თურქეთისთვის ძლიერ სანქციებზე ვთანხმდებით — დონალდ ტრამპი
ფოტო: AP
სირიაში საომარი მოქმედებების დაწყების გამო ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთისთვის სანქციებს ამზადებს. ამის შესახებ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერზე წერს და ამბობს, რომ ამ თემაზე სრული კონსენსუსია.
"სენატორ ლიდსი გრემთან, კონგრესის სხვა ბევრ წევრთან და დემოკრატებთან ერთად თურქეთისთვის ძლიერი სანქციების დაწესებაზე ვთანხმდებით. ფინანსთა სამინისტრო უკვე მზად არის და შესაძლებელია, დამატებითი კანონპროექტებიც მივიღოთ. დიდი კონსენსუსი გვაქვს. თურქეთი გვთხოვს, რომ ეს არ გავაკეთოთ", — წერს აშშ-ს პრეზიდენტი.
თურქეთისთვის იარაღის მიწოდება შეწყვიტა გერმანიამ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანის თქმით, ისინი აღარ მიაწოდებენ იარაღს, რომელიც შესაძლოა, თურქეთმა სირიაში გამოიყენოს.
9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები სირიელი ქურთების წინააღმდეგ დაიწყო. თურქეთის ხელისუფლება ამ ოპერაციას "მშვიდობის წყაროს" უწოდებს და მათი მიზანია სირიის საზღვარზე ქურთებისგან და ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან თავისუფალი ზონა შეიქმნას. როგორც ოფიციალური ანკარა აცხადებს, ამით 1-2 მილიონი სირიელი ლტოლვილი თავის საცხოვრებელს დაუბრუნდება.
სამხედრო თავდასხმაში მონაწილეობს ავიაცია, არტილერია და სხვადასხვა სამხედრო დანაყოფი. თავდასხმა ქურთების მიერ კონტროლირებად ოთხ ძირითად ქალაქზე დაიწყო, რის გამოც ათასობით ადამიანმა საკუთარ საცხოვრებელი დატოვა. დაღუპულებს შორის არიან როგორც ქურთი მებრძოლები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა.
თავდასხმის გამო საერთაშორისო საზოგადოებამ თურქეთი გააკრიტიკა. აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თურქეთის ქმედებებს არ ამართლებს და სერიოზული სანქციების გატარებით იმუქრება. გარდა ამისა, ოპერაციის დაწყებამდე აშშ-მ რეგიონიდან საკუთარი სამხედროები გამოიყვანა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტიონიო გუტიერეშმა შეშფოთება გამოთქვა მიმდინარე სიტუაციის გამო, ხოლო ფედერიკა მოგერინიმ თურქეთისგან საომარი მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები