დავით თარხან-მოურავი: ამ ხელისუფლებაში ბევრი მეგობარი გვყავს
ფოტო: რეპორტიორი
ტელეკომპანია პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას დღის ამბებში, პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა პარტიის ირგვლივ გავრცელებულ ხმებზე, არჩევნებთან დამოკიდებულებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
დავით თარხან-მოურავმა აღნიშნა, რომ მათ დიდი წვლილი მიუძღვით ხელისუფლების სათავეში მოყვანაში, თუმცა გავრცელებული ხმები თითქოს ალიანსი ქართული ოცნების ინტერესებს ატარებს სიმართლეს არ შეესაბამება:
"ის თეორია თითქო პატრიოტთა ალიანსი არის სატელიტი ქართული ოცნების და რასაც იქედან გვიბრძანებენ იმას ვაკეთებთ, ეს არის აბსოლუტური ბოდვა, პირდაპირ გეუბნებით. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენ დიდი როლი ვითამაშეთ იმაში, რომ ეს ხელისუფლება მოსულიყო სათავეში და ბუნებრივია ამ ხელისუფლებაში გვყავს ბევრი მეგობარი".
დავით თარხან-მოურავმა აღნიშნა, რომ პატრიოტია ალიანსი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მაგრამ არ აპირებს პროტესტის გამოხატვას, რადგან არ სურს ალიანსი ერთადერთი იყოს ვინც ყველაფრით უკმაყოფილოა:
"ჩვენ თავიდანვე ვთქვით, არ მიგვაჩნია რომ ავიღეთ 5 პროცენტი. საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაციაა, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც შედეგები აღიარა არჩევნების. პრაქტიკულად ყველა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები. ამიტომ ახლა ისეთი რამ, მოხდეს რომ ჩვენ ერთადერთები ვიყოთ ვინც ყველაფრით უკმაყოფილოა არც ეს ვარგა, ამიტომ ჩვენ ვუფრთხილდები ახლა ყველა სიტყვას.
განცხადებებში ვართ ძალიან ფრთხილები სწორედ იმიტომ, რომ არც ისე გამოვიდეს, რომ მარტო ჩვენ ვართ უკმაყოფილოები, მაგრამ მეორე არსებობს მარტივი სიბრძნე: არის დრო როცა ადამიანი უნდა გაჩუმდეს."
დავით თარხან-მოურავმა აღნიშნა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ პატრიოტთა ალიანსი დაიწყებს ბრძოლას ქვეყნის აღმავლობისთვის და სიმართლისთვის.
"იქნება ბრძოლა ეს ბუნებრივია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა ქართული ოცნების დაკვეთით იქნება და მითუმეტეს არ ნიშნავს რომ ქართულ ოცნებასთან ბრძოლა იქნება. ბრძოლა სიმართლისთვის უნდა იყოს და არ აქვს მნიშნველობა ვისთან."
დავით თარხან-მოურავმა მაგალითად მოიყვანა, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, პატრიოტთა ალიანსის მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციები და აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობა მხოლოდ იმ საკითხებზე ჰქონდათ როცა ინტერესთა თანხვედრა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში პატრიოტთა ალიანსი ხელისუფლების ყველაზე აქტიური ოპოზიციური პარტია იყო.
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები