საქართველოს დროშას მაინც არ უყურებთ ხანდახან, მეგობრებო? — სააკაშვილის პასუხი კრიტიკას
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოთი გამოეხმურა საზოგადოების კრიტიკას, რომელიც მის გუშინდელ განცხადებებს მოყვა. სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში განაცხადა, რომ ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავება აქვს, რადგან ჯვარს ატარებს. მან, ასევე, ტრადიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღეს კი იგივე გაიმეორა.
"საქართველოს დროშას მაინც არ უყურებთ ხანდახან მეგობრებო? რა თქმა უნდა, ეს არის ხაზგასმა არამხოლოდ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულების, არამედ ეს არის ის, რასაც ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს და ემხრობა. მე მოვუწოდებ ყველას, რომ ნუ მოვწყდებით ჩვენს ხალხს. დიახ ჩვენ ვეფუძნებით ჩვენს ტრადიციებს", — ამბობს ის.
ამავდროულად სააკაშვილი აცხადებს, რომ მას და მის გუნდს ყველაზე ინოვაციური გეგმები აქვს, მაგრამ ეს არ ეწინააღმდეგება იმას, რომ "ტრადიციულები" იყვნენ.
სააკაშვილის განცხადებები კრიტიკის ობიექტი გახდა. სამოქალაქო საზოგადოება ექსპრეზიდენტს პოპულიზმში ადანაშაულებს. ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა ის შავრაზმელებს შეადარა, გიგი უგულავამ კი დაწერა, რომ სირცხვილია და ამ ფაქტს ვერ შეაფასებს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ კი ფეისბუქმეგობრებს ჰკითხა რჩევა.
დღეს, 30 სექტემბერს მთავარი არხის ეთერში მიხეილ სააკაშვილმა ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიას ბრალს დასდო "ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასაულობებისგან დისტანცირებაში".
სააკაშვილს მთავარი აქცენტების წამყვანებმა ევროპულ საქართველოსთან განსხვავებაზე დაუსვეს კითხვა, რის პასუხადაც მან იმის მტკიცება დაიწყო, რომ შეიძლება ბევრს არ სჯერა, მაგრამ ქრისტიანია და ჯვარსაც ატარებს. ამის შემდეგ სააკაშვილი ბოკერიას კრიტიკადაიწყო.
"მთელი ეს წლები განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება ქართული ტრადიციებისა და ფასეულობების მიმართ. ჩვენი ფასეულობები, რომელიც ჩვენთვის არის უძვირფასესი... ბოკერია არის ყველაფერი, პრინციპში, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ", — განაცხადა სააკაშვილმა.
გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ნიკა გვარამიამ მას უთხრა, რომ ეს პოპულისტურ განცხადებად ჟღერდა, თანაწამყვანმა ეკა კვესიტაძემ კი განუმარტა, რომ იგივე რიტორიკით და უარგუმენტოდ საუბრობდნენ ქართული მარში და სხვა ანტიდასავლური ორგანიზაციები ბოკერიაზე და თავად სააკაშვილზეც. პასუხად სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ბოკერიას არ ჰგავს, რადგან ბევრი ეკლესია აქვს აშენებული.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები