10 ქართველი და უცხოელი მასწავლებელი, რომელიც თავისი კრეატიულობით გაგაკვირვებთ
ფოტო: Ahmet Iltas
მართალია, ახალი სასწავლო წლის პირველმა კვირამ უკვე ჩაიარა, თუმცა, ჯერ კიდევ არ არის გვიანი, რომ იმ ქართველ ან უცხოელი მასწავლებლებლებზე მოგიყვეთ, რომლებმაც საკუთარი კრეატიულობით ირგვლივ ყველა აალაპარაკეს.
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ მასწავლებლობა საკმაოდ საპასუხისმგებლო პროფესიაა, რადგან ყველა მშობელი, რომელიც ამ ადამიანებს საკუთარი შვილების აღზრდას ანდობს, ცდილობს დარწმუნდეს, რომ არჩევანში ნამდვილად არ შემცდარა.
თუმცა, საუკეთესოთა შორისაც არსებობენ საუკეთესოები, რომლებიც პროფესიული უნარ-ჩვევების გარდა, განსაკუთრებული კრეატიულობითაც არიან დაჯილდოებული და ამ ნიჭს ყოველდღიურ სასაწავლო პროცესშიც, ბავშვებთან ურთიერთობისას იყენებენ.
აი, ისინიც:
1. ეს მასწავლებელი ბავშვებს 2Pac-ის სიმღერებით ინგლისურს ასწავლის
დარეჯან გურასაშვილი ინგლისურის მასწავლებელია და საკუთარ მოსწავლეებს უცხო ენას საკმაოდ ორიგინალური ხერხით ასწავლის. გაკვეთილზე, რომლის ამსახველი ვიდეოც პედაგოგმა თავისი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, ბავშვებთან ერთად 2Pac-ის სიმღერებს უსმენს და მღერის.
დიახ, ყველაფერი სწორად წაიკითხეთ. მასწავლებელი საკუთარი სწავლების მეთოდის პლიუსებზეც საუბრობდა და აღნიშნა, რომ ბავშვებმა ამ გზით რამდენიმე არაწესიერი ზმნა და მარტივი წარსული დროის კითხვითი ფორმის წარმოება 10 წუთში ისწავლეს.
2. ამ მასწავლებელმა კი საკლასო ოთახი ჰოგვარტსს დაამსგავსა
გარდა იმისა, რომ სტასი ლაბი წლებია მასწავლებლად მუშაობს, ასევე ჰარი პოტერის გულმხურვალე ფანია. ამას მის მიერვე ტვიტერზე გავრცელებული ვიდეოდან ვიგებთ, რომელიც ჰოგვარტსად გადაქცეულ საკლასო ოთახს ასახავს.
კითხვაზე თუ როგორ გადააქცია ერთ დროს მოსაწყენი საკლასო ოთახი ყველა ბავშვისთვის ოცნების ადგილად, ამერიკელი მასწავლებელი, აი, ასე პასუხობს: "საჭირო ინვენტარის შესაგროვებლად ვიყენებდი ფეისბუქის სხვადასხვა ჯგუფებს, ნივთებს ვეძებდი სუპერმარკეტებში, ძველმანების ბაზრობებზე, ბევრი რამ უფასოდაც კი გადმომცეს".
მასწავლებელი იმასაც აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ის მომენტი უყვარს, როდესაც მისი მოსწავლეები პირველად შემოდიან საკლასო ოთახში და გაოცებასა და სიხარულს ვერ მალავენ.
3. ეს მასწავლებელი ბავშვებს დილაობით ტაშით, ხელის ჩამორთმევით ან ჩახუტებით ხვდება
რამდენიმე თვის სოციალურ ქსელში ქართველი მასწავლებლის, ერეკლე აბაშმაძის ვიდეო გავრცელდა, რომელსაც მაშინვე უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
საქმე ის არის, რომ ერეკლე ბავშვებს დილაობით ნამდვილ დღესასწაულს უწყობს და მისალმებისას მათ ტაშის დაკვრის, გულის ჩვენების, ხელის ჩამორთმევის ან ჩახუტების შესაძლებლობა აძლევს.
როგორც ვიდეოში ხედავთ, ბავშვებს ძალიან მოსწონთ კრეატიული მასწავლებლის იდეა და ამ გამოწვევასაც სიამოვნებით ართმევენ თავს.
4. ამ მასწავლებელმა ბავშვებისთვის ყურსასმენების შესანახი გააკეთა
ყველა მოსწავლემ იცის, რომ გაკვეთილზე ზედმეტი ნივთები მას ყურადღების მოკრებაში ხელს შეუშლის. ეს კარგად იცის ამბერმაც, რომელიც აშშ-ში, ერთ-ერთი საჯარო სკოლაში ასწავლის.
მასწავლებელმა ზედმეტი ნივთების ორგანიზებულად შესანახად სპეციალური საკიდი შექნა, რომელსაც ბევრი ჯიბე და მათ თავზე წაწერილი ბავშვების სახელებია გამოსახული. ახლა უკვე ყველა პატარამ იცის, რომ სანამ სწავლით არიან დაკავებული, მათი საყვარელი ნივთები უსაფრთხო ადგილას ინახება.
5. ამ მასწავლებელს სწავლის პირველ დღეს ბავშვების გაცნობის ორიგინალური მეთოდი აქვს
ლელა ტეფნაძე თბილისის მწვანე სკოლის გამოცდილი მასწავლებელია და კარგად იცის, რომ სწავლის პირველ დღეს ერთმანეთის გასაცნობად ბავშვებს პატარა ბიძგი ყოველთვის სჭირდებათ.
სწორედ ამიტომ, ლელამ პირველი დღისთვის საკმაოდ ორიგინალური რამ მოიფიქრა — "მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი". აქტივობა, რომელიც ცოტათი თამაშსაც ჰგავს, ბავშვებს სხვადასხვა ფერის ტკბილეულის შერჩევისა და შესაბამისი კითხვის დასმის საშუალებასაც აძლევს.
6. განელი მასწავლებელი კი კომპიუტერულ პროგრამებს ხატვით ასწავლიდა
ფოტო: boredpanda
არც ისე დიდი ხნის წინ, განელი პედაგოგის სწავლების უცნაურმა მეთოდმა მსოფლიო გაოგნებული დატოვა.
ავორა კვადვო კომპიუტერულ პროგრამებს ბავშვებს არც მეტი, არც ნაკლები დაფაზე ხატვით ასწავლიდა. ამის მიზეზი კი სკოლაში არარსებული ინფრასტრუქტურა იყო.
"ყველა მასწავლებელს ბავშვებისთვის ცოდნის გაზიარების საკუთარი გზა აქვს, დაფაზე ხატვა კი სწავლების ჩემებური ხერხია", - ამბობდა ის.
ამ ამბავს ბედნიერი დასასრული აქვს, რადგან ამ გულისამაჩუყებელი ისტორიის ელვის სისწრაფით გავრცელების შემდეგ, განელ მასწავლებელსა და მის მოსწავლეებს საჩუქრად ახალი კომპიუტერები გადასცეს.
7. ამ მასწავლებელმა ხელნაკეთი სათავსო გააკეთა
თუ მასწავლებელი ხართ, ან ოდესმე გახდებით და საკლასო ოთახში საკმარისი სივრცე არ გექნებათ, მაშინ ამერიკელ მასწავლებელს ლიზა მარის უნდა მიბაძოთ.
ქალმა კლასში არასაკმარისი სათავსოების პრობლემას საკმაოდ კრეატიულად მიუდგა და საკუთარი მაგიდის გვერდით პროდუქტის ჩასალაგებული ყუთებით გაკეთებული, ხელნაკეთი თაროები დადგა.
8. ეს მასწავლებელი კი სკოლაში 580 მოსწავლის ნახატით გაფორმებული კაბით მივიდა
ჩარლი ლეიკი ტეხასელი მასწავლებელია, რომელმაც ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ საკუთარი მოსწავლეების შრომა დაეფასებინა და ასევე მათთვის ხელოვნების სწავლის დამატებითი მოტივაცია მიეცა.
ქალმა თავისი 580 მოსწავლის ნახატი ახალ კაბაზე გადაიტანა და სკოლაში ამ ულამაზესი, ილუსტრირებული სამოსით გამოცხადდა.
"ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რომ ბავშვებს ხელოვნება შევაყვარო, რადგან მათთვის სახალისოა, როდესაც მათ მასწავლებელს მათივე ნახატებით გაფორმებული კაბა აცვია", — თქვა ჩარლიმ.
9. ეს მასწავლებელი მოუსვენარი ბავშვების დასაშოშმინებლად დაფაზე Avengers: Endgame-ის სპოილერებს წერს
ფოტო: Heroic0 / Reddit
შურისმაძიებლები ჯერ კიდევ უამრავ ადამიანს არ უნახავს. მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეებიც — ეს ერთი შეხედვით უსარგებლო ინფორმაცია, რებეკა შემსონმა გაკვეთილზე ცელქი ბავშვების დასაშოშმინებლად გამოიყენა.
საქმე ის არის, რომ მასწავლებელი ურჩ მოსწავლეებს აფრთხილებს, რომ გაკვეთილზე ცუდად მოქცევის შემთხვევაში Avengers: Endgame-ს დაუსპოილერებს, გაგიკვირდებათ და "მუქარამ" გაამართლა.
აღსანიშნავია, რომ რებეკას მალე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვა მასწავლებლებმაც მიბაძეს.
10. ამ მასწავლებელს კი კარგად გამოსდის ძველ და გამოუსადეგარ ნივთებს ახალი სიცოცხლე აჩუქოს
ჯონ რისი ჩვენი სიის ბოლო და ასევე ძალიან კრეატიული მასწავლებელია, რომელიც ახერხებს და ძველ, გამოუსადეგარ ნივთებს სრულიად ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ხოლმე. რაც მთავარია, ეს ნივთები მის საკლასო ოთახში სამუდამოდ იდებენ ხოლმე ბინას.
მოკლედ თუ არ იცოდით, გეტყვით, რომ ყავის ჭიქების ძველი ჩასალაგებელი, შეიძლება საკლასო ოთახში ბევრი სახატავი ნივთის შესანახად გამოგადგეთ.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა

კომენტარები