განსხვავებულები ვართ, მაგრამ უცხოპლანეტელების შემოსევისას ხომ ყველა ერთიანდება — ბოკერია ბურჯანაძეზე
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტი გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს, რადგან ეს აქამდეც არერთხელ მომხდარა. რაც შეეხება ოპოზიციურ გაერთანებას, რომლის წევრი ბურჯანაძეცაა, ბოკერია განმარტავს, რომ ისინი იდეოლოგიურად ფუნდამენტალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და არც ესაა უცხო.
"ახლა აღმოაჩინეს ივანიშვილის პროპაგანდის ორგანოებმა, რომ ეგრე დადის იქ? პრობლემას ზოგადად როგორ არ ვხედავ, მაგრამ იქ შეკრებილია ხალხი, რომელსაც დიდი განსხვავება აქვს ყველაფერზე, მაგრამ თანხმდება ერთ რამეზე — თამაშის წესებზე. ზოგადად ეგრე ხდება, როცა უცხოპლანეტელები შემოგესევა იქ ყველა ერთიანდება და ეს კაცი, ივანიშვილი, უცხოპლანეტელია", — განუცხადა მან რუსთავი 2-ს.
პარტია დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაფრინდა. პოლიტიკოსი შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართავს, თუმცა პრესამსახურის თქმით, უცნობია უშუალოდ ვლადიმერ პუტინს შეხვდება თუ არა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე სასაუბროდ, ასევე, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განსახილველად ჩავიდა. მათი თქმით, ვიზიტი თვენახევრის წინ იყო დაგეგმილი და ამაზე გაერთიანებული ოპოზიცია ინფორმირებულია.
ინფორმირება ოპოზიციის ნაწილმა დაადასტურა, ნაწილმა კი არა. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ვიზიტის შესახებ რამდენიმე ადამიანმა სრულიად მოულოდნელად გაიგო. ამის გამო მან ოპოზიციის დროებითი გაერთიანება დატოვა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ნინო ბურჯანაძე მოსკოვში პოლიტიკური ვიზიტით ჩავიდა. ის არაერთხელ შეხვედრია ვლადიმერ პუტინს. დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს ლიდერი ესწრებოდა რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ევრაზიულ ქალთა ფორუმს, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთის დელეგაციაც ესწრებოდა. ნინო ბურჯანაძეს ნათქვამი აქვს, რომ რუსეთში ყველა ვიზიტზე პატრიარქს წინასწარ აყენებს საქმის კურსში.
გაიგეთ მეტი:
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
კომენტარები