ოცდამეერთე საუკუნის ათიანი წლების მუსიკალური ისტორიის შეფასებისას აუცილებლად გაიხსენებენ ამერიკულ ჯგუფს The Pussycat Dolls, რომელმაც მოახერხა და თავისი კვალი დატოვა შოუბიზნესში.

თითქმის ათწლიანი შესვენების შემდეგ კი ჯგუფი კვლავ სცენაზე დაბრუნდა: 30 ნოემბერს გადაცემა X ფაქტორის ბრიტანულ შოუში ჯგუფმა ცეცხლოვანი შოუ დადგა.

ჯგუფის ყველასთვის კარგად ნაცნობი წევრები — ნიკოლ შერზინგერი, ეშლი რობერტსი, ჯესიკა სატა, კერმიტ ბეჩერი და კიმბერლი უაიეტი დიდხნიანი გაუჩინარების შემდეგ იმაზე შთამბეჭდავი შესრულებით დაბრუნდნენ, ვიდრე ამას ყველაზე ოპტიმისტი ფანები იმედოვნებდნენ.

თუ არ გჯერათ, თავად შეაფასეთ:

The Pussycat Dolls-მა ხუთწუთიანი შოუს განმავლობაში თავის პოპულარულ ჰიტებთან ერთად (Buttons, Don’t Cha და When I Grow Up) ახალი სინგლის, React-ის ნაწყვეტიც შეასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკულტო ჯგუფი ახალ ალბომზეც მუშაობს.

თუმცა მხოლოდ ეს არ არის: ჯგუფის სოლისტმა, ნიკოლ შერზინგერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეს ერთჯერადი შოუ არ იყო და 2020 წლიდან The Pussycat Dolls კონცერტების ტურნეს იწყებს.