რომ ფიზიკურად შეეხო და მათში დაგუბებული ტკივილი თუ ვნება ისე შეიგრძნო.
9. Sorry We Missed You
ინგლისელ რეჟისორი, კენ ლოუჩი ევროპული კინოს დიდოსტატია, რომელსაც ყველაზე უკეთ გამოსდის მაყურებლამდე მიიტანოს ისეთი თემები, რომლებიც ხშირად მეინსტრიმული კინოკამერის (და არა მარტო) ყურადღების მიღმა რჩება: სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა, შრომითი უფლებები და ა.შ. წლევანდელ ნამუშევარშიც არ უღალატა რეჟისორმა თავის ხელწერას და იდეალურად ასახა ფილმში, თუ როგორ ძლიერად შეიძლება იმოქმედოს გლობალურმა ეკონომიკურმა ძვრებმა ერთი ოჯახის ბედზე.
10. Marriage Story
თითქმის წლის მიწურულს შედგა რეჟისორ ნოა ბაუმბახისა და ნეტფლიქსის თანამშრომლობის შედეგის, Marriage Story-ის პრემიერა, მაგრამ ფილმმა მაინც მოახერხა, რომ მრავალი მაყურებლის გული მოეგო. მეტიც, კინოსურათმა ოქროს გლობუსის ყველაზე მეტი, ექვსი ნომინაცია დაიმსახურა და ამით ისეთ გახმაურებულ ფილმებსაც კი აჯობა, როგორებიცაა მარტინ სკორსეზეს The Irishman და კვენტინ ტარანტინოს Once Upon a Time… in Hollywood-ია. თუმცა, ვინც უკვე ფილმი ნახა, ეს ფაქტი სულაც არ გააკვირვებს: რთულია, სკარლეტ იოჰანსონისა და ადამ დრაივერის პერსონაჟების ისტორიას თვალი მიადევნო და არ აღფრთოვანდე.
*შენიშვნა: ნუმერაცია პირობითია და ფილმების თანმიმდევრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა











კომენტარები