სკოლა, რომელიც ძალიან შორს მეჩვენებოდა — ნიკა გუჯეჯიანი Miami Ad School-ზე
"ჩემი პირველი სიტყვა იყო აინთო და მეორე — ჩაქრა".
ნიკა გუჯეჯიანი 1992 წელს, დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და როგორც მარკეტერთან ინტერვიუში 2018 წელს თქვა, მთელი ბავშვობა და ცხოვრება დამოუკიდებლად ცდილობდა გადაწყვეტილებების მიღებას. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება იყო ის, რომ საქართველოში სამხატვრო აკადემია არ დაამთავრა, თუმცა უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ, Miami Ad School-ში, Art Director-ის მიმართულებით მიიღო.
"[აკადემიაში ჩაბარებამდე ინტერნეტში] ვნახე Miami Ad School, ტოპსკოლა, რომელიც ჩემგან ძალიან შორს და არარეალურად მეჩვენებოდა", — იხსენებდა ნიკა. სამი წლის შემდეგ, სიღნაღში, Summer Ad Camp 2013-ზე მოხვდა, სადაც მისი აპლიკაციის იდეამ გაიმარჯვა. ამის შედეგად, Miami Ad School-ის დირექტორმა, ნიკლას ფრინგს-რუპმა სწავლის გადასახადის ნაწილი დაუფინანსა.
"Miami Ad School-ში მივხვდი, ეს სკოლა იმისთვისაა, რომ რაც იცი, იმის გამომჟღავნების ნაცვლად, ისწავლო ის, რაც არ იცი და ნამუშევრების პორტფოლიო შექმნა".
ის მუშაობდა გრაფიკული დიზაინისა და Art Direction-ის მიმართულებით BETC Paris-ში, BBDO Berlin-ში, Y&R Prague-ში და JWT Metro-ში.
ნიკამ საქართველოსა და გერმანიას შორის არჩევანი საქართველოზე გააკეთა. ის ამბობდა, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან ჰგავდა Miami Ad School-ს, "რადგან აქ გარემოა, სადაც შეგიძლია, რაღაცები სცადო, გააკეთო. გერმანიაში შენ გაქვს One job and you have to do that! საქართველოში – Create job, that you want to do. მე ვფიქრობ, ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ინოვაცია და კრეატიულობა ყოველდღიური სამუშაოს შემადგენელია".
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უამრავ სტარტაპში იყო ერთ-ერთი მთავარი რგოლი. მაგალითად მთავრული შრიფტი, რომელიც უნიკოდმა 2017 წელს დაამტკიცა, სამი სტარტაპერის იდეა იყო და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ნიკა გუჯეჯიანი იყო.
გარდა ამისა, 2016 წლიდან ის ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ბანკის, საქართველოს ბანკის კრეატიული დირექტორი იყო.
ნიკა გუჯეჯიანმა ფართო საზოგადოებას თავი 3D პრინტერით დაბეჭდილი ქვევრით დაამახსოვრა, რომლის ერთ-ერთი თანაავტორი თავად გახლდათ. სტარტაპერებთან დავით მიზანდართან და გიორგი მამასახლისთან ერთად მან გადაწყვიტა უძველესი ჭურჭლის შესაქმნელად თანამედროვე ტექნოლოგიები გამოეყენებინა.
გუნდმა ჰოლანდიაში მიაკვლია კერამიკოსსა და მასთან თანამშრომლობით 3D ტექნოლოგიით პირველი ქვევრის პროტოტიპი დაბეჭდა. იდეა საერთაშორისო კონკურსზე დააფინანსეს და ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
"ხანდახან ერთმანეთის საერთოდ არ გვესმის, რაც ბუნებრივია, იმიტომ რომ ერთმანეთისგან განვსხვავდებით. თუმცა, ამ განსხვავების მიუხედავად, ჩვენი ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, შეგვიძლია ერთი საერთო მიზნისთვის გავერთიანდეთ. მე ვფიქრობ, რომ ამ ფაქტს ერთი მთავარი რაღაც აქვს — მთავარი არის გამარჯვება, გამარჯვების სურვილი და იმის აღქმა, რომ ეს მიზანი ჩვენ ყველას საერთო გვაქვს".
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
კომენტარები