ვის რა მოეწონა ქართული ოცნებიდან ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში
ფოტო: ქართული ოცნება
პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩაწერილი მორიგი ინტერვიუ ტრადიციულად შეუქეს ბიძინა ივანიშვილს გუნდის წევრებმა. პრემიერი და ზოგიერთი მინისტრი შეჯერდა იმაზე, რომ პარტიის თავმჯდომარე "ჩვეული გულწრფელობით" სცემდა პასუხებს საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს.
ფოტო: მთავრობის პრესსამსახური
"ბატონმა ბიძინამ აბსოლუტურად, გულწრფელად, ღიად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს", — თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და აღნიშნა ისიც, რომ მისთვის ცხადი გახდა ის მიზანიც, რაც ინტერვიუში გამოჩნდა — "აბსოლუტურად დემოკრატიულ გარემოში ქვეყნის მართვის სირთულე".
ფოტო: ირაკლი ღარიბაშვილი / Facebook
ყოფილმა პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუს შეფასებისას პრემიერის მსგავსად "გულწრფელობა" ახსენა. ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას "ექსტრემისტული ოპოზიცია" აფერხებს.
"ჩემი შეფასება არის შემდეგი, რომ ბატონი ბიძინა ჩვეული გულწრფელობით არის მოწოდებული. მან სრულად, გულწრფელად გასცა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს და ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას და ცილისწამებას, რომელიც მომდინარეობს ყველაზე რადიკალური, დესტრუქციული და ექსტრემისტული ოპოზიციად წოდებული ძალის მხრიდან", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ივანიშვილის გამოსვლა შეაფასა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამაც. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მან აღნიშნა, რომ ინტერვიუ იყო "ძალიან სიღრმისეული და ძალიან გულწრფელი ანალიზი".
"ეს ანალიზი მოიცავდა პასუხს იმ რადიკალური ფრთის განწყობების მიმართაც, ვინც ასე ვთქვათ, თავისი რადიკალიზმით ცდილობს, დესტრუქცია შემოიტანოს დღევანდელ განვითარებაში“, — აღნიშნა ნათია თურნავამ.
თურნავას თქმით, პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუში ადეკვატური პასუხი გაეცა ბევრ კითხვას, რომელიც შესაძლოა არსებობდეს საზოგადოებაში. მანვე აღნიშნა, რომ, როგორც ეკონომიკის მინისტრისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დასაქმების ნაწილი.
"ეს ყველაფერი კეთდება ერთი მთავარი მიზნისთვის - გავზარდოთ დასაქმება და ეს ხაზი ასახულია ყველა ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, დაწყებული განათლების რეფორმით და დამთვარებული თუნდაც მასობრივი პრივატიზებით", — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ფოტო: იუსტიციის მინისტრი
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ინტერვიუმ მთლიანად აჩვენა, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი. განცხადებაში მინისტრი ხაზს უსვამს იმას, რომ ივანიშვილს პირადი ინტერესები არ აქვს, არამედ, მისთვის მთავარია, "ქართული სახელმწიფოს სწრაფი განვითარება"
"დროა, რომ პარტიებმა არჩევნებზე იზრუნონ და ვერანაირი ხელშეშლა ვერც მთავრობის და ვერც პარლამენტის ფუნქციონირებაში ეფექტური ვერ იქნება. რაც მალე გავიგებთ ამას ყველა ერთად, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნისთვის იქნება უკეთესი", — განაცხადა თეა წულუკიანმა.
ივანიშვილის ინტერვიუ შეაფასეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმაც. მთავრობის წევრების მსგავსად, მათაც საერთო, თუმცა განსხვავებული მესიჯბოქსი ჰქონდათ, კერძოდ, პოლიტიკური ოპოზიციის, ნაციონალული მოძრაობის კრიტიკა, ინტერვიუს კონტექსტში.
ფოტო: საქართველს პარლამენტი
ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ინტერვიუს იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას რეალურად გადატრიალება სურს:
"ნებისმიერ ვითარებაში, როცა გულზე მჯიღს ირტყამენ და ამბობენ, რომ მათი პოპულარობა დღითიდღე იზრდება, თუნდაც ამ ლიდერების, რომლებიც ერთად გაერთიანდნენ, რატომაც არა, გამოვიდნენ არჩევნებში და მიიღონ მონაწილეობა. მაგრამ მათ არჩევნები არ უნდათ, მათ უნდათ ის რევოლუციური რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილი 2014 წლიდან აანონსებდა, შეიძლება უფრო ადრეც".
ფოტო: სააქართველოს პარლამენტი
პარლამენტის გადამდგარმა თავმჯდომარემ და ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნაცონალური მოძრაობა "სარკეში ჩაახედა":
"სურათი აბსოლუტურად ზუსტად იყო წარმოჩენილი, სწორედ ამიტომ ვისმენდით ჩვენ გუშინ მთელი დღის განმავლობაში და დღეს დილიდან ნაცმოძრაობის წარმომადგენლების ნერვიულ კომენტარებს. მათ ჩაიხედეს სარკეში! ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები