უბედური შემთხვევა მოხდა მეტროსადგურ ნაძალადევის მეორე ხაზზე, შუა ხნის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ვაგონიდან გამოსულმა მამაკაცმა, არ დაიცვა მგზავრობის უსაფრთხოების წესები და დაეჯახა მოძრავი შემადგენლობა. მამაკაცს ადგილზე აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ამ მომენტისათვის ნაძალადევის სადგური დახურულია, ადგილზე, გამოძიების მიზნით, მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

როგორც On.ge-ს შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლკელობამდე მიყვანას გულისხმობს.