ახალი წელი ახლოვდება! თუ არ გინდათ, რომ 31 დეკემბერს გაუთავებელ საცობებში გადაადგილდეთ მოლიდან მოლში, ჩვენ მარტივ გამოსავალს გთავაზობთ: ახლავე გამოიწერეთ საჩუქრები თქვენი მეგობრებისთვის.

დღეს იმ ადამიანების გახარებაში დაგეხმარებით, რომელთაც მოგზაურობა ძალიან უყვართ. ალბათ, თქვენც იცით, რომ პროფესიით ლამის მოგზაურ ადამიანებს ფუმფულა, ლამაზი საჩუქრებით ვერ გააკვირვებთ. მათთვის უფრო გამოსადეგი, პრაქტიკული და მარტივად სატარებელი ნივთები უნდა შეარჩიოთ.

ჩამოგითვლით 10 ნივთს, რომელიც მოგზაურებისთვის არის ზედგამოჭრილი

ფასები მოცემულია სტატიის გამოქვეყნების მომენტისათვის

1. პასპორტის ჩასადები წარწერით, რომელიც ყველა მოგზაურის დევიზია — "და თავგადასავალიც იწყება"

ადამიანებს, რომლებსაც ძალიან უყვართ მოგზაურობა, საკუთარ პასპორტთან განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. ეს მხოლოდ საბუთი კი არაა, არამედ მათი მოგზაურობების ისტორიაა. სწორედ ამიტომ, ეს პასპორტის ჩასადები მათთვის ზედგამოჭრილი საჩუქარი იქნებოდა.

შეიძინე ამაზონიდან $7,99-ად

2. პატარა სამოგზაურო ჩანთა, რომელიც ყველა მნიშვნელოვან ნივთს თვალის ჩინივით მოუფრთხილდება და შეინახავს

ამ პრაქტიკულ სამოგზაურო ჩანთაზე კი თვალისჩინივით იმან უნდა იზრუნოს, ვისთვისაც მას გაიმეტებთ.

შეიძინე ამაზონიდან $16,96-ად

3. ეს თერმოსი პატრონისთვის განკუთვნილ თითოეულ ყლუპ ყავას შეუნარჩუნებს სითბოს, თანაც საკმაოდ დიდი ხნით

ყავა სიტყვის მასალად გამოვიყენეთ, თორემ თბილად ინახავს ჩაისაც და არც ცივ წყლის პატრონობაზე ამბობს უარს

შეიძინე ამაზონიდან $15,21-ად

4. სამოგზაურო პირსახოცი მათთვის, ვინც გზად შემხვედრ ყველა მდინარესა თუ ტბაში ფეხშიშველი დაბოდიალობს

ან უბრალოდ დაარიგეთ მეგობარი ასე აღარ მოიქცეს და ეს პირსახოცი ნაკლებად ექსტრემალური სიტუაციებისთვის აჩუქეთ.

შეიძინე ამაზონიდან $9,99-ად

5. პატარა საფერფლე მწეველი მეგობრებისთვის, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა

გარდა იმისა, რომ საფერფლეა, ლამაზ ბრელოკადაც თამამად შეგვიძლია განვიხილოთ, რომელიც ნებისმიერ ზურგჩანთას დაამშვენებს.

გამოიწერე ამაზონიდან $8,99-ად

6. სამგზავრო ბალიში, რომელიც ავტომობილში, ავტობუსში, თვითმფრინავსა თუ მატარებელში, ერთნაირად გვაფიქრებინებს, რომ კომფორტულ ლოგინზე ვართ წამოკოტრიალებული

პირობას გაძლევთ, რომ ვისაც ამ ბალიშს უსახსოვრებთ, ის მისი საყვარელი მეგზური გახდება, რომელსაც არც ვიზა სჭირდება და არც ჩანთაში იკავებს ზედმეტად დიდ ადგილს.

გამოიწერე ამაზონიდან $9,99-ად

7. მარტივია, ეს ნივთი ნებისმიერ მოგზაურს იმიტომ გამოადგება, რომ ის კოვზიც არის და ჩანგალიც

რას დაარქმევდით, კანგალს თუ ჩობზს?

გამოიწერე ამაზონიდან $3,99-ად

8. მოდური სათვალე იმისთვის, რომ მოუსვენარ მზის სხივებს თავისი ადგილი მივუჩინოთ

ვერავინ დაიჯერებს, რომ ამ სათვალეში 10 დოლარზე ნაკლები გადაიხადეთ.

გამოიწერე ამაზონიდან $9,99-ად

9. სამოგზაურო კონტეინერების ნაკრები ადრესატს აეროპორტში დაყოვნებას აარიდებს

ასევე აარიდებს ჰიგიენურ საშუალებებში ტყუილად ფულის გადაყრას.

გამოიწერე ამაზონიდან $9,99-ად

10. ბარგის ტყავის იარლიყი, რომლის დახმარებითაც ჩემოდანი აღარასდროს დაიკარგება

ეს ძალიან საჭირო ნივთია და მის გარეშე გამოცდილი მოგზაურები ფეხსაც არ დგამენ საზღვარს გარეთ.

გამოიწერე ამაზონიდან 2 ცალი $9,99-ად

11. ელეგანტური ქოლგა, რომელიც საჩუქრის ადრესატს წვიმაში ხეტიალს შეაყვარებს

არც ერთ ამინდს არ აქვს უფლება, ნამდვილი მოგზაური შეაჩეროს.

გამოიწერე ამაზონიდან $17,99-ად

12. მარიო ბადესკუს სახის სპრეი, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რას უშვრება ფრენა კანს

ეს სპრეი სიწითლეებს აქრობს და სახის კანს ერთგვაროვან ელფერს აძლევს.

იყიდე ამაზონიდან $7-ად

კიდევ გაქვს საჩუქრები საყიდელი? მაშინ, ნახე ჩვენი სხვა კოლექციებიც

ფოტო: Anton Fritsler