მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ — კუბლაშვილი ძალადობის სავარაუდო მსხვერპლზე
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს, თამთა თოდაძეს "სამუდამოდ დაასამარებს და დაამთავრებს". ამის შესახებ მან პრაიმტაიმთან განაცხადა.
კუბლაშვილი ამბობს, რომ თოდაძემ ჯიშკარიანს წარსული და ღირსება გაუნადგურა.
"რომელი ეთერიდანაც ლანძღეს და ცილი დასწამეს ჩემს კლიენტს, ილია ჯიშკარიანს, ამავე ეთერში მოვიწვიე. რა გავაკეთე მითხარით ცუდი?! წიხლქვეშ ამოიდეს ჩემი კლიენტის ფოტოები და აქციები მოაწყეს, ხან პირდაპირ ეთერში დასხდნენ და ისაუბრეს. ცრემლმორეული და ღრიალით კარდაკარ დადიოდნენ და ატრიალებდნენ გულის ამაჩუყებელ სცენებს. ქალი ნაცემი არ არის, ხელებზე აქვს ნაჩხაპნები, ვერ გაურკვევია, სად მიიღო ეს ნაჩხაპნები... ჯიშკარიანისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ხალხია, ვინც მისი სახელი და გვარი შემოხაზა არჩევნებში. უნდა, რომ ამ ხალხს გააგებინოს სიმართლე. კაცია და ვერ იჭორავებს, არ გამოსდის ამ კაცს ქალივით ჭორაობა, ნერვიულობს. მე ქალი ვარ და აი, მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ", — აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით, ტელეეთერში დებატებზე კითხვების დასმა და პასუხების მიღება სურდა.
კუბლაშვილმა სავარაუდო მსხვერპლი, თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი სატელევიზიო დებატებში 14 ოქტომბერს გამოიწვია, რაზეც უარი მიიღო.
სექსუალური ძალადობის საქმე
ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ყვება, რომ ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა და როცა გაქცევა მოახერხა, შემდეგ ფიზიკურად იძალადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.
გარდა ამისა, თამთა თოდაძე ამბობს, რომ პოლიცია სავარაუდო დანაშაულის ადგილზე რამდენიმესაათიანი დაგვიანებით მივიდა. მისი თქმით, სავარაუდო დანაშაული დღის ოთხ საათზე მოხდა, ხოლო სამართალდამცავები ადგილზე მხოლოდ ღამის სამ საათზე მივიდნენ და ოთახი უკვე დალაგებული დახვდათ.
თამთა თოდაძის დედა აცხადებს, რომ ილია ჯიშკარიანის მეგობარი მასთან მივიდა და მორიგება შესთავაზა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მორიგების პირობა მან არ იცის, თუმცა საკითხი ბრალდების უარყოფას ეხებოდა.
-
ქვიზი: გამოიცანი ოსკაროსანი ფილმი მსახიობით ქვიზი: გამოიცანი ოსკაროსანი ფილმი მსახიობით
-
ხელოვნური ინტელექტი ბირთვული კონფლიქტებისკენაა მიდრეკილი? — პასუხმა მკვლევრები შეაშფოთა ხელოვნური ინტელექტი ბირთვული კონფლიქტებისკენაა მიდრეკილი? — პასუხმა მკვლევრები შეაშფოთა
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: ხელოვნური ინტელექტის როლი ენის სწავლის პროცესში შემდეგი პოდკასტი: ხელოვნური ინტელექტის როლი ენის სწავლის პროცესში
-
5 ჯანსაღი დესერტი, რომელსაც მარტივად მოამზადებ 5 ჯანსაღი დესერტი, რომელსაც მარტივად მოამზადებ
-
სელფი ქალთა ჩართულობისთვის ტექნოლოგიებში: STEAM დღე გაიმართა სელფი ქალთა ჩართულობისთვის ტექნოლოგიებში: STEAM დღე გაიმართა
-
CashBack-ისა და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს CashBack-ისა და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
-
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ტელენოველა ერთი კადრით ქვიზი: გამოიცანი ტელენოველა ერთი კადრით
-
უოლტერ უაითის ეფექტი — კიბოს დიაგნოზი და კრიმინალი უოლტერ უაითის ეფექტი — კიბოს დიაგნოზი და კრიმინალი
გადახედვა
-
"ოცნების" პოლიტსაბჭო: "საქართველოში ვერავინ მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს" "ოცნების" პოლიტსაბჭო: "საქართველოში ვერავინ მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს"
გადახედვა
-
ტესტი: ვინ იქნებოდი რომის იმპერიაში? ტესტი: ვინ იქნებოდი რომის იმპერიაში?
-
მაზდა ცენტრი თეგეტამ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა მაზდა ცენტრი თეგეტამ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
-
რატომ ვეძალებით ტკბილს, როცა სტრესი გვეძალება? რატომ ვეძალებით ტკბილს, როცა სტრესი გვეძალება?
-
რაჟდენ კუპრაშვილი: "იმედი ცოცხალია, კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება" რაჟდენ კუპრაშვილი: "იმედი ცოცხალია, კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება"
გადახედვა
-
"მაგთიკომი" დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "მაგთიკომი" დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ალტა მომსახურების პროცესების გაციფრულებას აგრძელებს ალტა მომსახურების პროცესების გაციფრულებას აგრძელებს
-
ქიმოკოსებმა ფოსფორის ახალი თვისება აღმოაჩინეს ქიმოკოსებმა ფოსფორის ახალი თვისება აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მთავრობის ახალი დადგენილებით, სასწავლო პროგრამების სიაში ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგია აღარ იძებნება მთავრობის ახალი დადგენილებით, სასწავლო პროგრამების სიაში ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგია აღარ იძებნება
გადახედვა
-
რა მოცულობის წყალია ადამიანის ორგანიზმში და რაში გვეხმარება ის რა მოცულობის წყალია ადამიანის ორგანიზმში და რაში გვეხმარება ის
-
რომის პაპმა მღვდლებს მოუწოდა, რომ ქადაგებების დასაწერად ხელოვნური ინტელექტი არ გამოიყენონ რომის პაპმა მღვდლებს მოუწოდა, რომ ქადაგებების დასაწერად ხელოვნური ინტელექტი არ გამოიყენონ
გადახედვა
-
მოისმინეთ: Blackpink ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა მოისმინეთ: Blackpink ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა
გადახედვა
კომენტარები