ჩინეთში შავი ჭირის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ცოტა ხნის წინ ჩინურ მედიაში ოფიციალური ცნობები გავრცელდა იმის შესახებ, რომ ქვეყანაში შავი ჭირით დაავადების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ცნობილია, დიაგნოზის დასმის შემდეგ ამჟამად ორივე პაციენტს მკაცრი კონტროლის ქვეშ საავადმყოფოში მკურნალობენ.
შავი ჭირი, იგივე შავი სიკვდილი, კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ეპიდემიაა, რომელსაც შუა საუკუნეებში ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ემსხვერპლა - დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი. მისი გამომწვევია ბაქტერია Yersinia pestis, რომელიც რწყილების ან დაინფიცირებული ცხოველების ნაკბენით გადაეცემა ადამიანს.
შავი ჭირი სამ სხვადასხვა ფორმაში შეიძლება გამოვლინდეს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ბუბონური, ყველაზე საშიში კი პულმონალური - ამ დროს ყველაზე დიდი შანსია, რომ ინფექცირებულმა ადამიანმა ხველებით სხვებიც მარტივად დააავადოს. ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევისას ორივე პაციენტს სწორედ შავი ჭირის ეს ფორმა აღმოაჩნდათ, რომელიც შესაბამისი მკურნალობის გარეშე ყოველთვის ფატალურად სრულდება.
მართალია, გასულ საუკუნეებში მძიმე ეკონომიკურმა თუ სოციალურმა მდგომარეობმა ხელი მეტად შეუწყო ეპიდემიის გავრცელებას, მაგრამ მას შემდეგ მსოფლიოს დიდ ნაწილში ადამიანების ცხოვრების ხარისხი, ჰიგიენის ნორმები და სამედიცინო საშუალებები გაუმჯობესდა - შავი ჭირის საწინააღმდეგო მედიკამენტებიც შეიქმნა.
ამის მიუხედავად, ეს ეპიდემია მთლიანად არ გამქრალა: მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში შავი ჭირის ორმოცდაათი ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ყველაზე მეტი კონგოს რესპუბლიკაში, მადაგასკარსა და პერუში. ამის გამო მიიჩნევენ, რომ კვლავ არის საშიშროება შავი ჭირი კაცობრიობისთვის მასშტაბური საფრთხის გამომწვევი ხელახლა გახდეს.
როგორ შეიძლება დაინფიცირდე შავი ჭირით და შესაძლებელია თუ არა მისი განკურნება?
აშშ-ს დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, ადამიანები შავი ჭირით ძირითადად Xenopsylla cheopis სახელით ცნობილი რწყლის კბენის შემდეგ ავადდებიან, რომელთა გადამტანიც ყველაზე ხშირად ვირთხები არიან. ამ რწყილის კბენის შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმში ბაქტერია Yersinia pestis ხვდება, რაც ადამიანის შავი ჭირით დაინფიცირებას იწვევს.
ამჟამად არ არსებობს ეფექტური ვაქცინა, რომლის საშუალებითაც შავი ჭირისგან თავს დავიცავთ, თუმცა არაერთი თანამედროვე ანტიბიოტიკი მოგვეპოვება, რომელიც დაავადების განვითარებას აფერხებს და ადამიანების მარტივად გამოჯანმრთელებასაც უწყობს ხელს. ამისათვის კი აუცილებელია, დაავადების გამოვლენისთანავე მოხდეს მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა, რადგან მისი თავდაპირველი ფორმა - ბუბონური - გაცილებით ნაკლებად საშიშია, ვიდრე მისი გართულებული ფორმა - პულმონალური შავი ჭირი, რა დროსაც ბაქტერია ინფიცირებული ორგანიზმის ფილტვებში ხვდება და გარშემომყოფების დაავადების რისკსაც ზრდის.
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები