თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები, რიგ შემთხვევებში, ერთ უწყებაში მუშაობენ — TI
ფოტო: On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ ქონებრივი დეკლარაციების შესწავლით გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში.
კვლევაში წერია, რომ შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა, ჯამში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 350-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა იყო.
თანამდებობის პირების დეკლარაციების შესწავლის პროცესში მკვლევარებმა დაადგინეს შემდეგი:
- ადგილობრივ ხელისუფლებაში ხშირია თანამდებობის პირების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმება მისი ოჯახის წევრის რომელიმე ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ;
- ხშირია ადგილობრივი თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა დასაქმება მუნიციპალურ სსიპ-ებსა და აიიპ-ებში;
- არის შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები მუშაობენ იმავე უწყებაში, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის დარღვევაა, გარდა კონკურსის წესით დანიშვნის შემთხვევებისა;
- სასამართლო სისტემაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეების ოჯახის წევრები საქმდებიან იმავე სისტემაში, ზოგიერთ შემთხვევაში იმავე რაიონულ სასამართლოში;
- ყველა დეპუტატი, რომლის ოჯახის წევრიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.
საჯარო სამსახურში თანამდებობის პირის ოჯახის წევრის დასაქმების შემთხვევები, რომლებიც მკვლევარების აზრით, ნეპოტიზმის მაღალ რისკს შეიცავს:
- კახი კანდელაკი - 2013-17 წლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; — მისი ცოლი ელენა იავორსკაია 2016 წლიდან შპს თბილისის სახ. საკონცერტო დარბაზის მარკეტინგის დირექტორია;
- გიორგი ხანიშვილი - 2018 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 2016-17 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე — მისი შვილი, თამარ ხანიშვილი 2017 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტია;
- ნიკოლოზ დიდიძე - 2013 წლიდან სსიპ-სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს უფროსის მოადგილე — მისი მეუღლე, სოფიო ქორჩაშვილი 2017 წლიდან სსიპ - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მთავარი სპეციალისტია;
- გიორგი ახვლედიანი - 2014 წლიდან ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე — მისი მეუღლე, ქეთევან ახვლედიანი 2016 წლიდან შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამსახურის უფროსია;
- კობა კობალაძე - 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე — მისი შვილი, ზურაბ კობალაძე 2018 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომელია;
- ანზორ ბოლქვაძე - 2008 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი, შუახევის, ხულოსა და ქედის მაჟორიტარი — მისი მეუღლე, თინა ბოლქვაძე 2018 წლიდან ააიპ ხულოს სამხატვრო გალერეის წამყვანი სპეციალისტია;
- გოგა გულორდავა - 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი — მისი მეუღლე, ნათია მოლაშხია 2017 წლიდან ააიპ-წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კოორდინატორია.
პარლამენტის დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები
- შოთა ხაბარელი - 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი — მისი შვილი, ანი ხაბარელი 2017 წლიდან თბილისის წყალმომარაგების კომპანიის სპეციალისტია; კობა ლურსმანაშვილი - 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი — მისი შვილი, ანი ლურსმანაშვილი 2018 წლიდან სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის მთავარი სპეციალისტია;
- ზვიად ძიძიგური - 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი — მისი და, მარინე ძიძიგური 2017 წლიდან სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სპეციალისტია;
- ირაკლი ბერაია - 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი — მისი მეუღლე, ხათუნა ბობოხიძე 2017 წლიდან შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კონსულტანტია;
- დავით სონღულაშვილი - 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი — მისი მეუღლე, ქეთევან მაღულარია 2017 წლიდან სსიპ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის საფინანსო სამსახურის უფროსი სპეციალისტია;
- შალვა კიკნაველიძე - 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი — მისი მეუღლე, თათია სახელაშვილი 2017 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალისტია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები