პატი სმიტი საყვარელი წიგნების შესახებ: რას კითხულობს საკულტო მომღერალი
ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა და მწერალმა, პატი სმიტმა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამედროვე არტისტად ითვლება, თავისი საყვარელი და ნაკლებად საყვარელი წიგნების შესახებ ისაუბრა.
წიგნი, რომელსაც ამჟამად ვკითხულობ
სულ ახლახანს დავიწყე ნონა ფერნანდესის Space Invaders-ის კითხვა. წიგნი ძალიან საინტერესო ჩანს და თანაც ის ინგლისურად შესანიშნავმა მთარგმნელმა, ნატაშა ვიმერმა თარგმნა.
წიგნი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა
ლუიზა მეი ოლკოტის წიგნის - პატარა ქალები - პერსონაჟმა, ჯო მარჩმა გადამაწყვეტინა, რომ სამეცნიერო ოცნებები დამევიწყებინა და მწერალი გავმხდარიყავი.
წიგნი, რომლის ავტორობასაც ვისურვებდი
კარლო კოლოდის პინოკიოს თავგადასავალი ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის იდეალური წიგნია. ეს ყველასთვის საყვარელი ზღაპარი მოგვითხრობს შემოქმედებითობაზე, კეთილსა და ბოროტს შორის დაპირისპირებაზე, დანაშაულის გამოსყიდვასა და ფერისცვალებაზე. შვიდი წლის ასაკში წავიკითხე ეს წიგნი და მას შემდეგ მუდამ ვოცნებობდი, რომ რამე მსგავსის დაწერა მეც შემძლებოდა.
წიგნი, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩემს შემოქმედებაზე
ჟან ჟენეს ქურდის ჩანაწერები, რომელმაც ერთდროულად შეზავებული ავტობიოგრაფიული და პოეტური ელემენტებით ის ჟანრი მაპოვნინა, რომელსაც მთელი გულით ვეძებდი.
წიგნი, რომელიც, ჩემი აზრით, საკმარისად დაფასებული არ არის
კერი უოლესის The Blind Contessa’s New Machine განსაცვიფრებელი ტექსტია. არ ვიცი, რამდენად პოპულარულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ნამდვილი საგანძურია.
წიგნი, რომელმაც ჩემი აზროვნება შეცვალა
ჰერმან ჰესეს წიგნმა რიოში მარგალიტებით თამაში ჩემი აზროვნება არ შეცვალა, თუმცა ნამდვილად გააფართოვა შემოქმედებითი ინტელექტის სრულიად ახალი დეტალების აღმოჩენით.
წიგნი, რომელზეც ბოლოს ვიტირე
შარლოტა ბრონტეს Villette-ის დასასრულმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ ამ წიგნის ალტერნატიული დასასრული თავადაც დავწერე.
წიგნი, რომელმაც ბოლოს ბევრი მაცინა
სეზარ აირას დიდებული ნაწარმოები Artforum. ამ ავტორის ყველა წიგნი საოცარი იუმორითაა სავსე.
წიგნი, რომლის კითხვაც ვერ დავასრულე
პატარა ასაკში მარკ ტვენის უფლისწული და მათხოვარის კითხვა რომ დავიწყე, იმდენად გავნერვიულდი, რომ გული ამერია. მისი დასრულება ვერ შევძელი და ამისთვის არც ახლა ვარ მზად.
წიგნი, რომელიც წაკითხული რომ არ მაქვს, მრცხვენია
უკვე წლებია სახლში მაქვს რობეტ მუზილის უთვისებო კაცის საუცხოო სამტომიანი გამოცემა და აქამდე არ წამიკითხავს. ვფიქრობ, უკვე დადგა ამის გამოსწორების დროც.
წიგნებთან დაკავშირებული პირველი მოგონება
წიგნები იქამდე შემიყვარდა, სანამ მათ წაკითხვას შევძლებდი. თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მათში რაღაც ძვირფასი ინახებოდა და როცა რობერტ ლუის სტივენსონის საბავშვო ლექსები წავიკითხე, დავრწმუნდი, რომ არ ვცდებოდი.
წიგნი, რომელსაც სხვებს ვჩუქნი
მარსელ შვობის საუცხოო ნაწარმოები The Children’s Crusade.
წიგნი, რომლითაც მინდა, რომ ვახსოვდე სხვებს
ჩემი წიგნი Woolgathering, რადგან ის ჩემს წარმოსახვას ყველაზე ზუსტად გამოხატავს.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
კომენტარები