ნიშნები, რომლებიც გიჩვენებთ, რომ იმაზე მეტ სტრესს განიცდით, ვიდრე გგონიათ
ფოტო: Shannon Freshwater
ადამიანის ორგანიზმი საოცარია: ძლიერი ტკივილის ატანის, თავის განკურნებისა და ყოველდღიურად მილიონობით ახალი უჯრედის შექმნის გარდა, მას შეუძლია ამოიცნოს, როდის გვემუქრება საფრთხე. კერძოდ, მას იმის შემჩნევის უნარიც აქვს, როცა ადამიანი ზედმეტი სტრესის მსხვერპლია. ეს მდგომარეობა როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ ცვლილებებში ვლინდება.
გთავაზობთ იმ ნიშნების არასრულ ჩამონათვალს, რომლებითაც, შესაძლოა, თქვენი ორგანიზმი სტრესზე მიგითითებდეთ.
1. თავის ტკივილი არაფრით გიჩერდებათ
ფოტო: Julia Yellow
მთელი დღის მანძილზე თავის პულსირებადი ტკივილი გაწუხებთ? შესაძლოა, ეს სტრესის ან შაკიკის ბრალი იყოს. სტრესი ყრუ, დამწოლი ტიპის თავის ტკივილებისა და შაკიკის მაპროვოცირებელი გავრცელებული ფაქტორია. შედეგად, თავის ტკივილის სხვა ფორმათა გამოწვევა და მდგომარეობის გაუარესებაცაა მოსალოდნელი. რისი გაკეთება შეგიძლიათ ამის შესაჩერებლად? სამედიცინო სფეროს მუშაკებს თუ დავუჯერებთ, ბევრი არაფრის, ნაკლებად სტრესული ცხოვრების გარდა. მაგრამ თუ თქვენი თავის ტკივილი უცაბედი და მწვავეა, ახლავს მაღალი ტემპერატურა, მხედველობის გაორება ან მან თავის ტრავმის შემდეგ შეგაწუხათ, დაუყოვნებლივ საავადმყოფოსაკენ გაეშურეთ.
2. თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა რიგზე ვერაა
მუცელი ხშირად პირველი ადგილია, რომელიც სტრესისა და შფოთვის სიმპტომებს განიცდის. "კუჭ-ნაწლავზე ტვინს პირდაპირი გავლენა აქვს", - განმარტავს სამედიცინო გამოცემა Harvard Health Publishing. ამის ნათელი მაგალითი ისაა, რომ მაშინაც კი, თუ საკვებზე მხოლოდ გავიფიქრებთ, კუჭი საჭმლის მონელებისათვის მომზადებას მჟავების გამომუშავებით იწყებს.
ტვინსა და კუჭს შორის ეს კავშირი ორმხრივია და შეუძლია, სტრესთან დაკავშირებული გართულებების ჩაკეტილ წრეს დაუდოს დასაბამი. Harvard Health-ისვე თანახმად, "გაღიზიანებულ ნაწლავს ისევე შეუძლია ტვინისათვის სიგნალის გაგზავნა, როგორც გაღიზიანებულ ტვინს - კუჭ-ნაწლავისთვის". საპასუხოდ კი სტრესს შეუძლია, კუჭის წვენის მომატება და, შედეგად, მომნელებელი სისტემის ისეთი პრობლემები გამოიწვიოს, როგორიც კუჭის წყლულია. სტრესული, იმავე პეპტიკური წყლულის სიმპტომები მუცლის მწვავე ტკივილს, გულის რევასა და შებერილობას მოიცავს.
3. წყურვილის შეგრძნება საგრძნობლად გაგიძლიერდათ
ფოტო: Shutterstock
თავს დასტრესილად გრძნობთ? შესაძლოა, ერთი ჭიქა წყლის დალევამ გიშველოთ. არ ვხუმრობთ - დეჰიდრაცია ორგანიზმის ფუნქციონირებაზე უარყოფითად აისახება, რასაც სტრესის გამოწვევა შეუძლია.
"კვლევებმა აჩვენა, რომ ორგანიზმის მხოლოდ ნახევარი ლიტრით დეჰიდრაციის დროსაც კი კორტიზოლის დონის მომატებაა მოსალოდნელი", - აცხადებს სამწვრთნელო კომპანიის, Athletes’ Performance-ის ჯანსაღად კვების განყოფილების დირექტორი, ამანდა კარლსონი, - "კორტიზოლი სტრესის ჰორმონთაგან ერთ-ერთია. ჰიდრაციის სათანადო ხარისხის შენარჩუნებას თქვენი სტრესის დონის დაწევა შეუძლია. როცა ორგანიზმს საჭირო რაოდენობით სითხეს არ აწვდით, მას სტრესავთ, რაზეც ის აუცილებლად ირეაგირებს".
მსგავს ჰორმონალურ დისბალანსს ადრენალური დაღლილობის გამოწვევა შეუძლია, რომელიც, თავის მხრივ, მუდმივი დეჰიდრაციის გამო წყლის სმის სურვილს აღგიძრავთ.
4. ოფლიანობთ, თანაც ბევრს
მცირეოდენი ოფლიანობა ნორმალურია; თუ წნეხის ქვეშ ხართ - მით უმეტეს. მაგრამ სტრესული ოფლდენა სულ სხვა რამაა.
როცა ორგანიზმი შფოთვაზე, სტრესზე, მღელვარებასა და მსგავს ემოციებზე რეაგირებს, აპოკრინული ჯირკვლებიდან ოფლი გამოიყოფა. ეს ჯირკვლები უფრო "ბლანტ" ოფლს გამოიმუშავებენ, რომელიც ცხიმოვანი მჟავებისა და ცილებისაგან შედგება. აღნიშნული ჯირკვლები იღლიებში, საზარდულსა და თავის კანშია განლაგებული.
ერთი კარგი ამბავი გვაქვს: ასეთ ოფლს თავდაპირველად სუნი არ აქვს. მაგრამ თუ კანზე დიდხანს დარჩება, შესაძლოა, სუნი განივითაროს.
რა შეიძლება სტრესულ ოფლდენას მოვუხერხოთ? პიემონტის შინაგან დაავადებათა ცენტრის ოსტეოპათის, დოქტორი კათირე სევერსონის თანახმად, ცოტა უნდა მოვდუნდეთ. "თუ სტრესული ოფლიანობა გახასიათებთ, აჯობებს, პრობლემა ძირფესვიანად გამოიკვლიოთ", - განმარტავს ის, - "ვარჯიში, მედიტაცია და თერაპია - თქვენს ცხოვრებაში სტრესის შესამცირებლად სამივე მათგანი ეფექტიანი გზაა".
5. თქვენი ძილის რეჟიმი მეტად არაპროგნოზირებადია (და უცნაურ სიზმრებს ხედავთ)
ფოტო: The Paint Bar
სტრესს თქვენი ძილის რეჟიმის მიწასთან გასწორება შეუძლია.
"მოსალოდნელია, რომ მეტისმეტმა სტრესმა თქვენი ძილის ხარისხი გააუარესოს, რასაც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები მოჰყვება. ამას, თავის მხრივ, შეუძლია, თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დამატებითი სტრესი გამოიწვიოს და ღამით ძილის ხარისხი კიდევ უფრო გააუარესოს", - აღნიშნულია ამერიკის სტრესის ინსტიტუტის გზამკვლევში.
გახსოვთ, ზემოთ მოსხენიებული სტრესის ჰორმონები? სწორედ მათ შეუძლიათ, თქვენს ორგანიზმს სიფხიზლის შენარჩუნება აიძულონ, ვინაიდან მათი გავლენით სხეულს ჰგონია, რომ იბრძოლე ან გაიქეცი რეჟიმშია. და რადგანაც თქვენს სხეულს დამშვიდება არ შეუძლია, ვერც გონება ისვენებს.
ამას გარდა, დღის განმავლობაში განცდილი სტრესი, შესაძლოა, უცნაურ სიზმრებსაც იწვევდეს. "როცა ადამიანები ყოველდღიურობაში იმედგაცრუებასა და ღელვას ხშირად განიცდიან, სიზმრებშიც სტრესს, სევდას ან გულგატეხილობას გრძნობენ", - ამბობს სტრესისა და ძილის შესახებ კვლევის ავტორი, ნეთა ვაინსტაინი. როგორც მან აღნიშნა, სტრესს მეტად სპეციფიკური სცენარის მქონე სიზმრების გამოწვევაც კი შეუძლია.
"ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და სიზმრების შინაარსს შორის კავშირი კარგად დადგენილი არ არის", - ამბობს ვაინსტაინი, - "მაგრამ ჩვენ მივაკვლიეთ იმის მიმანიშნებელ სამხილს, რომ სიზმრები, რომლებშიც სიმაღლიდან ვვარდებით, თავს გვესხმიან, სადმე გვკეტავენ ან რომლებშიც რაიმეს გაკეთების მცდელობისას ყოველ ჯერზე მარცხს განვიცდით, შესაძლოა, დღის განმავლობაში მიღებულ გამაღიზიანებელ გამოცდილებებთან იყოს კავშირში".
6. თმის ცვენა ნამდვილ პრობლემად იქცა
ფოტო: 123RF
თუ საშხაპეში ან სავარცხელზე თმის ღერების დიდ რაოდენობას პოულობთ, ეს, შესაძლოა, სტრესის ნიშანი იყოს. სტრესთან ასოცირებული თმის ცვენის სამი ტიპი არსებობს: ტელოგენური; ბუდობრივი, იგივე ალოპეცია არეატა; და ტრიქოტილომანური.
პირველი მათგანი, ანუ ტელოგენური თმის ცვენა, მაშინ შეიძლება განვითარდეს, როცა ძლიერი სტრესი თმის ფოლიკულათა დიდ რაოდენობას მოსვენების ფაზაში გადასვლისაკენ უბიძგებს. შედეგად თმის ღერი ფოლიკულადან სასიცოცხლო ციკლის დასრულებამდე ვარდება. როცა ეს ხდება, დაზიანებული ღერები, შესაძლოა, თმის დავარცხნისას ან დაბანისას დაგცვივდეთ.
თმის ბუდობრივი ცვენა კი, შესაძლოა, მთელი რიგი ფაქტორებით იყოს განპირობებული, რომელთა შორის ძლიერი სტრესიცაა. ალოპეცია არეატას დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა თმის ფოლიკულებს უტევს, რაც თმის ცვენას იწვევს.
ტრიქოტილომანია მაშინ ვითარდება, როცა ადამიანს თავის კანიდან, წარბებიდან ან სხეულის სხვა ნაწილებიდან თმის ამოგლეჯის დაუოკებელი სურვილი უჩნდება.
საყურადღებოა, რომ არაა აუცილებელი, გაცვენილი თმა მუდმივ მდგომარეობად გექცეთ. სტრესის შემამსუბუქებელ ტექნიკებს - მაგალითად, მედიტაციას - შეუძლიათ, თმის საფარველის აღდგენაში დაგეხმაროთ.
7. უბრალოდ, აღარ გახარებთ ის, რასაც ადრე თქვენთვის სიამოვნება მოჰქონდა
ფოტო: Juliana Vido
სტრესის მრავალ ემოციურ სიმპტომს შორის უგუნებობის ზოგადი განცდაცაა. თუ იმის გაკეთება გზარავთ, რაც ადრე გიყვარდათ - მაგალითად, ვარჯიში, მეგობრებთან ერთად მეტი დროის გატარება ან, უბრალოდ, გასეირნება - შესაძლოა, არა მხოლოდ დასტრესილი იყოთ, არამედ, დეპრესიაც გქონდეთ.
დეპრესია სტრესის გრძელვადიანი, ქრონიკული ზემოქმედებითაა გამოწვეული. ძლიერი სტრესული სიტუაციისას ორგანიზმმა, შესაძლოა, ისევ და ისევ სტრესის ჰორმონები გამოიმუშაოს, რისგანაც ყოველდღიური აქტივობებისას სიხარულის განცდის უნარის დაქვეითებაა მოსალოდნელი.
თუ ამ სიმპტომთაგან რომელიმეს განიცდით, დროა, გამოცდილ ექიმს გაესაუბროთ, რათა გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ, სტრესი დაძლიოთ და საკუთარი ცხოვრება კვლავ თქვენებურად წარმართოთ.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები