სტივენ სოდერბერგის ახალი ფილმი The Laundromat, რომელიც პანამის საქმით არის ინსპირირებული, თავიდან ნეტფლიქსის ორიგინალი ფილმი არ ყოფილა. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, როდესაც კომპანიამ 2018 წელს პროექტს ხელი ჩაავლო საკმაოდ დიდი გამარჯვება მოიპოვა.

ნეტფლიქსს ახლა უკვე შეუძლია სოდერბერგის სახელიც მიეწერა იმ A კლასის რეჟისორების სიაში, რომლებთანაც თანამშრომლობდა. ასეთები კი არიან: ალფონსო კუარონი (Roma), ნოა ბაუმბახი (Marriage Story) და დი რისი (Mudbound).

The Laundromat-ის ჩვენებები კინოში 27 სექტემბერს დაიწყება, თუმცა სეანსები ლიმიტირებული იქნება. 18 ოქტომბრიდან კი ფილმის ნახვა სახლებში, ნეტფლიქსის სტრიმინგ სერვისზე იქნება შესაძლებელი. ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმის მთავარი გმირის შემსრულებელი მერილ სტრიპი Variety-ს სტუდიაში მივიდა, სადაც თავის პირველ, ნეტფლიქსის ფილმზე ისაუბრა.

როცა ფილმს დიდ ეკრანზე ნახულობ, ამ დროს გინდა, რომ პირველი იყო. ძალიან ბევრს უნდა, რომ ფილმი პირველმა ნახოს და ისინი ამას აკეთებენ. ხოლო ის, ვისაც ძიძა ჰყავს — იცდის. ფილმი (The Laundromat) მხოლოდ თეატრში რომ გამოსულიყო, მას მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი ნახავდა მანჰეტენზე, ბოსტონში და ლოს-ანჯელესში. თუმცა, ნეტფლიქსი 133 მილიონ სახლშია მსოფლიოს მასშტაბით და ახერხებს ისეთ ადგილებში შეაღწიოს, სადაც ეს ფილმები სხვა დროს შეიძლება ვერ ენახათ. ეს ძალიან კარგია, რადგან მიდის იმ აუდიტორიამდე, რომელმაც ამ ყველაფრის შესახებ ჯერ არ იცის.

მერილ სტრიპი ნეტფლიქსის კიდევ ერთ ფილმში The Prom ითამაშებს, რომლის რეჟისორიც რაიან მერფი იქნება.